ანდრე შურლე, შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

საკმაოდ გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, The Guardian-ის ცნობების მიხედვით, ლონდონური “ვესტ ჰემის” ხელმძღვანელებს გუნდის შეტევითი პოტენციალის გაძლიერება სურთ და ამ მიზნით ანდრე შურლეს ტრანსფერის გახორციელებას გეგმავენ.

27 წლის ფეხბურთელს აქამდეც არაერთხელ უწინასწარმეტყველებდნენ დორტმუნდის “ბორუსიას” დატოვებას, სადაც ის სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდის. გერმანელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 8-ჯერ მოირგო “ბორუსიას” მაისური ოფიციალურ შეხვედრაში.

შურლეს უკვე აქვს ინგლისის პრემიერ ლიგაში თამაშის საკმაოდ კარგი გამოცდილება – ეს უკანასკნელი 2013-15 წლებში ლონდონის “ჩელსის” ღირსებას იცავდა. “არისტოკრატთა” მაისურით ჩატარებულ 44 მატჩში მან 11 გოლისა და 2 საგოლე გადაცემის ჩაწერა შეძლო აქტივში.

დორტმუნდის “ბორუსიას” შურლე 2016 წლის ზაფხულში შეუერთდა “ვოლფსბურგიდან”. მხარეებს შორის არსებულ კონტრაქტს კი ვადა 2020/21 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება.

ზუმას ტრავმა არც ისე მარტივია – ფრანგი “ვესტ ჰემთან” იუქმებს

ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელმა, კურტ ზუმამ, რომელიც ამჟამად “სტოკ სიტიშია”, პრემიერ ლიგის მეჩვიდმეტე ტურში,”ბარნლის” წინააღმდეგ, მუხლის ქვედა მყესის ტრავმა მიიღო. მინიმალური ანგარიშით წაგებული დაპრისიპირების შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა, მარკ ჰიუზმა განაცხადა, რომ ფრანგის დაზიანება არც ისე სერიოზული იყო და ის უიქენდზე გუნდს დაუბრუნდებოდა.

როგორც ირკვევა, უელსელი სპეციალისტი მართალი არ აღმოჩნდა. 23 წლის ცენტარლური მცველი ლაზარეთში კიდევ რამდენიმე დღე დარჩება. რაც იმას ნიშნავს, რომ იგი “სტოკს” ინგლისის ჩემპიონატის მეთვრამეტე ტურში (16 დეკემბერს), “ვესთ ჰემის” წინააღმდეგ მატჩში ვერ დაეხმარება.

“სამწუხაროდ, კურტი ამ უიქენდზე ჩვენთან არ იქნება. იმედგაცრუებულები ვართ, თუმცა ფაქტს თვალი უნდა გავუსწოროთ. თუმცა, კარგი ამბავი ისაა, რომ დაზიანება ხანგრძლივი არაა და, დიდი ალბათობით, ზუმა მომავალ კვირაში დაბრუნდება,” – აცხადებს ჰიუზი.

ჩიჩარიტო ტრავმირებულია

“ვესტ ჰემ იუნაიტედის” თავდამსხმელი, ხავიერ ჰერნანდესი ტრავმირებულია. მან ეს ტრავმა გუშინდელ ახმანაგურ შეხვედრაში მიიღო, სადაც მექსიკა ბელგიას დაუპირისპირდა და მეტოქესთან ფრე, 3-3 ითამაშა.

ჰერნანდესს მოედნის დატოვება 51-ე წუთზე მოუწია. მან ამ მომენტში თერთმეტმეტრიანის მოპოვება შეძლო, თუმცა ბარძაყზე დაზიანება მიიღო. საგულისხმოა, რომ ეს არც ისე იღბლიანი შეხვედრა მისთვის ეროვნულ ნაკრებში რიგირთ მეასე იყო.

აქვე გეტყვით, რომ მექსიკელი გამოტოვებს ამხანაგურ თამაშს პოლონეთთან და, დიდი ალბათობით, პრემიერ ლიგის მომდევნო მატჩს “უოტფორდთან”

ოფიციალურად: “ვესტ ჰემი” დევიდ მოიესს ჩააბარეს

“ვესტ ჰემის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, დავიდ მოიესმა ლონდონურ კლუბთან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და დღეიდან კლუბის მთავარი მწვრთნელის სავარძელს სწორედ ის დაესაკუთრება.

ჯერჯერობით კონტრაქტის დამატებითი დეტალები უცნობია, მაგრამ ინგლისური წყაროები ირწმუნებიან, რომ “ჩაქუჩებმა” 54 წლის შოტლანდიელ სპეციალისტთან 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

შეგახსენებთ, რომ მოიესამდე “ვესტ ჰემის” თავკაცის პოსტს სლავენ ბილიჩი იკავებდა, რომელიც ნაჩვენები არასახარბიელო შედეგები განმო იქნა განთავისუფლებული.

რაც შეეხება მოიესს, რომელმაც მე-19 პოზიციაზე მყოფი გუნდი ჩაიბარა (9 ქულაა მათ აქტივში), მას “სანდერლენდში”, “მანჩესტერ იუნაიტედში”, “ევერტონსა” და “რეალ სოსიდადში” მუშაობის გამოცდილება აქვს.

“ვესტ ჰემი” სლავენ ბილიჩის დათხოვნას აპირებს

“ვესტ ჰემის” ხელმძღვანელები უკმაყოფილონი არიან კლუბის ბოლოდროინდელი ასპარეზობით და მზად არიან, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სლავენ ბილიჩი დაითხოვონ.

ESPN-ის მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, “ჩაქუჩები” ამჟამად დევიდ მოიესთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს და შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, შოტლანდიელი სპეციალისტი გუნდს სათავეში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარამდე ჩაუდგება.

ბრიტანული პრესის ცნობით, “ოლიმპიურ სტადიონზე”, “ლივერპულთან” წაგებული მატჩი (4-1) ბოლო წვეთი იყო ლონდონური კლუბის ხელმძღვანელებისთვის.

ცნობისთვის გეტყვით იმაასც, რომ პრემიერ ლიგის 2017/18 წლების საწყისი 11 ტურის შემდეგ “ვესტ ჰემი” მე-17 პოზიციაზე იმყოფება და გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულა აშორებს.

“ლივერპულმა” გასვლაზე “ვესტ ჰემი” გაანადგურა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მეთერთმეტე ტურში იურგენ კლოპის “ლივერპული” “ვესტ ჰემთან” ურთიერთობის გასარკვევად ლონდონში, “ოლიმპიურ სტადიონზე” ჩავიდა და ადგილობრივები სამბურთიანი სხვაობით, 1-4 დაამარცხა.

მართალია, საწყის წუთებში “ჩაქუჩები” საკმაოდ მწვავედ უტევდნენ სტუმრებს, მაგრამ ანგარიშის გახსნა “წითლებმა” მოახერხეს – 21-ე წუთზე სალაჰმა მანეს პასი გოლად აქცია, 24-ე წუთზე კი მატიპმა ორამდე გაზარდა სხვაობა. ლანცინიმ 55-ე წუთზე გაიტანა, თუმცა ჩემბერლინმა (56′) და სალაჰმა (75′) მალევე დაუმშვიდეს გულები მერსესაიდელ გულშემატკივრებს.

ამ დროისთვის იურგენ კლოპის გუნდი 19 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს და მომდევნო ტურში “საუთჰემპტონს” მიიღებს, “ვესტ ჰემი” კი გასავარდნი ზონაში მოხვედრის საშიშროების წინ დგას.


“ვესტ ჰემი”: ჯო ჰარტი; ოგბონა, კუიატე, რაიდი; კრესველი, ნოუბლი (არნაუტოვიჩი 62′), ლანცინი, ობიანგი, ფერნანდეში (ენდი ქეროლი 45′) ჩიჩარიტო, ანდრე აიუ

მთავარი მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

“ლივერპული”: სიმონ მინოლე; გომესი, მატიპი, კლავანი, მორენო; ოქსლეიდ-ჩემბერლინი (ლოვრენი 88′), ჯანი, ვეინალდუმი; სალაჰი, ფირმინო (სოლანკე 89′), სადიო მანე (მილნერი 77′)

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი


რა მოხდა მაშინ, როდესაც მარკ ნობლმა გულშემატკივარს მაისური უსახსოვრა (ვიდეო)

გუშინ ინგლისის 1/8 ფინალში “ვესტ ჰემმა” “ტოტენჰემი” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა (2-3).

შეხვედრის დასრულების შემდეგ “ვესტ ჰემის” ფეხბურთელები გახარებულ გულშემატკივრებთან მადლობის სათქმელად მივიდნენ. ამ მომენტში ლონდონელთა კაპიტანმა, მარკ ნობლმა გადაწყვიტა, რომ მაისური ერთ-ერთი ფანისთვის ეჩუქებინა, რასაც მხარდამჭერებს შორის გაუგებრობა მოჰყვა.

იხილეთ ვიდეო

მანჩინი შესაძლოა, პრემიერ ლიგას ზამთარში დაუბრუნდეს

“ვესტ ჰემ იუნაიტედის” ხელმძღვანელები ძალზედ უკმაყოფილონი არიან “ჩაქუჩების” მიერ წლევანდელ სეზონში ნაჩვენები შედეგებით და მზად არიან, სასურველი შედეგის მისაღწევად გუნდიდან სლავენ ბილიჩიც გაუშვან.

ბრიტანული Daily Mirror-ის ცნობით, ლონდონელები უკვე განიხილავენ ხორვატი სპეციალისტის პოტენციურ შემცვლელთა კანდიდატურებს, რომელიც ამ დროისთვის “ზენიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობს.

