“ლივერპულმა” პრემიერ ლიგაში საჩემპიონო სტარტი აიღო (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 2018/19 წლების გათამაშებაში ჩაერთო ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი “ლივერპულიც”, რომელმაც საკუთარ კედლებში მანუელ პელეგრინის “ვესტ ჰემი” გაანადგურა ანგარიშით 4:0.

“ლივერპულელებმა” მართლაც რომ ლამაზი ფეხბურთი შემოგვთავაზეს, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით მათ მეტოქეზე. ანგარიში მოჰამედ სალაჰმა გახსნა შეხვედრის მე-19 წუთზე, რასაც სადიო მანემ ტაიმის ბოლოს გატანილი გოლი დაუმატა.

მატჩის მეორე ნახევარში სადიო მანეს მიერ თამაშგარიდან გატანილმა გოლმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ რაოდენ საჭიროა თანამედროვე ტექნოლოგიები ინგლისში. დანიელ სტარიჯმა კი შეცვლაზე შემოსვლიდან რამდენიმე წამში თავისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაუტანა ფაბიანსკის.

ასე რომ, პირველი ტურს “მერსესაიდელები” დიდი ალბათობით პირველ ადგილზე დაასრულებენ, “ჩაქუჩები” კი – ბოლოზე. მომდევნო ტურში იურგენ კლოპის ბიჭები “კრისტალ პალასს” ეწვევიან, “ვესტ ჰემი” კი “ბორნმუთს” მიიღებს.


“ლივერპული”: ალისონი; რობერტსონი, ვან დეიკი, გომესი, ალექსანდერ-არნოლდი; მილნერი (დანიელ სტარიჯი 88′), ვეინალდუმი, ნაბი კეიტა; სადიო მანე (შაქირი 82′), ფირმინო (ჰენდერსონი 69′), მოჰამედ სალაჰი

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ვესტ ჰემი : ფაბიანსკი, ფრედერიკსი, ბალბუენა, ოგბონა, მასუაკუ; ნოუბლი, რაისი (სნოდგრასი 47′), უილშირი; ანტონიო, არნაუტოვიჩი (იარმოლენკო 67′), ანდერსონი (ჩიჩარიტო 62′)

მთავარი მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

გოლები: მოჰამედ სალაჰი 19′, სადიო მანე 45′ 53′, დანიელ სტარიჯი 88′


ოფიციალურად: ლუკას პერესმა “არსენალი” დატოვა

ლონდონის “არსენალის” 29 წლის თავდამსხმელმა ლუკას პერესმა “ვესტ ჰემთან” სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამ ინფორმაციას ორივე ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.

ტრანსფერის ფასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა, თუმცა Daily Mail-ის ცნობით, “ჩაქუჩებმა” “მეთოფეებს” 10 მილიონი ევრო გადაუხადეს.

შეგახსენებთ, რომ ლუკას პერესი “არსენალში” 2016 წელს გადაბარგდა “დეპორტივოდან”. 2017/18 წლების სეზონი კი მან არენდის წესით “დეპორტივოში” გაატარა.

“ბეშიქთაში” ვიდას ტრანსფერში 25 მილიონ ევროს ითხოვს

როგორც წესი, მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთელებისთვის თავის წარმოჩენის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. შანსი წარმატებით გამოიყენა ხორვატიის საფეხბურთო ნაკრების მცველმა დემავოი ვიდამ, რომლის გადაბირებითაც რამდენიმე ევროპული გრანდია დაინტერესებული.

თურქული ჟურნალ-გაზეთების ცნობით, ვიდამ უკვე განუცხადა “ბეშიქთაშის” ხელმძღვანელებს კლუბის დატოვების სურვილის შესახებ. თურქული კლუბიც მზადაა, ფეხბურთელი გაუშვას, ოღონდ მხოლოდ კონკრეტულ ფასად.

