“ვერდერი” — “ვოლფსბურგი” ტერორისტული აქტის საფრთხის მიუხედავად, არ გადაიდება

გერმანიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში ბრემენის “ვერდერსა” და “ვოლფსბურგს” შორის გასამართი მატჩი ისლამისტთა მიერ ტერორისტული თავდასხმის საფრთხის არსებობის მიუხედავად, დაგეგმილ დროს მაინც ჩატარდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტადიონზე დაცვის სამსახურის წარმომადგენელთა რაოდენობა გაიზრდება და განსაკუთრებული პრევენციული ზომებიც იმოქმედებს.

მატჩი “ვერდერსა” და “ვოლფსბურგს” შორის კვირას, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

 

მანჩინი: „ინტერს“ „ვოლფსბურგთან“ ძალიან გაუჭირდება“

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ უეფა-ს ევროპის ლიგის კენჭისყრის შედეგზე ისაუბრა. ცნობისთვის, „ნერაძურის“ მეტოქე გერმანული „ვოლფსბურგი“ იქნება.

„ვოლფსბურგთან“ მატჩები ძალიან რთული იქნება. 1/8 ფინალის შეხვედრები ადვილი არასდროსაა. ამავდროულად ტურნირის ეს ეტაპი მეტად საინტერესოა. საკუთარი მაქსიმუმის ჩვენებას შევეცდებით. არ დაგავიწყდეთ, რომ „ვოლფსბურგი“ ბუნდესლიგაში ამჟამად მეორე ადგილს იკავებს – ამ გუნდმა ცოტა ხნის წინ „ბაიერნი“ ანგარიშით 4:1 დაამარცხა“, – ციტირებს იტალიელ სპეციალისტს უეფა-ს ოფიციალური საიტი.

“ვოლფსბურგმა” ვიერინიას გაუხანგრძლივა

“მგლებმა” პორტუგალიელ ნახევარმცველთან ახალი, გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმეს.

“ვოლფსბურგის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვიერინიასთან შეთანხმება შედგა. ფეხბურთელი გუნდში 2018 წლის ზაფხულამდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის შემტევს გუნდთან კონტრაქტის ვადა მიმდინარე ზაფხულს ეწურებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელით გელზენკირხენული “შალკე” ინტერესდებოდა, მაგრამ თავად მოთამაშემ “ვოლფსბურგში” დარჩენა გადაწყვიტა.

მიმდინარე სეზონში, ვიერინიამ ბუნდესლიგაში 20 მატჩი ჩაატარა, სადაც ერთი გოლითა და ხუთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

შურლე: “”ჩელსიში” დარჩენის შესაძლებლობა მქონდა”

“ვოლფსბურგის” გარემარბი, ანდრეა შურლე დარწმუნებულია, რომ “ჩელსის” დატოვებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენეთ, რომ 24 წლის ნახევარმცველი 2013/2014 წლის სეზონის დაწყებამდე “ჩელსიში” “ლევერკუსენიდან” გადავიდა, ხოლო ამ ზამთარს გერმანელი “ვოლფსბურგს” შეუერთდა.

“ლონდონურ გუნდს ბავშვობიდანვე ვქომაგოდი და “ჩელსიში” თავს პირველიდან ბოლო დღემდე კომფორტულად ვგრძნობდი,”-განაცხადა შურლემ Sport Bild-თან ინტერვიუში.

“თუ რეპუტაციების მიხედვით ვიმსჯელებთ, “არისტოკრატებთან” შედარებით, “ვოლფსბურგი” პატარა გუნდია, რომელთა თამაშსაც მუდმივად ვუყურებდი. “ჩელსიში” დარჩენის შესაძლებლობა მქონდა, მოურინიომ მითხრა, რომ შანსი მექნებოდა”.

“ამის მიუხედავად, გადაწყვეტილება გერმანულ კლუბზე შევაჩერე. ფეხბურთის თამაში რეგულარულად მსურდა,”-შეაჯამა ანდრეა შურლემ.

პერიშიჩი “სპორტინგთან” არ იქნება

“ვოლფსბურგის” ნახევარმცველის, ივან პერიშიჩის დაბრუნება გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ ხორვატმა ტრავმის გამო ბუნდესლიგაში “ჰოფენჰაიმთან” და “ლევერკუზენთან” გასამართი მატჩები გამოტოვა.

“მგლების” მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ივანი ევროპა ლიგის 1/16 ფინალურ მატჩში იასპარეზებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, პერიშიჩს ლაზარეთში დარჩენა მოუწევს.

მატჩი “ვოლფსბურგსა” და “სპორტინგს” შორის თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

“ვოლფსბურგი” ფორვარდის ყიდვას აპირებს

გემრანული კლუბის ახალ შემტევს ეძებს და ტრანსფერში დიდი ფულის გადახდასაც აპირებს. დიდი შანსია, რომ “ვოლფსბურგმა” მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაში ითამაშოშ და ბუნებრივია, შემადგენლობის გაძლიერებაც აუცილებელია.

