უოლკოტმა და ოქსლეიდ-ჩემბერლენმა ერთმანეთი დახატეს (ვიდეო)

ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელები მოედნის მიღმაც აქტიურად განაგრძობენ ურთიერთობას. ამჯერად თეო უოლკოტმა და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა ერთ-ერთი საბავშვო შოუს კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. ერთი წუთის განმავლობაში ფეხბურთელებმა ერთმანეთი დახატეს, აუდიტორიამ კი უკეთესი ნახატის ავტორი გამოავლინა.

გთავაზობთ ამ სახალისო ვიდეოს.

“რეალის” ახალგაზრდული გუნდის მეკარემ კურიოზული ავტოგოლი გაუშვა

მადრიდის “რეალის” ერთ-ერთი ახალგაზრდული გუნდის მეკარემ “სევილიას” ახალგაზრდა ფეხბურთელების წინააღმდეგ გამართულ მატჩში კურიოზული ავტოგოლი გაუშვა. აღსანიშნავია, რომ ავტოგოლი 21-ე წამზე გავიდა, თუმცა თანაკლუბელებმა მეკარეს გაკრიტიკების ნაცვლად მხარი დაუჭირეს.

 

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის გახსნითი ვიდეო

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების გათამაშების ფინალური ტურნირის დაწყებამდე ზუსტად 56 დღე დარჩა. ჯგუფური ეტაპი 15 სექტემბერს დაიწყება. საქართველოს ტელევიზიებს შორის უეფასთან ახალი, სამწლიანი კონტრაქტი მხოლოდ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააფორმა. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ აღნიშნული მაუწყებლის სატელევიზიო არხების მეშვეობით ექნება გულშემატკივარს ტურნირის მატჩების ხილვის საშუალება.

აქვე გთავაზობთ ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების სეზონის მატჩების გახსნით ვიდეოს.

მასკერანოს ანტირეკორდი

2015 წლის კოპა ამერიკის ფინალურ მატჩში ჩილეს ნაკრებმა არგენტინა პენალტების სერიაში დაამარცხა.

“ალბისელესტეს” ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც კოპა ამერიკის ფინალურ მატჩში სამჯერ დამარცხდა.

მასკერანომ არგენტინის ნაკრებთან ერთად ამ ტიტულის მოგების შანსი 2004, 2007 და 2015 წლებში გაუშვა ხელიდან. გარდა ამისა, იგი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩიც დამარცხდა.

 

კოპა ამერიკა ჩილეს ნაკრებმა მოიგო (ვიდეო)

სანტიაგოში მდებარე ხულიო მარტინეს პრადანოსის სახელობის ნაციონალურ სტადიონზე 2015 წლის კოპა ამერიკის ფინალური მატჩი დასრულდა. ტურნირის დასკვნით შეხვედრაში მასპინძელ ჩილეს ნაკრებს არგენტინის ეროვნული გუნდი დაუპირისპირდა. გუნდებმა ძირითად 90 წუთში გოლი ვერ გაიტანეს. ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, ფინალური შეხვედრის ძირითადი დროის საყაიმო შედეგით დასრულების შემთხვევაში, დამატებითი ორი 15-წუთიანი ტაიმი ინიშნება. გუნდებმა ვერც ამ დროში გამოავლინეს გამარჯვებულის ვინაობა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელიც ჩილელებმა უკეთ შეასრულეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

ამრიგად, ჩილეს ნაკრებმა კოპა ამერიკა ისტორიაში პირველად მოიგო და გახდა ლათინო ამერიკის მერვე გუნდი, რომელსაც ეს ტიტული დასაკუთრებული აქვს.

კოპა ამერიკის ფინალი:
ჩილე — არგენტინა 0:0 (0:0; დ.დ. 0:0 პენ. 4:1)

ჩილე: ბრავო, ვალდივია (ფერნანდესი 75′), ვიდალი, ისლა, დიასი, მედელი, სილვა, არანგისი, ბოსეჟური, ალექსის სანჩესი, ვარგასი (ენრიკესი 95′).
მთავარი მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი.

არგენტინა: რომერო, დემიჩელისი, საბალეტა, ოტამენდი, როხო, მასკერანო, ბიგლია, დი მარია (ლავესი 29′), პასტორე (ბანეგა 81′), მესი, აგუერო (იგუაინი 74′).
მთავარი მწვრთნელი: ხერარდო მარტინო.

პენალტების სერია: ფერნანდესი (1:0), ვიდალი (2:1), არანგესი (3:1), ალექსის სანჩესი (4:1) — მესი (1:1), იგუაინი (2:1), ბანეგა (3:1).
გაფრთხილებები: სილვა 24′, მედელი 34′, დიასი 44′, არანგისი 86′ — როხო 55′, მასკერანო 56′, ბანეგა 91′.
მთავარი მსაჯი: ვილმარ როლდანი (კოლუმბია).

ჯეკ უილშირმა პელეს ინტერვიუ ჩამოართვა (ვიდეო)

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა ჯეკ უილშირმა ჟურნალისტის ამპლუა მოირგო და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ, ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელ პელეს ინტერვიუ ჩამოართვა.

— რომელია თქვენი კარიერის ყველაზე საამაყო ეპიზოდი?
— ღმერთს მადლობას ვუხდი ბევრი საამაყო მომენტისთვის. გამოვყოფდი შვედეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატს, რომელიც ჩემთვის პირველი იყო. მაშინ 17 წლის ვიყავი, ბრაზილიის ნაკრებმა ტურნირი მოიგო. აღსანიშნავია ჩემი ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატიც, როდესაც იტალია დავამარცხეთ, 1970 წელს.