29 წლის ხორვატი ფეხბურთელის ტრანსფერთან ყველაზე ახლოს “ვესტ ჰემი” იმყოფება. “ჩაქუჩებმა” უკვე გაუკეთეს ოფიციალური წინადადება “ბეშიქთაშს”, თუმცა უარი მიიღეს. თურქები ლონდონური კლუბისგან 3 მილიონით მეტს (25 მილიონი) ითხოვენ.

ანდრეი იარმოლენკო უკვე ლონდონში იმყოფება

დორტმუნდის “ბორუსიას” უკრაინელი ნახევარმცველი ანდრეი იარმოლენკო, დიდი ალბათობით, კარიერას “ვესტ ჰემის” რიგებში გაავრცელებს. ამ ინფორმაციას გერმანული Kicker ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, 28 წლის ფეხბურთელი ტრანსფერს დათანხმდა და ახლა მხოლოდ მცირე დეტალებია მოსაგვარებელი. ეს უკანასკნელი უკვე შეამჩნიეს ლონდონში, სადაც სულ მალე გაივლის სამედიცინო შემოწმებას.

წინასწარი ინფორმაციით გერმანული კლუბი ამ ტრანსფერიდან 20 მილიონ ევროს მიიღებს მაშინ, როდესაც ერთი წლის წინ იარმოლენკოს ტრანსფერში 25 მილიონი გადაიხადა.

2017/18 წლების სეზონში იარმოლენკომ ბუნდესლიგის 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ სამი გოლი გიატანა.

“ვესტ ჰემი” იაია ტურეს გადაბირებას ცდილობს

“მანჩესტერ სიტის” ყოფილი ნახევარმცველი იაია ტურე, შესაძლოა, სულ მალე გაწევრიანდეს “ვესტ ჰემის” რიგებში. ამ ინფორმაციას ბრიტანული პრესის ავტორიტეტული Daily Mail ავრცელებს.

როგორც იცით, 35 წლის კოტ-დიუვარელმა ფეხბურთელმა ახლახან მოიპოვა თავისუფალი აგენტის სტატუსი და უკვე წამოიწყო მოლაპარაკებები ლონდონურ კლუბთან, რომელსაც მანუელ პელეგრინი წვრთნის.

შეგახსენებთ, რომ იაია ტურე და პელეგრინი ადრეც თანამშრომლობდნენ. 2013-14 წლის სეზონში მათ ერთად მოიგეს პრემიერ ლიგა და იმ წლის გათამაშებაში ტურემ 20 გოლის გატანა შეძლო.

პელეგრინი: “რეალის” ხელმძღვანელობა მთხოვდა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი ნებისმიერ შემთხვევაში მეთამაშებინა”

მანუელ პელეგრინი ერთი წლის მანძილზე, 2009-2010 წლებში წვრთნიდა მადრიდის “რეალს” და კლუბთან ერთად ვერაფრის მოგება ვერ მოახერხა. ამის შემდეგ ის ჟოზე მოურინიომ ჩაანაცვლა. ჩილელი, რომელიც ახლა “ვესტ ჰემ იუნაიტედს” ჩაუდგა სათავეში, ჩილეს გაზეთთან, “ელ მარკურიოსთან” მადრიდში გატარებულ პერიოდზე საუბრობს.

“რეალის” ხელმძღვანელობასთან ხშირად მქონდა საუბარი, სხვადასხვა თემის განხილვა. ერთ-ერთი აქტუალური საკითხი იყო ის, თუ ვის გავიყვანდი მოედანზე. მესვეურები მთხოვდნენ, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი ნებისმიერ შემთხვევაში მეთამაშებინა. რაც შეეხება უშუალოდ ჩემს შეგირდებს, ყველაზე მარტივად საურთიერთობო კრიშიტიანუ რონალდუ და რაული იყვნენ. რამდენიც არ უნდა მოეგოთ, მაინც ყოველთვის იდეალურ ფორმაში ხვდებოდნენ მატჩებს. ხოლო, ყველაზე რთული ხუან რომან რიკელმე იყო. ყველა მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა მაქვს. იმავეს ვიტყვი ჟოზე მოურინიოზეც, რომელსაც ლონდონში შევხვდი და ერთმანეთს წარმატება ვუსურვეთ,” – ამბობს პელეგრინი.

