მონტელასთან კონფლიქტის გამო, შესაძლოა, ბენ იედერმა კლუბი დატოვოს

“სევილიას” რიგები, შესაძლოა, კიდევ ერთმა თავდამსხმელმა დატოვოს. ამჯერად საქმე ვისამ ბენ-იედერს ეხება. ამ ინფორმაციას ესპანური და ფრანგული წყაროები ადასტურებენ.

როგორც ცნობილი ხდება, ფრანგ თავდამსხმელს არც თუ ისე კარგი ურთიერტობა აქვს გუნდის ახალ თავკაცთან, ვინჩენცო მონტელასთან. თავისმხრივ, მონტელამ განაცხადა, რომ ბენ იედერი ამიერიდან “სევილიას” ძირითადში აღარ იქნებოდა.

როგორც იცით, ბენ იდერი “დალაქების” ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია. მიმდინარე სეზონში მაან 25 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.

“სევილიასა” და ბენ იედერს შორის არსებული მიმდინარე კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში იწურება, მის გამოსასყიდ თანხად კი 30 მილიონი ევროა მითითებული.

მარადონა: “მონტელას “სევილიას” მწვრთნელად დანიშვნა სიგიჟეა”

დიეგო მარადონამ “სევილიას” გადაწყვეტილება, მთავარი მწვრთნელის პოსტი ვინჩენცო მონტელასთვის ჩაებარებინათ, სიგიჟედ მიიჩნია. “როსონერის” თავკაცმა უკვე ჩაატარა პირველი მატჩი “დალაქების” თავკაცის ამპულაში და “ბეტისთან” დამარცხდა, ანგარიშით 3-5.

“სევილიას” თავკაცის პოსტზე მონტელამ ბერისო უნდა შეცვალოს, ეს ნამდვილი სიგიჟეა. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ მონტელა “მილანიდან” ცუდი მუშაობის ბრალდებით გააგდეს.

ბიზნესმენი ფეხბურთს ვერ გააკონტროლებს. ბერისოსთვის მხარი უნდა დაეჭირათ. ან, სხვა ვინმე უნდა აერჩიათ. მსოფლიოში ათასობით მწვრთნელია. ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს,” – აცხადებს მარადონა.

ოფიციალურად: “სევილიას” ვინჩენცო მონტელა გაწვრთნის

“სევილიას” ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ დადასტურებული ინფორმაციის მიხედვით, “დალაქებს” ამიერიდან ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლებათ ვინჩენცო მონტელას სახით.

როგორც ცნობილი ხდება, მხარეები ორწლიან კონტრაქტს ხუთშაბათს, 29 დეკემბერს გააფორმებენ. მანამდე კი მონტელას აგენტმა “მილანთან” ფორმალური საქმეები უნდა მოაგვაროს.

43 წლის იტალიელი სპეციალისტი “სევილიას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ედუარდო ბერიცოს შეცვლის, რომელსაც ექიმებმა მძიმე დაავადება აღმოუჩინეს.

“სევილია” 17 ტურში დაგროვებული 29 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს ლა ლიგის სატურნირო ცხრილში და ორი ქულით ჩამორჩება მეოთხეადგილოსან “რეალს”, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

“მილანი” მონტელას შემცვლელის პოვნაზე უკვე მუშაობს

“მილანის” ხელმძღვანელები საკმაოდ სერიოზულად ფიქრობენ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ვინჩენცო მონტელას გათავისუფლებაზე. იტალიური პრესის ცნობით, “როსონერიმ” უკვე შედგინა იტალიელი სპეციალისტის პოტენციურ შემცვლელთა სია.

Football Italia-ს მიერ მოპოვებული ცნობების თანახმად, “მილანელები” პაულო სოუზასა და უოლტერ მაცარის კანდიდატურებს განიხილავენ. ორივე მათგანი ამ დროისთვის უკლუბოდაა.

როგორც იცით, გასულ ზაფხულს იტალიური კლუბის შეფებმა ძალიან დიდი თანხა დახარჯეს ტრანსფერებში, თუმცა შედეგი აგვიანებს – სერია ა-ს 9 ტურის შემდეგ “მილანმა” მხოლოდ 13 ქულის მოპოვება შეძლო და ახლა ცხრილში მე-11 ადგილს იკავებს.

ასევე განიხილება ჯენარო გატუზოსა და მასიმილიანო ალეგრის კანდიდატურებიც.