Kicker-ის ინფორმაციით “ვოლფსბურგის” ხელმძღვანელებს სტაბილური ფორვარდის ყიდვა სურთ, ვინაიდან ნიკლას ბენდტნერსა და ბას დოსტს, რომელმაც გასულ ტურში ოთხი გოლი გაიტანა, ყველაზე მეტად ამ ასპექტში უჭირთ.

გერმანული კლუბი ინტერესს ალვარო მორატას და რომელუ ლუკაკუს მიმართ იჩენდა, თუმცა ეს მცდელობები უშედეგოდ დასრულდა.

 

“ბაიერნმა” “ჰამბურგი” არ დაინდო, გოლების წვიმა “ბაიარენაზე”

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ბუნდესლიგის 21-ე ტურის შეხვედრები, რომლებიც საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა.

“ბაიერნი” 8-0 “ჰამბურგი”

გოლები: მიულერი ’21(პ), გიოტცე ’23; ’88, რობენი ’36; ’47, ლევანდოვსკი ’56, რიბერი ’69

“ბაიერი” 4-5 “ვოლფსბურგი”

გოლები: სონ ჰიუნ-მინი ’57; ’62; 67, ბელარაბი ’72 – დოსტი ‘6; ’29; ’60; ’90+3, ნალდო ’17

“ვერდერი” 3-2 “აუგსბურგი”

გოლი: ლუკიმია ’16, დი სანტო ’24(პ), გებრე სელასიე ’45 – კლავანი ’22; ვერნერი ’79

“ბორუსია მ” 1-0 “კიოლნი”

გოლი: ჯაკა ’90+1

“ჰოფენჰაიმი” 2-1 “შტუტგარტი”

გოლი: ფირმინო ’30, რუდი ’90+3 – საკაი ’39

კევინ დე ბრუინმა მატჩის მიმდინარეობისას ბურთის მიმწოდებელ ბიჭს შეაგინა (ვიდეო)

3 თებერვალს, გერმანიის ბუნდესლიგაში ფრანქფურტის “აინტრახტმა” საკუთარ მოედანზე “ვოლფსბურგი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.

მატჩის მიმდინარეობისას, “ვოლფსბურგის” შემტევმა კევინ დე ბრუინმა ბურთის მიმწოდებელ ბიჭს შეაგინა.

დღევანდელ მატჩში “ბაიერნს” შესანიშნავი გოლი გაუტანეს (ვიდეო)

30 იანვარს, გერმანიის ბუნდესლიგაში “ვოლფსბურგსა” და “ბაიერნს” შორის გამართულ მატჩში ბას დოსტმა მიუნხენელთა კარში შესანიშნავი გოლი გაიტანა.



ბორუსიამ კვლავ ვერ მოიგო

გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში დორტმუნდის “ბორუსიამ” საკუთარ მოედანზე “ვოლფსბურგს” უმასპინძლა. მასპინძლებმა ანგარიში სწრაფი გოლით, მე-8 წუთზე გახსნეს. ტაბლოზე საკუთარი გვარი ობამეანგმა დააფიქსირა, თუმცა 20 წუთში მეტოქემ წონასწორობის არდგენა დე ბრუინეს ზუსტი დარტყმით შეძლო.

გუნდებმა გოლები მატჩის მეორე ნახევარშიც გაცვალეს, მაგრამ ამჯერად ინტერვალი შედეგიან დარტყმებს შორის უფრო მცირე იყო. 76-ზე დორტმუნდელები იმობილემ კვლავ დააწინაურა, ხოლო საბოლოო ანგარიში ნალდო 85-ე წუთზე დააფიქსირა – 2:2.

ბორუსია 2-2 ვოლფსბურგი

გოლები: ობამეიანგი 8′ (1:0); დე ბრუინე (1:1); იმობილე 76′ (2:1); ნალდო 85′ (2:2)

პროგნოზისტთა კონკურსი (“დორტმუნდი” – “ვოლფსბურგი”)

გრძელდება ჩვენი ტრადიციული პროგნოზისტთა კონკურსი. დღეს გამოქვეყნდა მე-19 საკონკურსო კვირის პირველი მატჩის კითხვები, რომელიც “დორტმუნდსა” და “ვოლფსბურგს” შორის გასამართ შეხვედრას ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 7 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს Europe bet-ის ანგარიშზე 10 ლარი დაერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 5 ლარი დაერიცხებათ. გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორები იმ შემთხვევაში მოხვდებიან, თუ მიღებულ საკონკურსო კომენტარებში შვიდი 4-სწორპასუხიანი მომხმარებელი არ იქნება და სიაში გაჩნდება ვაკანტური საპრიზო ადგილები.

ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.

საკონკურსო კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: “დორტმუნდი” – “ვოლფსბურგი”

ნიკლას ბენდტნერი “ვოლფსბურგში” საოცრებებს აკეთებს (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რას აკეთებს ნიკლას ბენდტნერი “ვოლფსბურგის” ვარჯიშზე.