“ლივერპულმა” დორტმუნდის “ბორუსია” გაანადგურა

“ლივერპულსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის “ენფილდ როუდზე” გამართული ამხანგური მატჩი მერსისააიდული გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა.

ანგარიში შეხვედრის მე-10 წუთზე დანიელ სტარიჯმა გახსნა. ზუსტად სამ წუთში გოლი გაიტანა “ლივერპულის” ხორვატმა მცველმა დეიან ლოვრენმა, რომელიც მერსისაიდულ გუნდში “საუთჰემპტონიდან” მიმდინარე სატრანსაფერო პერიოდში 23 მილიონ ევროდ გადავიდა.

მეორე ტაიმში “წითლებმა” კიდევ ორი უპასუხო გოლი გაიტანეს: 49-ე წუთზე ფილიპე კოუტინიომ გამოიჩინა თავი, 61-ე წუთზე კი გოლი ჯორდან ჰენდერსონმა გაიტანა.

ამხანაგური მატჩი:
“ლივერპული” — “ბორუსია” (დორტმუნდი) 4:0 (2:0)

“ლივერპული”: მინიოლე, მანკილიო (კელი 86′), ჯონსონი (ხოსე ენრიკე 64′), ლოვრენი, შკრტელი, ჯერარდი, კოუტინიო (იბე 72′), ჯანი, ჰენდერსონი, სტერლინგი, სტარიჯი (ლამბერტი 73′).
მთავარი მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი.

“ბორუსია”: ლანგერაკი, გინტერი (კნიშტოკი 83′), შმელცერი, პიშჩეკი (გროსკროიტცი 58′), პაპასტატოპულოსი (სარი 82′), იოიჩი (ამინი 76′), კელი (ბენდერი 47′), კირხი (ჰოფმანი 47′), მხითარიანი (დონგ-ვონ ჯი 65′), რამოსი (იმობილე 47′), ობამეიანგი (ბანდოვსკი 71′).
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი.

გოლები: სტარიჯი 10′, ლოვრენი 13′, კოუტინიო 49′, ჰენდერსონი 61′.

მთავარი მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი).

“ნაპოლიმ” “ბარსელონა” დაამარცხა

“ნაპოლისა” და “ბარსელონას” შორის შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამართული ამხანაგური მატჩი იტალიური კლუბის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ეს ერთადერთი გოლი შეხვედრის მე-80 წუთზე ბლერიმ ჯემაილიმ გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შეხვედრაში ჩილეს ნაკრების მეკარე კლაუდიო ბრავოს დებიუტი ჰქონდა. სწორედ მისი უხეში შეცდომის შემდეგ გავიდა გოლი.

ამხანაგური მატჩი:
“ნაპოლი” — “ბარსელონა 1:0 (0:0)

“ნაპოლი”: რაფაელი, ალბიოლი (ლუპერტო 85′), ბრიტოსი (გულამი 46′), კულიბალი, მაჯო (მესტო 46′), გარგანო (სუნიგა 72′), ჰამშიკი (ვარგასი 72′), ჟორჟინიო (მერტენსი 61′), ზაპატა (მიჩუ 46′), ხოსე კალეხონი (ჯემაილი 72′), ინსინიე.
მთავარი მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.

“ბარსელონა”: ბრავო, პიკე (ედგარი 60′), ალბა (გრიმალდო 60′), ბარტრა (ბაგნაკი 75′), მონტოია, ინიესტა (სერხი რობერტო 60′), რაკიტიჩი (ჰალილოვიჩი 60′), ბუსკეტსი (სამპერი 60′), რაფინია (ადამა 75′), პედრო (დეულოფეუ 75′), მუნირი (სანდრო რამირესი 60′).
მთავარი მწვრთნელი: ლუის ენრიკე.

გოლი: ჯემაილი 80′.

ფეხბურთელის პასუხი რასისტებს

ოთხშაბათს პერუს ჩემპიონატში “სიენსიანოსა” და “ალიანსა ლიმას” შორის გამართულ შეხვედრაში საინტერესო რამ მოხდა.

“სიენსიანოს” გულშემატკივრები მთელი შეხვედრის განმავლობაში “ალიანსა ლიმას” ფეხბურთელებს რასისტულ შეურაწყოფას აყენებდნენ. საბოლოოდ, “ლიმას” მოთამაშემ თერთმეტმეტრიანის გატანის შემდეგ მას უპასუხა.

