ვინი ჯონსს სიმსივნე დაუდგინეს

უელსის ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა და ჰოლივუდის მსახიობმა ვინი ჯონსმა განაცხადა, რომ მას კანის კიბო დაუდგინეს. ფეხბურთელი ისეთი კლუბების ღირებას იცავდა, როგორებიცაა „ლიდს იუნაიტედი“, „შეფილდ იუნაიტედი“ და ლონდონის „ჩელსი“. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი წლის წინათ, ვინი ჯონსი საქართველოს კომერციული პროექტისთვის ეწვია.

ჯონსმა თვალის მიდამოებში უცნაური ლაქა აღმოაჩინა და ექიმს მიაკითხა. მედიკოსებმა ყოფილ ფეხბურთელს კანის კიბო დაუდგინეს. მას შემდეგ ჯონსმა სამი ოპერაცია გაიკეთა.

„კიბო მოსასმენად საშინელი სიტყვაა. მოედანზე უდიდესი მეტოქეების წინააღმდეგ მითამაშია, თუმცა ახლა ყველაზე მრისხანე და საშინელი მტერი მყავს. როდესაც ექიმებმა მითხრეს, რომ კანის კიბო მაქვს, მაშინვე გავიფიქრე, ნეტავ რამდენი ხნის სიცოცხლე დამრჩა მეთქი. თავში მილიონი აზრი მიტრიალებს. ეს დიაგნოზი მაიძულებს, რომ მთელი ჩემი ცხოვრება და მიზნები შევცვალო.
თუ კანზე რაიმე დისკომფორტს გრძნობთ, თუნდაც ეს პატარა წერტილი იყოს, მაშინვე ექიმს მიაკითხეთ“, – ვინი ჯონსის სიტყვებს ბრიტანული „სანი“ აქვეყნებს.

 

ბექა დოგრაშვილი