იმ შემთხვევაში, თუ “ვესტ ჰემი” რობერტო მანჩინის გადაბირებას ვერ მოახერხებს, “ჩაქუჩები” “ბარნლის” თავკაცთან, შონ დაიშთან და “რედინგის” დამრიგებელთან, იაპ სტამთან წამოიწყებენ მოლაპარაკებებს.

რაც შეეხება კლუბის უშუალო მდგომარეობას, ლონდონელები სატურნირო ცხრილის მე-17 პოზიციას იკავებენ 9 მატჩში დაგროვებული 8 ქულის წყალობით.

სლავენ ბილიჩი: “ჰარტი მეტს იმსახურებს”

“ვესტ ჰემის” მთავარი მწვრთნელი, სლავენ ბილიჩი თვლის, რომ გულშემატკივრები ჯო ჰარტს ხშირ შემთხვევაში უსაფუძვლოდ აკრიტიკებენ და რომ ინგლისელი მეკარე გაცილებით მეტ პატივისცემას იმსახურებს.

“ვფიქრობ, ხალხი მას სათანადოდ არ აფასებს. სლოვენიასთან გამართული მატჩი ვნახე, ჯო ჰარტი საუკეთესო იყო იმ თამაშში. თუმცა კომენტატორი მსგავსად ნამდვილად არ ფიქრობდა.

ამბობთ პენალტი იყოო, როცა არ ყოფილა (ჯო ჰარტის კართან). ეს რომ სხვა მეკარე ყოფილიყო, სხვას რომ ეთამაშა ასე არავინ იტყოდა, რომ თერთმეტმეტრიანი უნდა დანიშნულიყო. ასეთი გრძნობა მეუფლება ამ ყველაფრის შემხედვარე, ის მეტს იმსახურებს.

ვფიქრობ, ის ადვილი სამიზნეა ყველასთვის. სინამდვილეში, მშვენიერი პიროვნებაა და არავის ხელს არ უშლის. ვაფასებ, რომ ყველაფერს ღირსეულად ხვდება, ის ნამდვილი პროფესიონალია,” – აცხადებს ხორვატი სპეციალისტი.

ჩიჩარიტო: “ეს ყველაფერი ტყუილია”

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და მადრიდის “რეალის” ყოფილმა ცენტრფორვარდმა, ხავიერ ერნანდესმა სოციალურ ქსელში საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

ის twitter-ზე “ვესტ ჰემის” პოსტს გამოეხმაურა, სადაც მისმა ამჟამინდელმა კლუბმა ესპანური მედიის ცნობა გაავრცელა, თითქოს, ჩიჩარიტოს ლა ლიგაში დაბრუნება სურდა, ამის მიზეზი კი, მეგობარ გოგონასთან ახლოს ყოფნა დასახელდა. ამასთან დაკავშირებით, მექსიკელმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა: “ეს ყველაფერი ტყუილია, მე ძალიან ბედნიერი ვარ “ვესტ ჰემში.” – წერს ერნანდესი.

“ვესტ ჰემის” მფლობელები სლავენ ბილიჩის გაშვებაზე დაფიქრდნენ

“ვესტ ჰემის” მთავარი მწვრთნელი, სლავენ ბილიჩი კლუბის თანამფლობელთან, დავიდ სალივანთან აწარმოებს მოლაპარაკებებს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციას Goal.Com ავრცელებს.

როგორც იცით, ახალი სეზონის სამი ტურიც საკმარისი იყო, რომ ხორვატი სპეციალისტი წარმოუდგენელი ზეწოლის ქვეშ აღმოჩენილიყო – ამ დროისთვის “ჩაქუჩები” ცხრილის ფსკერზე ტივტივებენ.

კვირას, “ნიუკასლთან” განცდილი დასანანი მარცხის (3-0) შემდეგ, ბილიჩმა განაცხადა: “ყველა გუნდს აქვს ცუდი და კარგი პერიოდები, მაგრამ ეს ცოტა განსხვავებული სიტუაციაა.

მე გუნდის თავკაცი ვარ და ჩემი მოვალეობაა, რომ მათი მჯეროდეს. ცუდ პერიოდებში კიდევ უფრო მეტად ვაანალიზებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩემი სამუშაო.”

სოფიან ფეგული “ვესტ ჰემიდან” წავიდა

თურქული “გალათასარაის” ხელმძღვანელები ოფიციალურად ადასტურებენ “ვესტ ჰემის” კუთვნილებაში მყოფი სოფიან ფეგულის ტრანსფერს. ტრანსფერის ფასად კი 4.25 მილიონი ევრო სახელდება.

როგორც იცით, ფეგული “ჩაქუჩების” რიგებში გასულ სეზონში ჩაირიცხა. ის ლონდონში “ვალენსიადან” გადაბარგდა და სლავენ ბილიჩთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ასე რომ, ფეგულიმ თურქულ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და მათი რიგით მეშვიდე შენაძენი გახდა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.

სავარაუდოდ, ფეგულის ვილიამ კარვალიო შეცვლის, რომლის სანაცვლოდაც ინგლისელები რეკორდული თანხის, 30 მილიონი ევროს გადახდას გეგმავენ.