უსწრაფესი გოლი მექსიკის ჩემპიონატში

მექსიკის მეორე დივიზიონში „მინეროსსა“ და „ნეკაქსას“ შორის დღეს გამართულ მატჩში უსწრაფესი გოლი გავიდა. მასპინძელთა თავდამსხმელმა გუსტავო რამირესმა ბურთი მე-7 წამზე გაიტანა. შეხვედრა „მინეროსის“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

„ინტერმა“ „რეალს“ პენალტების სერიაში სძლია

Guinness International Champions Cup-ის ფარგლებში მადრიდის „რეალსა“ და მილანის „ინტერს“ შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მე-11 წუთზე გარეტ ბეილმა შორეული დარტყმით ანგარიში გახსნა. იტალიელებმა თერთმეტმერიანი დარტყმით გაათანაბრეს. ნემანია ვიდიჩის მიერ გამომუშავებული პენალტი მაურო იკარდიმ გოლად აქცია. ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, საყაიმო შედეგის გამო, ძირითადი 90 წუთის შემდეგ პირდაპირ პენალტების სერია დაინიშნა. თერთმეტმერიანი დარტყმების სერიაში ვალტერ მაცარის გუნდმა ანგარიშით 3:2 იმარჯვა.

ტურნირის ამავე ჯგუფში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „რომა“ ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

„რეალი“ — „ინტერი“ 1:1 (პენ. 2:3)

„რეალი“: დიეგო ლოპესი (ხესუს კოლადო 46′), კარვახალი, პეპე (მასკარელი 65′), ნაჩო, დიეგო ლორენტე; ილიარამენდი, მედრანი (დერიკი 65′), ისკო; ლუკას ვასკესი, რაულ დე ტომასი (სობრინიო 53′), ბეილი (მარკოს ლორენტე 53′).
მთავარი მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

„ინტერი“: ჰანდანოვიჩი (კარიზო 63′), რანოკია (ანდრეოლი 63′), ვიდიჩი, ჟუან ჟეზუსი, დამბროზიო, ჯონათანი (ბონაცოლი 90′), კუზმანოვიჩი (მვილა 63′), ობი (კრჰინი 78′), დოდო (ნაგატომო 78′), ბოტა (ლაქსალტი 78′), იკარდი.
მთავარი მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.

გოლები: ბეილი 11′ — იკარდი 68′ (პენ).

პენალტების სერია: ისკო (X), ლუკას ვასკესი (O), ნაჩო (O) ილიარამენდი (X), მასკარელი (X) — ვიდიჩი (O), ნაგატომო (X), მვილა (X), ჟუან ჟეზუსი (O), იკარდი (O).

მთავარი მსაჯი: რიკარდო სალაზარი (აშშ).

მარადონას „პარაშუტი“

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ კიდევ ერთხელ მოახდინა განსაკუთრებული ნიჭის დემონსტრირება.

53 წლის მარადონამ ვეტერან ფეხბურთელთა შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში ლამაზი გოლი გაიტანა.

ფეხბურთელი, რომელიც გულშემატკივრების ხმას აკონტროლებს

მიუხედავად იმისა, რომ Youtube-ში ეს ვიდეო დიდი ხნის წინ არის ატვირთული, ის ბევრს ნანახი მაინც არ აქვს.

ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ აკონტროლებს ფეხბურთელი გულშემატკივართა შეძახილებს.

დეკუს გამოსათხოვარი მატჩი ჩატარდა

კარიერის დასრულებიდან თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ დეკუს გამოსათხოვარი მატჩი შედგა.

შეხვედრაში ერთმანეთს პირობითად „პორტუ-2004“ და „ბარსელონა-2006“ დაუპირისპირდნენ. შეგახსენებთ, რომ დეკუმ 2004 წელს „პორტუსთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო იმავე წარმატებას 2006 წელს „ბარსელონასთან“ ერთად მიაღწია.

დეკუმ პირველი ტაიმი „პორტუს“, მეორე კი „ბარსელონას“ შემადგენლობაში ჩაატარა, თუმცა მეორე ნახევრის ბოლოს კვლავ „პორტუს“ რიგებში დაბრუნდა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 4:4 დასრულდა.

„პორტუს“ სასტარტო შემადგენლობა: ბაია, პ.ფერეირა, ჟ.კოსტა, პ.ემანუელი, ვალენტე, კოშტინია, მანიშე, მენდეში, დეკუ, დერლეი, მაკარტი.

