ესპანეთის სუპერთასი: “ბარსელონამ” “სევილიას” პირველი მატჩი მოუგო (ვიდეო)

გუშინ ესპანეთის სუპერთასის მატჩი გაიმართა. “სანჩეს პიზხუანზე” ანდალუსიის “სევილია” კატალონიურ “ბარსელონას” დაუპირისპირდა.

თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა. მეორე ნახევრის დაწყებიდან 9 წუთში ლუის სუარესმა ანგარიში გახსნა და სტუმრად მოთამაშე გუნდი წინ გაიყვანა.

ზემოთ ნახსენების შემდეგ “სევილია” უფრო გააქტიურდა, თუმცა მასპინძლებს არაფერი გამოსდიოდათ. საბოლოოდ, ისევ “ბარსამ” გაიტანა – 81-ე წუთზე მუნირმა შეძლო სერხიო რიკოს კარის აღება და მატჩის საბოლოო ანგარიში – 0:2 – დააფიქსირა.

ესპანეთის სუპერთასის განმეორებითი შეხვედრა თბილისის დროით 18 აგვისტოს, 01:00 საათზე “კამპ ნოუზე” გაიმართება.

რიო 2016; ფეხბურთი: გერმანიის ნაკრებმა ფიჯის გადაუარა (ვიდეო)

რიოს ოლიმპიადას ფეხბურთის მხრივაც არ აკლია სანახაობა. გუშინ და დღეს გამთენიისას ჯგუფური ეტაპის მესამე, დასკვნითი ტურის შეხვედრები გაიმართა. საკუთარი მატჩი ჩაატაარა გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ფიჯის გუნდს დაუპირისპირდა

თამაში ევროპელების დიდი უპირატესობით წარიმართა. ანგარიშის გახსნა გნაბრიმ ბრანდტის პასით მე-8 წუთზე მოახერხა. სულ რაღაც 6 წუთში პეტერსენმა შეძლო მეორე გოლის გატანა. ანგარიში სამამდე მაქს მაიერმა გაზარდა. გერმანელებმა პირველ ტაიმში კიდევ სამჯერ აიღეს მეტოქის კარი: პეტერსენმა 33-ე და მე-40 წუთებზე ორჯერ შეარხია ტამანისაუს კარის ბადე, ხოლო მეექვსე გოლი გნაბრიმ 45-ეზე გაიტანა.

მეორე ნახევარში გერმანელებმა ათამდე დაამრგვალეს ანგარიში. 49-ესა და 52-ეზე ისევ მაიერმა გამოიჩნა თავი, ხოლო 63-ე და 70-ე წუთებზე პეტერსენმა ჯერ პოკერი შეასრულა, შემდეგ კი მეხუთეც გაიტანა. საბოლოოდ, ევროპელებმა 10-0 იმარჯვეს და ერთი მოგებითა და ორი ფრით ჯგუფიდან გავიდნენ. შემდეგ ეტაპზე ისინი პორტუგალიის ეროვნულ გუნდს დუპირისპირდებიან.

სომეხმა ძალოსანმა შტანგის აწევის დროს საშინელი ტრავმა მიიღო (ვიდეო)

რიოს ოლიმპიადა სულ ხუთი დღეა დაიწყო და უკვე ბევრმა სპორტსმენმა მიიღო ტრავმა.

ზემოთ ნახსენებ მონაწილეთა სიას გუშინ ღამით სომეხი ძალოსანი, ანდრანიკ კარაპეტიანი შეუერთდა. ჩვენი მეზობელი ქვეყნის წარმომადგენელი 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთ-ერთი ფავორიტი იყო, თუმცა 195 კილოგრამის აწევისას საშინელი ტრავმა მიიღო და ასპარეზობას გამოეთიშა.

