ლუის გუსტავო: “სასიამოვნოა, როცა შენით “ბარსელონაა” დაინტერესებული”

გერმანული “ვოლფსბურგის” ნახევარმცველი, ლუის გუსტავო აცხადებს, რომ მას “ბარსელონას” მხრიდან ინტერესი ძალიან სიამოვნებს.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს კაალონიის “ბარსელონასთან” ხშირად აკავშირებენ.

“რა თქმა უნდა, სასიამოვნოა იმის გაგონება, როცა გეუბნებიან, რომ “ბარსელონა” შენითაა დაინტერესებული. კატალონიელები ჩემით უკვე მესამედ ინტერესდებიან. “ვოლფსბურგთან” კონტრაქტი მაკავშირებს, თუმცა თუ რომელიმე კლუბი გამოსასყიდ თანხას გადაიხდის, მაშინ შემიძლია, სხვაგან გადავბარგდე”, – ამბობს გუსტავო.

რატომ არ გააძევეს ბასტიან შვაინშტაიგერი მოედნიდან?

28 სექტემბერს, გერმანიის ბუნდესლიგის მეშვიდე ტურის მატჩში, მიუნხენის “ბაიერნმა” საკუთარ მოედანზე “ვოლფსბურგი” მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

თამაშის მიმდინარეობისას, მიუნხენელთა ნახევარმცველმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელს, დიეგოს კისერში ხელები ჩაარტყა. მსაჯმა გერმანიელი მოთამაშე მოედნიდან არც გააძევა.

 

ლუიზ გუსტავოს “ბაიერნი” ენატრება

“ვოლფსბურგის” ნახევარმცველი, ლუიზ გუსტავო აცხადებს, რომ მას “ბაიერნი” ენატრება.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ნახევარმცველმა ბავარიული კლუბი გასულ ზაფხულს დატოვა.

“ბაიერნში” ჩემი საუკეთესო მეგობრები დანტე და რაფინია იყვნენ. ყოველთვის კარგი კოლექტივი გვყავდა. გუნდში შესანიშნავი ადამიანები იყვნენ. მაგალითად, ფრანკ რიბერი, დავიდ ალაბა და სხვები. ვარჯიშებისას, ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში გვიწევდა, მაგრამ ახლა მათ წინააღმდეგ ნამდვილი დაპირისპირება მომიწევს”, – ამბობს გუსტავო.

ცნობისთვის, 28 სექტემბერს, მიუნხენის “ბაიერნი”, გერმანიის მეშვიდე ტურის მატჩში, “ვოლფსბურგს” საკუთარ მოედანზე მიიღებს.