„პორტუს“ სათადარიგო შემადგენლობა: ვალე, კარვალკიუ, სეკრეტარიუ, იანკაუსკასი, ანდრადე, ალენიჩევი, რუბენსი, რ.ფერნანდეში, ბ.მორაეში, მარიო სილვა, კონსეისაუ.

მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში.

„ბარსელონას“ სასტარტო შემადგენლობა: ხორკერა, ბელეტი, სილვინიო, ოლეგერი, ვან ბრონხორსტი, დავიდსი, ხერარდი, ვან ბომელი, გუდიონსენი, ჟიული, ესკერო.

„ბარსელონას“ სათადარიგო შემადგენლობა: დეკუ, მესი, ჯალმინია, ლუიზაო, ეტოო

მწვრთნელი: ჰენკ ტენ კატე.

გოლები: 1:0 – დერლეი (3′), 2:0 – მაკარტი (14′), 2:1 – ეტოო (55′), 2:2 – დეკუ (57′), 3:2 – იანკაუსკასი (62′), 3:3 – ეტოო (67′), 3:4 – მესი (81′), 4:4 – დეკუ (90′).

ამხანაგური მატჩის დროს ქომაგები ფეხბურთელებს თავს დაესხნენ

ჰაიფას „მაკაბისა“ და „ლილს“ შორის ავსტრიაში გამართული ამხანაგური მატჩი მოედანზე გულშემატკივრების შეჭრის გამო ჩაიშალა.

შეხვედრა 85-ე წუთზე შეწყდა, როდესაც მოედანზე ქომაგები შეცვივდნენ. გულშემატკივრებს ხელში პალესტინის დროშები ეჭირათ. ამ დროს „ლილი“ ანგარიშით 2:0 იგებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოედანზე შეჭრილი გულშემატკივრები ებრაელ ფეხბურთელებს დაესხნენ თავს.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

ხამეს როდრიგესის წარდგენის დროს ინციდენტი მოხდა

დაახლოებით 30 ათასი გულშემატკივარი მივიდა გუშინ „სანტიაგო ბერნაბეუზე“, სადაც მადრიდის „რეალმა“ ახალწვეული ხამეს როდრიგესი წარადგინა.

ფეხბურთელის წარდგენას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. მოედანზე ქომაგი შეიჭრა, რომელიც როდრიგესთან ჩახუტებას შეეცადა, თუმცა დაცვამ უმალ განაშორა გულშემატკივარი მოთამაშისგან. კოლუმბიელმა ნახევარმცველმა ქომაგი დაცვის წევრებისგან დაიხსნა და მას სამახსოვროდ ბურთიც აჩუქა.

შეგახსენებთ, რომ ხამეს როდრიგესმა „რეალთან“ ექვსწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ესპანური წყაროების ცნობით, მადრიდულმა კლუბმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გაიღო. კოლუმბიელ ნახევარმცველს ხელფასის სახით წელიწადში 5 მილიონი ევრო მიეცემა. როდრიგესი „რეალში“ 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

 

ლევანდოვსკიმ „ბაიერნის“ რიგებში ჩატარებულ პირველივე მატჩში გაიტანა

მიუნხენის „ბაიერნმა“ გერმანიის რანგით მესამე დივიზიონის კლუბ „დუისბურგთან“ ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მატჩს 24 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო.

ანგარიში ბავარიელთა ახალწვეულმა რობერტ ლევანდოვსკიმ 62-ე წუთზე გახსნა, თუმცა 8-წუთიანი ინტერვალის შემდეგ „დუისბურგმა“ გაათაბრა. აღსანიშნავია, რომ ეს პოლონელი ფეხბურთელისთვის „ბაიერნის“ რიგებში ჩატარებული პირველი მატჩი იყო.

„ბაიერნმა“ ამ შემადგენლობით ითამაშა: შტარკე, კონტენტო (შტეინჰარტი 55′), ბადშტუბერი (უოლტერი 86′), რაფინია (ბასტა 79′), ალაბა, ჰიობიერგი, გაუდინო, შოლი (ებერლეინი 46′), ბერნატი, სიგჰარტი (შვარცი 46′), ლევანდოვსკი (ტობიას შვაინშტაიგერი 86′).

უსამართლო მოქმედება – მეტოქის კარში მოულოდნელად გატანილი გოლი

19 ივლისს, სლოვაკეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში ძალიან საინტერესო რამ მოხდა.