რა მდგომარეობაა რიოს ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ სასტუმროში ? (ვიდეო)

როგორც იცით, 2016 წლის რიოს ოლიმპიურმა თამაშებმა სტარტი უკვე აიღო. ოლიმპიადის ერთ-ერთმა მონაწილემ საინტერსო ვიდეო გაავრცელა სოციალურ ქსელში, სადაც ჩანს თუ რა მდგომარეობაა რიოს ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ სასტუმროში.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სადებიუტო მატჩში ბრწყინვალე გოლი გაიტანა (ვიდეო)

დღეს, “მანჩესტერ იუნაიტედის” შვედი ფორვარდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის დებიუტი შედგა. ინგლისელთა ახალწვეულმა თავის გამოჩენა პირველივე მატჩში მოახერხა – მატჩის მეოთხე წუთზე, ზლატანმა “გალათასარაის” კარი შესანიშნავი დარტყმით აიღო.

ფრანგები უკვე ზეიმისთვის ემზადებიან (ვიდეო)

როგორც ჩანს, ფრანგი ხალხი საკუთარი ნაკრების ძალებში სრულიად დარწმუნებულია – ჯერ ფინალი არც კი დაწყებულა, თუმცა საჩემპიონო ავტობუსი უკვე გზაშია. ასე რომ, დეშამის გუნდს უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს!

აღნიშნული ვიდეო, სადაც ასახულია, თუ როგორ მიემართება დანიშნულების ადგილისაკენ ღია ავტობუსი საჩემპიონო წარწერით – “CHAMPIONS D’EUROPE 2016” – ფრანგმა ჰენრი ლეგრანდმა გადაიღო, რომელიც პარიზისკენ მიემართებოდა.

‘რუსული რულეტკა’ კვერცხებით: ფუკსი ჯეიმი ვარდის წინააღმდეგ

ინგლისის ეროვნული ნაკრების მაისურით გატანილი პირველი გოლის შემდეგ (გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ), ჯეიმი ვარდიმ გახალისება გადაწყვიტა.

“ლესტერის” საუკეთესო ბომბარდირმა მის თანაგუნდელთან, კრისტიან ფუკსთან ერთად ‘რუსული რულეტკა’ ითამაშა, ოღონდ კვერცხებით. წესები მარტივია: გვაქვს 3 მოხარშული და 3 ჩვეულებრივი კვერცხი – ვისაც ორჯერ მოხვდება თავში მოუხარშავი კვერცხი, ის აგებს …

ფიფას პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს თავისივე პრესკონფერენციაზე ჩასთვლიმა

დღეს ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რის შემდეგ ფიფას ხელმძღვანელობამ პრესკონფერენცია მოაწყო და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. პრესკონფერენციის მსვლელობისას ფიფას პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს ისა ჰაიატუს ჩასთვლიმა, რაც ვიდეოკამერების ობიექტივშიც მოხვდა.

The moment when the stand-in FIFA president Issa Hayatou falls asleep in his own press conference… The organisation is an absolute shambles!

Posted by 101 Great Goals.com on 2015 წლის 3 დეკემბერი, ხუთშაბათი

კახა ცხადაძის პრესკონფერენცია (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ცხადაძემ ესტონეთისა და ალბანეთის ნაკრებებთან დაპირისპირების შესახებ ვრცლად ისაუბრა. მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ განვილ ორ მატჩში ნაჩვენები შედეგი არადამაკმაყოფილებელია.

„არ აქვს მნიშვნელობა მატჩი ამხანაგურია თუ ოფიციალური, როცა ეროვნული ნაკრების სახელით თამაშობ, შედეგი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ეს ყველა ფეხბურთელმა კარგად უნდა გააცნობიეროს. ესტონეთთან და ალბანეთის ნაკრებთან დაპირისპირებაში რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გამოვცადეთ, რომელთაც მომავალში დავეყრდნობით. მინდოდა ამ ორ მატჩში მაქსიმალურად ყველა ფეხბურთელის პოტენციალი დამენახა. ესტონეთთან ამ ანგარიშით წაგების გამო ბოდიში მოვიხადე და ვთვლი,რომ ჩვენი ნაკრები ასე არავისთან არ უნდა აგებდეს. რაც შეეხება ალბანეთთან დაპირისპირებას, ვფიქრობ მათთან ფრე ცუდი შედეგი არ არის, მაგრამ ვინაიდან მატჩს ვიგებდით, უპირატესობა ბოლომდე უნდა შეგვენარჩუნებინა“.

ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს პირველ ლიგაში გარიგებული მატჩების შესახებაც ისაუბრა.

„კარგია, რომ ხობის „კოლხეთისა“ და ცხინვალის „ლიახვის“ მატჩი გარიგების მაღალი რისკის გამო გადაიდო. შეთანხმებული და ჩაწყობილი მატჩები უნდა აღმოიფხვრას და მიხარია, რომ ფეხბურთის ფედერაციამ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა დაიწყო. ძალიან სერიოზულად უნდა დაისაჯოს ადამიანი, რომელიც ცდილობს ფეხბურთელები და განსაკუთრებით ახალგაზრდები ჩაითრიონ ასეთ თამაშში. იმედია საქმეს ბოლომდე მიიყვანენ და დამნაშავეები დაისჯებიან“.

 სფფ-ის პრესსამსახური

ბრავომ რონალდუს სასწაულებრივი ბურთი მოუხსნა (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-12 ტურში “ბარსელონამ” გასვლაზე მადრიდის “რეალი” ანგარიშით 4:0 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისას “სამეფო კლუბის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს თავური დარტყმით გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა კატალონიელთა კიპერმა კლაუდიო ბრავომ შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

 

“მანჩესტერ სიტის” ფანებს კლუბის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშის დასახელება სთხოვეს

სპორტული სააგენტო Goal.com-ის ბრიტანულმა ბიურომ “მანჩესტერ სიტისა” და “ლივერპულს” შორის გასამართ მატჩამდე “ქალაქელთა” ფანები გამოკითხა და მათ კლუბის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება სთხოვა. დასახელებულთა შორის ყველაზე ხშირად გიორგი ქინქლაძის სახელმა გაიჟღერა.

“ჩელსი” შინ “ლივერპულთან” დამარცხდა

ინგლისის პრემიერლიგის მე-11 ტურის ცენტრალური მატჩი “სტემფორდ ბრიჯზე” გაიმართა, სადაც ლონდონის “ჩელსიმ” “ლივერპული” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

შეხვედრა მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე მე-4 წუთზე რამირესის თავური დარტყმის წყალობით დაწინაურდნენ. ამის შემდეგ ლონდონელებმა აქცენტი თავდაცვით თამაშზე გააკეთეს, თუმცა ტაიმის ბოლოს ფილიპე კოუტინიომ წონასწორობა აღადგინა.

შეხვედრის მეორე ნახევარში “ენფილდროუდელები” გაცილებით ეფექტიანად მოქმედებდნენ და ამან შესაბამისი შედეგიც გამოიღო: 74-ე წუთზე კოუტინიომ დუბლი შეასრულა, 83-ე წუთზე კი თავისი გოლი შეცვლაზე შემოსულმა კრისტიან ბენტეკემაც გაიტანა.

ამრიგად, ჟოზე მოურინიოს “ჩელსიმ” მორიგი მარცხი განიცადა და სატურნირო ცხრილში ამ წუთისთვის მე-15 პოზიცია უკავია. “ლივერპულმა” აქტივში 17 ქულა მოაგროვა და მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.

 

ინგლისის პრემიერლიგა
XI ტური
“ჩელსი” — “ლივერპული” 1:3 (1:1)

გოლები: რამირესი 4′ — კოუტინიო 45+3′, 74′, ბენტეკე 83′.
გაფრთხილებები: ობი მიკელი 66′ — ლალანა 24′, ლუკას ლეივა 58′, ჯანი 65′, ბენტეკე 86′.
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი.