მონტელამ უხეშად უპასუხა “მილანის” ფანს, რომელმაც გუნდის ბოლოდროინდელ შედეგებზე დაიჩივლა

უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში ათენის აეკ-სა და “მილანს” შორის გამართული მატჩის (0:0) შემდეგ “როსონერის” მთავარ მწვრთნელ ვინჩენცო მონტელასა და გუნდის ფანს შორის მცირე ინციდენტი მოხდა.

გულშემატკივარმა “მილანის” თავკაცთან გუნდის ბოლოდროინდელ შედეგებზე დაიჩივლა. მან აღნიშნა, რომ “როსონერი” მოსაწყენ ფეხბურთს უჩვენებს, რაზეც მონტელამ უკმეხად უპასუხა.

“თუ მოსაწყენ ფეხბურთს ვუჩვენებთ, სტადიონზე აღარ მოხვიდეთ. ცუდად ვთამაშობთ? ჯგუფში პირველ ადგილზე ვართ, მეტი რა გავაკეთოთ?!”, – ასე ციტირებს “ლა რეპუბლიკა” მონტელას სიტყვებს.

“მილანი” ევროპის ლიგის D ჯგუფს ლიდერობს, იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში კი მერვე პოზიცია უკავია და ლიდერს 15 ქულით ჩამორჩება.

“მილანმა” მონტელას კონტრაქტი გაუხანგრძლივა

“მილანმა” გუნდის მთავარ მწვრთნელ ვინჩენცო მონტელასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი შრომითი ხელშეკრულება ძალაში 2019 წლის 30 ივნისამდე იქნება.

“როსონერიმ” მონტელას თავკაცობით იტალიის სერია А-ს გათამაშება მეექვსე პოზიციაზე დაასრულა და ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა.

თავად მონტელამ 2016-2017 წლების სეზონში გუნდის შედეგი დადებითად შეაფასა.

მონტელა: “მსაჯები ხანდახან ჩვენ სასარგებლოდაც ცდებიან”

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში “სასუოლოსთან” გამართული შეხვედრა შეაჯამა, რომელიც მისმა გუნდმა კარლოს ბაკას მიერ გატანილი პენალტის წყალობით გამარჯვებით დაასრულა (1:0).

“დღეს მსაჯმა ბევრი საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის ჩვენ სასარგებლოდაც. მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ყველაფერი ჩვენ საწინააღმდეგოდ ვერ იქნება.

თამაშით კმაყოფილი არ ვარ, რადგან რთული და დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. მეტოქის მარცხზე ვწუხვარ, ვინაიდან “სასუოლოსთან” ოქტომბერში გამართულ მატჩშიც რაღაც მსგავსი მოხდა, მაგრამ მსაჯები ჩვენ სასარგებლოდ ერთეულ შეხვედრებში ცდებიან”, – ციტირებს მონტელას სიტყვებს “სქაი იტალია”.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მატჩში კარლოს ბაკას პენალტის შესრულების მომენტში ფეხი დაუცდა და ბურთს ორჯერ შეეხო, რაც წესის დარღვევაა, მაგრამ მთავარმა არბიტრმა გოლი ჩათვალა.

მონტელა: “ინტერს” ფრე გამარჯვებასავით გაუხარდა, ამით უნდა ვიამაყოთ”

იტალიის სერია A-ს მე-13 ტურის ცენტრალური მატჩი “ჯუზეპე მეაცაზე” გაიმართა, სადაც შეხვედრის ნომინალურმა მასპინძელმა “მილანმა” თანაქალაქელი “ინტერი” მიიღო. მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. კომპენსირებულ დროში განიავებული გამარჯვების მიუხედავად, შეხვედრის შემდეგ “როსონერის” მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა ოპტიმისტურ განწყობაზე იყო.

“სილვიო ბერლუსკონი მატჩის საბოლოო ანგარიშით ცოტა იმედგაცრუებული იყო, მაგრამ გუნდი ქებას იმსახურებს. ბიჭები მეც შემეცოდნენ, მაგრამ დიდებული თამაში და სულისკვეთება ვაჩვენეთ და ახლა ტკბილად დაძინების უფლებაც გვაქვს.

“ინტერმა” გოლი 95-ე წუთზე გაგვიტანა. თითქმის იდეალური საღამო გამოვიდა. ვცდილობ, რომ ჭიქა ნახევრად სავსე მდგომარეობაში წარმოვიდგინო.

მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთ და თამაში წავიყვანეთ, მაგრამ “ინტერმა” ორი შემთხვევითი მომენტი გამოიყენა. შესაძლოა, მეტოქე მარცხს არ იმსახურებდა, მაგრამ ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, ვერავინ იტყოდა, რომ მოგება არ დავიმსახურეთ. “ინტერი” 95-ე წუთზე მოპოვებულ საყაიმო შედეგს გამარჯვებასავით აღნიშნავდა და ეს ჩვენ სიამაყის საბაბს გვაძლევს”, – ციტირებს მონტელას სიტყვებს Football Italia.

“მილანს” გუნდის თავკაცის პოსტზე მონტელა სურს

“მილანი” გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე “ფიორენტინას” თავკაცის, ვინჩენცო მონტელას კანდიდატურით დაინტერესდა.