მონტელა: “მილანს” რაღაც აკლია, ჩემი მოვალეობა კი ამის პოვნა და გამოსწორებაა”

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ “აეკთან” ფრედ დასრულებულ მატჩზე ისაუბრა, რამაც “სან სიროზე” შეკრებილ 17000 გულშემატკივარს იმედები გაუცრუა.

“რთულ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ რომ მოგვეგო, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ჩვენ ჩვენი თამაში ვითამაშეთ, მაგრამ მეტოქე მაქსიმალურად ცდილობდა თამაშის ჩაკეტვას და შემდეგ ამისგან თავის დაღწევა ძალიან გაგვიჭირდა.

გულშემატკივრებს შორის იმედგაცრუება და გაბრაზება იგრძნობოდა, რაც სერია ა-ში განცდილი სამი მარცხითაც იყო გამოწვეული. ვხედავ, რომ ბიჭებს მეტის გაკეთება უნდათ, მაგრამ რაღაც აკლიათ. შესაძლოა, ფსიქოლოგიურადაც და ჩემი მოვალეობაა, რომ ეს გამოვასწორო,”- აცხადებს მონტელა.

ევროპა ლიგის სამი ტურის შემდეგ “მილანი” 7 ქულით პირველ პოზიციას იკავებს. სერია ა-ში კი ბოლო დროს მნიშვნელოვნად ჩამოქვეითდა და ახლა 12 ქულით მეათე ადგილზეა.

მონტელა: “ვცდილობდით, მეტოქის მცველები მუდმივი ზეწოლის ქვეშ ყოფილიყვნენ”

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ ვენის “აუსტრიასთან” თავისი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაში (1-5) დადებითად შეაფასა, რომეშიც ანდრე სილვამ ჰეთ-ტრიკის გაფორმება შეძლო.

“ლაციოსთან” განცდილი მარცხი ჯერ კიდევ გვახსოვდა, მაგრამ დღეს ჩემმა გუნდმა მებრძოლი სულია გამოავლინა და თამაშსაც ძალიან კარგად აკონტროლებდნენ. პირველივე ტაიმში შევძელით საჭირო უპირატესობის მოპოვება (0-3), თუმცა შემდეგ მოვეშვით, რაც აღარ უნდა განმეორდეს. სამი მცველით ვთამაშობდით და ვცდილობდით, მეტოქის მცველები მუდმივი ზეწოლის ქვეშ ყოფილიყვნენ.

ანდრე სილვას გოლების გატანა სწყურია. დღეს მან ყველაზე კარგად შესძლო თავისი ხასიათის წარმოჩენა, შეტევაში ძალიან ძლიერი იყო. გაცილებით უფრო კარგად ითამაშა, ვიდრე სხვა თამაშებში. მას ეს სჭირდებოდა.

რაც შეეხება ჩალჰანოღლუს, მანაც ძალიან კარგი პერფრომანსი შემოგვთავაზა. მისი ვერტიკალური პასები მეტოქეს ძალიან დიდ საფრთხეს უქმნიდნენ. საერთო ჯამში, ამ მოგებით ბედნიერები ვართ,” – აცხადებს მონტელა.

“იუვენტუსი” “მილანისგან” 40 მილიონ ევროს ითხოვს

იტალიურ პრესაში გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, “როსონერის” ხელმძღვანელებმა ტურინის “იუვენტუსს” 30 მილიონი ევრო შესთავაზეს 30 წლის ლეონარდო ბონუჩის სანაცვლოდ, თუმცა უარი მიიღეს.

როგორც იცით, “მილანის” მმართველებმა ვინჩენცო მონტელას საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა გამოუყვეს ტრანსფერებისათვის – მონტელამ უკვე დახარჯა 100 მილიონი ევრო ანდრე სილვას, რიკარდო როდრიგესისა და ფრენკ კესის ტრანსფერებში.

ახლა კი, “მილანის” ახალი მთავარი მწვრთნელის პრიორიტეტი გამოცდილი იტალიელი მცველის გადაბირებაა, რომლის სანაცვლოდაც “ბებერი ქალბატონი” 40 მილიონ ევროს ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ბონუჩი “სან სიროზე” 2009 წლამდე თამაშობდა, სანამ “ინტერს” “ბიანკონერიში” გაცვლიდა.

ცესკ ფაბრეგასის ტრანსფერი თავად “მილანის” თავკაცმა დაბლოკა

იტალიური “მილანის” თავკაცმა, ვინჩენცო მონტელამ მთავარი როლი ითამაშა იმ საქმეში, რომელიც ლონდონის “ჩელსის” 29 წლის ნახევარმცველის, ცესკ ფაბრეგასის ტრანსფერის დაბლოკვას ითვალისწინებდა.