— ვინ იყო თქვენი ბავშვობის გმირი?
— ჩემი ბავშვობის გმირი მამაჩემი იყო. ის “სან პაულუს” ცენტრალური თავდამსხმელი გახლდათ.

— რა გრძნობაა მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება?
— პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი 17 წლის ასაკში, შვედეთში ვითამაშე. ეს ჩემთვის ოცნება იყო. მაშინ პასუხისმგებლობა არ მქონდა, ახალგაზრდა ვიყავი და ყველაფერი მშვენიერი იყო, მაგრამ ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე, 1970 წელს, უკვე გამოცდილი მოთამაშე გახლდით და გაცილებით რთული იყო, რადგან უდიდესი წნეხის ქვეშ ვიყავით, ბრაზილიაში პოლიტიკური პრობლემა იყო. მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა მოგვეგო. ძალიან რთული იყო.

— რატომ აირჩიეთ 10-ნომრიანი მაისური?
— ეს სრული შემთხვევითობა იყო. როდესაც “სანტოსში” დებიუტი მქონდა, ჩვენი მეათე ნომერი ტრავმირებული იყო და ის მე შევცვალე. 16-17 წლის ვიყავი. გამიმართლა, რადგან ეს იღბლიანი ნომერი აღმოჩნდა. ამისთვის ღმერთს მადლობას ვეუბნები.

 

ბრაზილიის ნაკრებმა საფრანგეთში გაიმარჯვა (ვიდეო)

საფრანგეთისა და ბრაზილიის ნაკრებებს შორის პარიზის “სტად დე ფრანსზე” გამართული ამხანაგური მატჩი “სელესაოს” გამარჯვებით, ანგარიშით 1:3 დასრულდა.

ანგარიში “სამფეროვნებმა” 21-ე წუთზე გახსნეს, გოლი რაფაელ ვარანმა გაიტანა. შესვენებამდე ხუთიოდე წუთით ადრე ოსკარმა გაათანაბრა. 57-ე წუთზე “პენტაკამპიონე” ნეიმარის გოლის წყალობით დაწინაურდა. 69-ე წუთზე კი ლუის გუსტავომ საბოლოო წერტილი დასვა — 1:3.

მორიგ ამხანაგურ მატჩს ფრანგები 29 მარტს დანიელებთან ჩაატარებენ. იმავე დღეს ბრაზილიელები ჩილეს გაეჯობრებიან.

ამხანაგური მატჩი:
საფრანგეთი — ბრაზილია 1:3 (1:1)

გოლები: ვარანი 21′ — ოსკარი 40′, ნეიმარი 57′, ლუის გუსტავო 69′.

“ბარსა” VS “რეალი”: 5 საუკეთესო გოლი ბოლო ათი წლის მანძილზე

როგორც იცით, სულ რამდენიმე საათში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო დაპირისპირება, ელ კლასიკო გაიმართება.

Fanebi.Com წარმოგიდგენთ ბოლო ათწლეულის(2005-2015) მანძილზე ელ კლასიკოში 5 საუკეთესო გატანილ გოლს.

შოთა არველაძე მისივე გუნდის ფეხბურთელმა კინაღამ წააქცია

თურქეთის სუპერლიგის XIV ტურში “ბალიკესირსპორსა” და “ქასიმფაშას” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას სტუმართა მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე მისივე გუნდის ფეხბურთელმა კინაღამ წააქცია. ქართველმა სპეციალისტმა “ქასიმფაშას” ინერციით მომავალი მოთამაშის შეჩერება სცადა, თუმცა ფეხბურთელი წაიქცა და კინაღამ თავკაციც წააქცია.

მატჩი “ბალიკესირსპორის” გამარჯვებით, ანგარიშით 5:3 დასრულდა. “ქასიმფაშა” სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციამდე დაეშვა.

როგორ ეწეოდა არსენ ვენგერი მატჩის მიმდინარეობის დროს სიგარეტს

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების გათამაშების მერვედფინალური ეტაპის წილისყრამ ლონდონის “არსენალს” მეტოქედ არსენ ვენგერის ყოფილი კლუბი “მონაკო” არგუნა. ინტერნეტსივრცეში გავრცელდა რამდენიმე წლის წინათ გადაღებული ვიდეო, რომელიც გვიჩვენებს, რომ “მონაკოს” იმდროინდელი თავკაცი არსენ ვენგერი მატჩის მიმდინარეობის დროს სიგარეტს ეწეოდა.

შერგელაშვილმა “გურიას” კარში თვალსასეირო გოლი გაიტანა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XIV ტურში “დინამო თბილისსა” და “გურიას” შორის მიმდინარე მატჩში მასპინძელთა მცველმა ლაშა შერგელაშვილმა სტუმრებს მეტად თვალსასეირო გოლი გაუტანა.

რუმინელმა ფეხბურთელმა მეტოქეს ფეხი მოსტეხა და 16-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო (+18)

რუმინეთის თასის გათამაშებაზე “კრაიოვასა” და კონსტანცის “ვიიტორულს” შორის გამართულ მატჩში (2:1) სტუმართა მცველმა ალინ შერონიმ მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ფეხი მოსტეხა.

შერონი დასწრებაზე თამაშს ცდილობდა, თუმცა ფეხი ნიკუსორ ბანკუს მოარტყა და ამ უკანასკნელსაც წვივის ძვალი გადაუტყდა. შერონის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენეს და მოედნიდან გააძევეს. მოგვიანებით შესაბამისმა ორგანომ აღნიშნულ ეპიზოდზე იმსჯელა და ფეხბურთელს 16-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა.

გთავაზობთ ამ საზარელი ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

გაფრთხილება: ვიდეოს ნახვა 18 წლამდე და სუსტი ნერვების მქონე პირებისთვის არ არის რეკომენდირებული.