 

მოიესმა ქეროლს ვარჯიშის უფლება არ მისცა და სახლში გაუშვა

უთანხმოებაა “ვესტ ჰემის” თავკაც დევიდ მოიესსა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერ, ენდი ქეროლს შორის. Daily Mail-ის ცნობით, დღეს ვარჯიშზე სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა და ქეროლი სახლში გაუშვეს.

საქმე ისაა, რომ “მანჩესტერ სიტისთან” გამართულ მატჩში გაბრაზებულმა ქეროლმა სათადარიგოთა სკამი მატჩის დასრულებამდე დატოვა, რაც მოიესმა უპატივცემლობად მიიჩნია.

“რაშ გრინის” სავარჯიშო ბაზაზე გამოცხადებულ ენდი ქეროლს კართან დევიდ მოიესი დახვდა და მას ვარჯიშის უფლება არ მისცა. ამით მოიესმა, როგორც დისციპლინის მოყვარულმა, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ ვინ არის მთავარი “ჩაქუჩთა” რიგებში.

პატრის ევრა პრემიერ ლიგაში ბრუნდება

უცხოური პრესის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული წარმომადგენლის, The Times-ის ჟურნალისტის, პოლ ჯოისის თქმით, პატრის ევრა ამ წუთებში “ვესტ ჰემის” ოფისში იმყოფება.

როგორც ჩანს, გამოცდილმა ფრანგმა მცველმა ინგლისური პრემიერ ლიგის გარეშე დიდი ხნის მანძილზე ვერ გაძლო – ევრას ინგლისში შვიდ სეზონზე მეტი აქვს გატარებული “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით.

ბოლოსკენ პატრის ევრა “მარსელის” ღირსებას იცავდა, თუმცა ფრანგულმა კლუბმა ფანებთან მომხდარი ინციდენტის გამო ის გუნდიდან მოკვეთა. ევრა 2018 წლის ივნისის თვემდე არის დისკვალიფიცირებული.

“ჩელსი” ქეროლს ყიდულობს, შესათანხმებელი მხოლოდ ფასია

ლოდნონის “ჩელსის” ხელმძღვანელები ძალიან ახლოს არიან “ვესტ ჰემის” თავდამსხმელის, ენდი ქეროლის ტრანსფერთან. ერთადერთი, რაზეც მხარეები ვერ თანხმდებიან, ინგლისელი ფეხბურთელის ფასია.

როგორც ცნობილი ხდება, ენდი ქეროლის ტრანსფერით თავად ანტონიო კონტე არის დაინტერესებული. რომან აბრამოვიჩი კი მზადაა, კონტეს ყოველი თხოვნა შეასრულოს, რათა ის მომავალ სეზონშიც დარჩეს ლონდონურ კლუბში.

ბრიტანული პრესის ცნობით, კონტეს სურს, ალვარო მორატას შესაფერისი კონკურენტი ჰყავდეს გუნდში და თვლის, რომ მიში ბატშუაიზე უკეთ ამ როლს სწორედ “ჩაქუჩების” ერთ-ერთი ლიდერ, ენდი ქეროლი შეასრულებს. ტრანსფერის თითქმის ყველა დეტალი შეთანხმებულია, ფასის გარდა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბატშუაის გადაბირების სურვილს ესპანური “სევილიას” ხელმძღვანელები გამოთქვამენ.

“ვესტ ჰემმა” ჩიჩარიტოს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაყიდვა გადაწყვიტა

“ვესტ ჰემის” ხელმძღვანელები მზად არიან, გუნდის მექსიკელ შემტევს, ხავიერ ერნანდეს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეელიონ. ამ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.