“ლა რეპუბლიკას” ცნობით, “როსონერის” ხელმძღვანელობა უკვე აქტიურად განიხილავს მონტელას კანდიდატურას, რომელმაც შესაძლოა, ზაფხულში ფილიპო ინძაგი ჩაანაცვლოს.

წყაროს თანახმად, “მილანი” მზად არის, ახალგაზრდა იტალიელ სპეციალისტს ხელფასის სახით წელიწადში ორი მილიონი ევრო შესთავაზოს.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს თავად მონტელა, ჯერჯერობით უცნობია. “ფიორენტინას” ხელმძღვანელობამ არაერთხელ აღნიშნა, რომ ამჟამინდელი თავკაცის შენარჩუნება სურს.

 

მონტელა: “ცუდია, რომ იტალიურ გუნდთან მოვხვდით”

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ უეფას ევროპის ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყა გაიმართა, რომელმაც “ფიორენტინა” “რომასთან” მოახვედრა. “ვიოლას” მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ მეტოქედ იტალიური გუნდი ერგო.

“ცუდია, რომ იტალიურ გუნდთან მოვხვდით, თუმცა გვესმოდა, რომ ამის მაღალი ალბათობა იყო. “რომა” ძლიერი გუნდია. ვფიქრობ, არ გაგვიმართლა. მძიმე დაპირისპირების მოლოდინში ვართ. დადებითი მხარე ის არის, რომ ბევრი მოგზაურობა არ მოგვიწევს”, – ციტირებს მონტელას სიტყვებს Goal.com-ი.

წყვილის პირველი მატჩი ფლორენციაში, 12 მარტს გაიმართება. შესაბამისად, საპასუხო შეხვედრა რომში, 19 მარტს შედგება.

 

მონტელა: „კუადრადოს ყველაფრის გაკეთება შეუძლია“

„კიევოსთან“ მოგებული შეხვედრის შემდეგ, „ფიორენტინას“ მთავარმა მწვრთვნელმა ვინჩენცო მონტელამ თავისი გუნდის ნახევარმცველი ხუან კუადრადო შეაქო.

„კუადრადო – უნიკალური ფეხბურთელია, რომელსაც მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეუძლია. იგი 4-3-3 სქემისას მარცხენა ფლანგზე მოქმედებდა და როდესაც 3-5-2 სქემაზე გადავედით, კინაღამ გოლიც კი გაიტანა. „არსენალის“ ხელმძღვანელებს მის სანაცვლოდ 30 მილიონის გადახდა სურთ? იმედია, ეს მხოლოდ იმ თანხის ნახევარია, რომლის დახარჯვასაც ისინი აპირებენ. დარწმუნებული ვარ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ხუანი ჩვენთან დარჩება. რა მოხდება ზაფხულს? ამას მომავალი გვიჩვენებს“, – განაცხადა „იების“ თავკაცმა. 

ალექსანდრე მატევოსოვი

მონტელა „იუვენტუსის“ დამარცხებას აპირებს

„ფიორენტინას“ მთავარი მწვრთვნელი ვინჩენცო მონტელა აღიარებს, რომ ტურინის „იუვენტუსთან“ ჩასატარებელი მატჩი მისი გუნდის ფეხბურთელებისთვის პრობლემას წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ „ბიანკონერის“ „იები“ მიმდინარე კვირის ბოლოს შეხვდებიან.

„მესმის, რომ წინ უმნიშვნელოვანესი თამაში გველის. არამხოლოდ სატურნირო ცხრილის, არამედ კლუბებს შორის არსებული ურთიერთობების შესახებაც არ უნდა გვავიწყდებოდეს. „იუვესთან“ შარშანდელზე უკეთესად უნდა ვითამაშოთ, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს, ცუდად არ გვითამაშია. ჩვენი მთავარი მიზანი – გულშემატკივართა გახარებაა. ამის გაკეთება ადვილი არ იქნება, თუმცა მოედანზე მოსაგებად გავალთ“, – განაცხადა მონტელამ.

ალექსანდრე მატევოსოვი

მონტელა კმაყოფილია

იტალიის სერია ა-ს მორიგი ტურის შეხვედრა „ფიორენტინამ“ გასვლაზე რომის „ლაციოს“ წინაამღდეგ გამართა. აღნიშნული მატჩი უგოლო ფრით დასრულდა, რის თაობაზეც კომენტარი „იების“ თავკაცმა ვინჩენცო მონტელამ გააკეთა.

„მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ. შესაძლოა, „ლაციომ“ უკეთესად ითამაშა და მეტიც დაიმსახურა, თუმცა კარის მშრალად შენახვა მაინც მოვახერხეთ. წინ წასვლას ვცდილობდით, თუმცა ბევრი რამ ვერ გამოგვივიდა. შედეგით მაინც კმაყოფილი დავრჩი“, – განაცხადა მონტელამ.

„ვთვლი, რომ სანაკრებო პაუზა საჭირო დროს დადგა. მის შემდეგ, გამოჯანმრთელებული მოთამაშეების გამოყენების შესაძლებლობა გვექნება. ამის წყალობით, სხვა ფეხბურთელები დასვენებას შეძლებენ. ჩემი აზრით, ბოლო შეხვედრებში თავდასხმაში შექმნილი პრობლემები დაღლილობამ გამოიწვია“, – აღნიშნა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი