სნეიდერი „გალათასარაიდან“ წასვლას არ გეგმავს

თურქული „გალათასარაის“ ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა უესლი სნეიდერმა განაცხადა, რომ სამუშაო ადგილის შეცვლაზე იგი არ ფიქრობს.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის მოთამაშე რამდენიმე დღის წინ სამკურნალოდ იტალიაში გაფრინდა. პარალელურად კი ევროპლმა პრესამ სხვადასხვა ჭორები გაავრცელა, რომელთა მიხედვითაც, უესლი იტალიური კლუბების ხელმძღვანელებთან შეხვედრასაც აპირებდა.

„მე „გალათასარაის“ ფეხბურთელად ვრჩები. ამ მომენტისთვის მხოლოდ ამ კლუბში თამაშზე ვფიქრობ და არსად წასვლას არ ვაპირებ“, – განაცხადა სნეიდერმა.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში სტამბულელთა მაისურით სნეიდერმა 14 მატჩში ითამაშა და თავის ანაგრიშზე 5 გოლი ჩაიწერა.

ალექსანდრე მატევოსოვი