დიმიტრი პაიე “ლივერპულის” სამი ფეხბურთელის წინააღმდეგ (ვიდეო)

29 აგვისტოს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “ვესტ ჰემი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

მატჩის მიმდინარეობას, სტუმართა ნახევარმცველმა დიმიტრი პაიემ ერთ-ერთ ეპიზოდში შესანიშნავად ითამაშა.

“ვესტ ჰემის” მეკარემ კინაღამ “ლესტერის” ფეხბურთელი იმსხვერპლა (ვიდეო)

დღეს, პრემიერ ლიგის მეორე ტურში “ვესტ ჰემი” “ლესტერმა” 1-2 დაამარცხა.

მატჩის 90-ე წუთზე, ლონდონელთა მეკარე, ადრიანი ფეხბურთელთან საშინელი უხეშობისთვის გააძევეს.

პრემიერ ლიგა. პირველი ტურის სენსაცია “ემირეითსზე”, საბრძოლო ფრე ნიუკასლში

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პრემიერ ლიგის პირველი ტურის ორი მატჩი.

პირველი ლონდონში გაიმართა, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი გუნდები, “არსენალი” და “ვესტ ჰემი” დაუპირისპირდნენ. მასპინძლები პირველ ტაიმში საკმაოდ აქტიურად უტევდნენ, მაგრამ ტაიმის მიწურულს, პიტერ ჩეხის უპატიებელი შეცდომის ხარჯზე “ვესტ ჰემის” მცველმა, კოუიატემ ანგარიში გახსნა. არსენ ვენგერის შეგირდებმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს, თუმცა მეორე ნახევრის მე-12 წუთზე, სლავენ ბილიჩის არგენტინელმა შემტევმა, მაურო სარატემ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. საკუთარი “წვლილი” ამ გოლის გასვლაში კვლავ პიტერ ჩეხმა დაიდო. ესეც ასე, პრემიერ ლიგის პირველი ტურის სენსაცია პუბლიკამ “ემირეითსზე”, “ვესტ ჰემ იუნაიტედის” შესრულებით იხილა.

“არსენალი” 0-2 “ვესტ ჰემი”

გოლი: კოუიატე ’43, სარატე ’57

“არსენალი”: ჩეხი, მერტეზაკერი, კოშიელნი, დებუში(სანჩესი ’67), მონრეალი, კოკელენი(უოლკოტი ’58), კასორლა, რემსი, ჩემბერლენი, იოზილი, ჟირუ

“ვესტ ჰემი”: ადრიანი, რიდი, კრესველი, ტომკინსი, კუიატე, სარატე(ხარვისი ’63), სახო(მაიგა ’90), ნობლი, ოგბონა, პაიე, ოქსფორდი(ნოლანი ’79)

გაფრთხილება: მონრეალი – ნობლი, ოგბონა, ტომკინსი.


კვირის მეორე მატჩი, ნიუკასლში, “სენტ-ჯეიმს პარკზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ნიუკასლმა” “საუთჰემპტონს” უმასპინძლა. მთელი მატჩის მიმდინარეობისას სტივენ მაკლარენის შეგირდები ბურთს ფლობდნენ, თუმცა რონალდ კუმანის ბიჭები ბურთის ხელში ჩაგდებისას უფრო მეტ მომენტს ქმნიდნენ და ტიმ კრულს აწუხებდნენ. საბოლოოდ, ორივე გუნდი ორ-ორი გოლით გამოირჩა და მატჩი საბრძოლო ფრის ფონზე დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მატჩში გოლი გაიტანა “კაჭკაჭთა” დებიუტანმა, ჯორჯო ვინალდუმმა.

“ნიუკასლი” 2-2 “საუთჰემპტონი”

გოლი სისე ’42, ვინალდუმი ’48 – პელე ’24, ლონგი ’79’

როგორი გოლი გაუტანეს “ვესტ ჰემს” ევროპის ლიგაზე (ვიდეო)

30 ივლისს, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “ვესტ ჰემმა” საკუთარ მოედანზე რუმინული “ასტრა” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა.

მატჩის 71-ე წუთზე, ფერნანდო ბოლდრინმა ინგლისელთა კარში ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა და ანგარიში 2:1 გახადა.

ჩიჩარიტო „ვესტ ჰემში“?

როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა „დეილი მეილი“ წერს, „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა უახლოეს დროში „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელთან ჩიჩარიტოსთან მოლაპარაკებას დაიწყებს და მექსიკელ ფეხბურთელის ლონდონში გადასვლაში დარწმუნებას შეეცდება.

წყაროს ვარაუდიოთ, „წითელი ეშმაკები“ ჩიჩარიტოს სანაცვლოდ 11 მილიონ ევროს მოითხოვენ. „ვესტ ჰემის“ გარდა, ჩიჩარიტოთი ასევე „რომას“, „გალათასარაისა“ და „ბეშიქთაშის“ ბოსები ინტერესდებიან.

იმ შემთხვევაში, თუ ლონდონელები ჩიჩარიტოს გადაბირებას ვერ მოახერხებენ, ისინი მატია დესტროს ტრანსფერზე მუშაობას დაიწყებენ.

ცნობისთვის, განვლილ სეზონში მექსიკელმა იჯარით მადრიდის „რეალში“ ითამაშა.

არბელოა, შესაძლოა, „ვესტ ჰემში“ გადავიდეს

მადრიდის „რეალის“ მცველი ალვარო არბელოა, შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა AS-ი წერს, არბელოას შეძენის სურვილი „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობას გაუჩნდა. ამავდროულად, წყაროს ვარაუდით, თავად არბელოას მადრიდულ გრანდში დარჩენა სურს.

შეგახსენებთ, რომ არბელოას ინგლისში 2007-2009 წლებში უთამაშია – ამ პერიოდში ის „ლივერპულის“ ღირსებას იცავდა.

პაიე ხუთშაბათს „ვესტ ჰემში“ უნდა გადავიდეს

„ვესტ ჰემ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა „მარსელს“ ნახევარმცველი დიმიტრი პაიეს კლოტნრაქტთან დაკავშრებით შეუთანხმდა. ამის შესახებ ცნობილი ფრანგული გამოცემა „L’Équipe.“ წერს.

წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელი ლონდში ხუთშაბათს ჩავა და სამედიცინო შემოწმებსაც ამ დღეს გაივლის. რაც შეეხება მისი შესაძლო ტრანფერის ფასს, ის 15 მილიონ ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, „ვესტ ჰემს“ პაიეში 14 მილიონი უნდა გადაეხადა.

 

“არსენალს” ჯენკინსონთან გახანგრძლივება სურს

ლონდონის “არსენალი” 23 წლის მცველთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს, თუმცა შემეგ მის განათხოვრებას ფიქრობს.

გასულ სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელი იჯარის წესით “ვესტ ჰემში” ასპარეზობდა და გუნდის ძირითად მოთამაშეთაც იქცა.

დიდი ალბათობით მომდევნო სეზონს ის ახალ გუნდში დაიწყებს. გავრცელებული ინფორმაციით, ჯენკინსონის მიმართ ინტერესს 4 კლუბი იჩენს.

ბილიჩს “ვესტ ჰემში” ოსტინი სურს

“ვესტ ჰემის” ახალ მწვრთნელს, ჩარლი ოსტინს თავდასხმის გაძლიერება ჩარლი ოსტინით სურს.

პრემიერ ლიგის დასრულებულ გათამაშებაში 25 წლის შემტევმა 18 გოლის გატანა შეძლო.

როგორც იცით, მისი ქპრ პემიერ ლიგას დაემშვიდობა, თუმცა თავად ოსტინს ჩემპიონშიპში თამაშის ძალიან მცირე შანსი აქვს. “ვესტ ჰემის” გარდა მის მიმართ ინტერესს რამდენიმე კლუბი იჩენს.

 

„ვესტ ჰემი“ პაიეში თოთხმეტ მილიონს იხდის

„ვესტ ჰემმა“ „მარსელის“ ხელმძღვნალეობას ნახევარმცველ დიმიტრი პაიეს ტრანსფერთან დაკავშირებით უკეთესი წინადადებით მიმართა.

ლონდონური კლუბი შუახაზელის სანაცვლოდ 14 მილიონი ფუნტის გადასახდელად მზად არის.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ფრანგულმა კლუბმა ინგლისელები უარით გაისტუმრა, როდესაც მათ პაიეში 12 მილიონი ფუნტის გადახდა ისურვეს.

 

„ვესტ ჰემმა“ ახალი სეზონის სათამაშო ფორმა წარადგინა (სურათი)

„ვესტ ჰემ იუნაიტედმა“ 2015/16 წლების სეზონის სათამაშო ფორმა წარადგინა.

ახალი ფორმა იმ ეკიპირების დიზაინზეა დაფუძნებული, რომელიც გუნდს 1904 წელს ჰქონდა, როდესაც ლონდონურმა კლუბმა სტადიონ „ბოლეინ გრაუნდზე“ თავისი პირველი სეზონი ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ 2015/16 წლების სეზონი ბოლო იქნება, რომელსაც გუნდი თავის ისტორიულ სტადიონზე ჩაატარებს. ამის შემდეგ „ვესტ ჰემი“ საშინაო შეხვედრებს ოლიმპიურ სტადიონზე გამართავს.

tp

„ვესტ ჰემის“ მფლობელს ობიანგი ოგბონაში შეეშალა

„ვესტ ჰემ იუნაიტედის“ ერთ-ერთმა მფლობელი დევიდ გოლდი კლუბის ახალწვეულ პედრო მბა ობიანგს, რომელიც ლონდონელებს „სამპდორიადან“ შეუერთდა, ორიგინალურად მიესალმა.

თავისი „ტვიტერის“ გვერდზე ბიზნესმენმა ობიანგი „იუვენტუსის“ მცველად ანჟელო ოგბონად მოიხსენია.მოგვიანებით გოლდმა აღნიშნული პოსტი თავისი მიკრობლოგიდან წაშალა.

1429886734_687013325