როგორც იცით ჩიჩარიტო ლონდონელთა რიგებს გასულ ზაფხულს შეუერთდა და მის ტრანსფერში “ჩაქუჩებმა” 16 მილიონი ევრო გადაუხადეს “ბაიერ ლევერკუზენს”. თუმცა, ამ უკანასკნელმა იმედები ვერ გაამართლა და პრემიერ ლიგის 21 მატჩში მხოლოდ 4 გატანილი გოლით შეძლო თავის გამოჩენა.

გარდა ამისა, ცნობილი ხდება ისიც, რომ ჩიჩარიტოს სათამაშო სტილი დიდ მოწონებას ვერ იმსახურებს “ვესტ ჰემის” ხელმძღვანელთა შორის და ატიტომაც, ჩიჩარიტოსა და “ჩაქუჩების” გზების გაყრა საუკეთესო ვარიანტია ორივე მხარისთვის.

“ჩელსი” ენდი ქეროლისა და როს ბარკლის ტრანსფერებს უახლოვდება

ლონდონის “ჩელსის” საუკეთესო აგენტები წარმატებით აწარმოებენ მოლაპარაკებებს როს ბარკლისა და “ევერტონის” წარმომადგენლებთან. ამასთანავე, წინ მიიწევს ენდი ქეროლის ტრანსფერის საქმეც.

Daily Mail-ის ცნობით, “არისტოკრატებს” ზაფხულშიც შეეძლოთ ბარკლის ტრანსფერის გახორციელება, მაგრამ ამ უკანასკნელის ტრავმიანობამ ტრანსფერი ჩაშალა. ახლა კი ყველაფერი რიგზეა და საკმაოდ დიდია შანსი, რომ “ჩელსი” 24 წლის ფეხბურთელით ზამთარშივე გაძლიერდეს.

როგორც ცნობილი ხდება, ენდი ქეროლის ტრანსფერი თავად ანოტნიო კონტემ მოითხოვა, რომელიც უკმაყოფილოა ალვარო მორატას ბოლოდროინდელი ასპარეზობით. მართალია, ქეროლს საკმაოდ სერიოზული ტრავმა ჰქონდა, მაგრამ წარმატებულად დატოვა და “ვესტ ბრომვიჩს” ორი უმნიშვნელოვანესი გოლიც გაუტანა.

“ვესტ ჰემის” ფანს სამუდამო დისკვალიფიკაცია ელის

“ვესტ ჰემ იუნაიტედის” ხელმძღვანელები მზად არიან “ჩაქუჩების” ფანი, რომელიც ჯეკ ლივერმორის გარდაცვლილი შვილის მიმართ დამცინავი შეძახილების სკანდირებაში არის ბრალდებული, სამუდამო დისკვალიფიკაციით დასაჯონ.

შემთხვევა “ვესტ ჰემსა” და “ვესტ ბრომვიჩს” შორის სამშაბათს გამართული მატჩის (2-1) მიმდინარეობისას მოხდა. მას შემდეგ რაც ლივერმორი რობსონ-კანუმ შეხვედრის 64-ე წუთზე შეცვალა, ჯეკი მასპინძელ გულშემატკივართა ტრიბუნისკენ გაემართა.

არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც ნათლად ჩანს, როგორ დამცინავად იმეორებს “ვესტ ჰემის” გულშემატკივარი ლივერმორის გარდაცვლილი შვილის სახელს. ინგლისელი ფეხბურთელის ვაჟი 2014 წელს, დაბადებიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა – მის ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდებოდა. ვრცელდებოდა ხმები, რომ ამ ტრაგედიის შემდეგ ლივერმორი კოკაინსაც მოიხმარდა.

ლივერმორი, რომელიც მეტოქეთა ტრიბუნაში შევარდა, მალევე შეაჩერეს სტიუარდებმა და გასახდელში შეიყვანეს. ეს უკანასკნელი უარს ამბობს პოლიციაში განცხადების შეტანაზე.

დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებულია, თუმცა გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.