შეგახსენებთ, რომ “როსონერის” კაპიტანმა იტალიისა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ დაპირისპირებაში მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც 6 თვით მოუწევს უქმობა. ეს კი მილანელების ნახევარდაცვისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.

“ჩვენ ისეთ ფეხბურთელს ვეძებთ, რომელსაც სწორედ ისეთი თვისებები აქვს, როგორიც მონტოლივოს ჰქონდა, რომელსაც ნახევარდაცვაში თამაშთან ერთად, ოპერატიულად შეეძლება დაცვაში ჩასვლაც.

ფაბრეგასი? ის ამგვარი თვისებებით არ გამოირჩევა.

ვფიქრობ, რომ ჩვენი კაპიტნის ჩანაცვლება შეუძლებელია. ის ისევე როგორც მოედანზე, ასევე მოედნის გარეთაც ლიდერია. ეს ჩვენთვის უდიდესი დანაკლისი იქნება.”

მონტელა: „მილანის“ დამარცხება შეგვიძლია“

„სამპდორიას“ მთავარმა მწვრთბელმა ვინჩენცო მონტელამ „მილანთან“ დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრა.

„მილანს“ ახლა კრიზისი არ აქვს, მაგრამ მე მხოლოდ ჩემი გუნდი მაინტერესებს. თუ „როსონერის“ დამარცხება შეგვიძლია, ეს უახლოეს მატჩში რატომ არ გაგვეკეთებინა?

ახლა მხოლოდ ამ შეხვედრაზე ვფიქრობთ. „სამპდორია“ გასვლებზე ცუდად თამაშობს, მაგრამ დროა ამას ბოლო მოეღოს“, – განაცხადა მონტელამ.

„ფიორენტინა“ მონტელას კონტრაქტის 2017 წლამდე გახანგრძლივებას სთავაზობს

„ფიორენტინას“ ხელმღვანელობამ გუნდის მთავარ მწვრთNელს ვინჩენცო მონტელას მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა. „სქაი სპორტ იტალიას“ ინფორმაციით, 40 წლის სპეციალსიტს საღამოს შეთანხმების 2017 წლამდე გაფორმება შესთავაზას. ცნობისთვის, ხმარეებს შორის მოქმედი კონტრაქტი შემდეგი სეზონის ბოლომდე მოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ მონტელა ფლორენციულ კლუბს სათავეში 2012 წელს ჩადგა. განვლილ სეზონში გუნდმა სერია ა-ს მეოთხე ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგის ნახევარფინალამდე მიაღწია.

 

მონტელა: „იმედია, „ნაპოლისთან“ ერთად ფინალში გავალთ“

„ფიორენტინას“ მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ „ნაპოლისთან“ ერთად ევროპის ლიგის ფინალში გასვლის იმედი გამოთქვა.

„მიხარია, რომ ნახევარფინალში „ნაპოლისთან“ შეხვედრას გადავურჩით, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ორივე ფინალში გავალთ.

„სევილია“ ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია, რის გამოც ჩვენთან დაპირისპირებაში ფავორიტად ითვლება. თუმცა, ამ ეტაპამდე ბევრი ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ. „სევილიას“ ამ ტურნირზე გამოსვლის დიდი გამოცდილება აქვს, ამ კლუბმა ბოლო ათ წელიწადში ის სამჯერ მოიგო“, – განაცხადა „იების“ დამრიგებელმა.

მონტელა: „სალაჰი „ფიორენტინაში“ შემდეგ სეზონშიც დარჩება“

„ფიორენტინას“ მთავარ მწვრთნელს ვინჩენცო მონტელას გუნდში ლონდონის „ჩელსისგან“ იჯარით გადასული მოჰამედ სალაჰის შენარჩუნება სურს.

„იტალიაში თავისი თამაშით სალაჰმა ყურადღება დაიმსახურა. დეტალებში არ ვიცი, თუ როგორ მოვახერხებთ მისი კონტრაქტის გამოსყიდვას, თუმცა კიდევ ერთწლიანი იჯარა შესაძლებელია.

კლუბმა ყველა ფინანსური საკითხი უნდა მოაგვაროს, თუმცა, მთავარია, რომ ის შემდეგ წელსაც გვყავდეს.

მისი ძლიერი ხმარეების შესახებ ვიცოდი, თუმცა არ მეგონა, რომ სერია ა-ს ის ასე სწრაფად მოერგებოდა. მუჰამედი წამყვან კლუბებთან შეხვედრებში მნიშვნელოვან გოლებს იტანს“, – განაცხადად „იების“ დამრიგებელმა.