Mirror: “ვესტ ჰემი” ფაბრეგასის გადაბირებას ცდილობს

Mirror-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, ლონდონური “ვესტ ჰემის” ხელმძღვანელები “ჩელსის” ესპანელი ნახევარმცველის, ცესკ ფაბრეგასის გარშემო არსებულ სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან.

შეგახსენებთ, რომ ახალ სეზონი ფაბრეგასისთვის არც ისე კარგად დაიწყო – პრემიერ ლიგის პირველი 5 მატჩიდან არცერთი მათგანი არ დაუწყია “არსენალის” ექს-შემტევს სასტარტო შემადგენლობიდან, რაც უიმედობის მიზეზს აშკარად იძლევა.

თუმცა, ბოლო დროს სიტუაცია მის სასიკეთოდ წარიმართა, კერძოდ კი მას შემდეგ, რაც ინგლისის თასის ეგიდით გამართულ მატჩში ესპანელმა “ლესტერის” კარში დუბლის გაფორმება მოახერხა.

სლავენ ბილიჩი: “არბელოა ჩვენთვის ბრწყინვალე ვარიანტი იყო”

“ვესტ ჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, სლავენ ბილიჩმა ალვარო არბელოას ტრანსფერზე ისაუბრა, რომელიც გასული სეზონის ბოლოს გამოემშვიდობა მადრიდულ “რეალს”.

“მისი სივი უმაღლესი დონისაა, ამაში ეჭვი არავის ეპარება. არბელოას “ლივერპულის” რიგებშიც აქვს ნათამაშები, რაც იმას ნიშნავს, რომ ინგლისური ფეხბურთი მისთვის ნაცნობია.

მან “რეალში” 10 წელი დაჰყო და ყველაფერი მოიგო. ჩვენ მისი პოზიციის გაძლიერება ძალიან გვჭირდებოდა და სწორედ ამ დროს გამოჩნდა ისიც. არბელოა ჩვენთვის უნაკლო ვარიანტი იყო.

როგორც ყველა, ჩვენც ვუყურებდით “რეალის” თამაშებს. ის დიდებული პროფესიონალია, ფეხბურთელი უდიდესი გამოცდილებით.”

კუიატე “ვესტ ჰემთან” ერთად ჩემპიონთა ლიგაზე აპირებს თამაშს

შეიკუ კუიატე თვლის, რომ ახალ სტადიონზე გადასვლა “ვესტ ჰემისათვის” გარდამტეხი მომენტი იქნება და რომ ისინი უახლოეს მომავალში ჩემპიონთა ლიგაზეც შეძლებენ ასპარეზობას.

“ფეხბურთის თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი, “ვესტ ჰემშიც” ამიტომ მოვედი. ჩემი მიზანი გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია.

ლიგაზე “ანდერლეხტის” მაისურით მაქვს ნათამაშები, ამით უდიდესი გამოცდილება მივიღე. მინდა ეს გამოცდილება “ვესტ ჰემსაც” გავუზიარო.” – განაცხადა ლონდონელთა ახალწვეულმა.

შეგახსენებთ, რომ ახალ სტადიონზე პირველი გოლი სწორედ კუიატემ გაიტანა. მან ამ გრძნობაზეც ისაუბრა:”ძალიან ბედნიერი ვარ, რომ “დომსალეს” კარში ორი გოლის გატანა მოვახერხე. ამ მომენტს ვერასოდეს ვერ დავივიწყებ. შვილები რომ მყავდეს, მათ ამის შესახებ აუცილებლად მოვუყვებოდი.

პრემიერ ლიგა: პეპის “სიტი” კვლავ იგებს და კვლავ უშვებს (ვიდეო)

ახლახან დასრულდა პრემიერ ლიგის მესამე ტურის ბოლო მატჩი, სადაც ერთმანეთს პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტი” და სლავენ ბილიჩის “ვესტ ჰემ იუნაიტედი” დაუპირისპირდნენ.

მატჩი მასპინძელთა სრული უპირატესობით დაიწყო – მე-7 წუთზე ნოლიტოს პასი რაჰიმ სტერლინგმა გამოიყენა, რასაც ათიოდე წუთში ფერნანდინიოს მიერ გატანილი გოლი მოჰყვა.

თუმცა, შესანიშნავ სტარტს “ქალაქელებმა” შესაფერისი გაგრძელება ვერ მოუპოვეს. აღსანიშნავია, რომ “ჩაქუჩებმა” მთლიანად მატჩში 2-ჯერ დაარტყეს კარის მიმართულებით და გოლი მაინც გაიტანეს – თავი ანტონიომ გამოიჩინა.

საბოლოო ჯამში კი, მატჩს წერტილი რაჰიმ სტერლინგმა დაუსვა – 3:1. ამ მატჩის შემდეგ, “სიტი” 9 ქულით პირველ პოზიციას იკავებს, “ვესტ ჰემი” კი 3 ქულით – მე-12-ს.

ოფიციალურად: ძაძა საკუთარ ძალებს პრემიერ ლიგაშიც გამოცდის

“ვესტ ჰემის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, “ჩაქუჩებმა” “იუვენტუსის” იტალიელი თავდამსხმელი, სიმონე ძაძა ინათხოვრეს.

ახლადგაფორმებულ კონტრაქტში შეტანილია პუნქტი, რომლის თანახმადაც სლავენ ბილიჩს ძაძას გამოსყიდვა 20 მილიონ ევროდ შეეძლებათ. თუმცა, ამ პუნქტის გააქტიურება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ძაძა პრემიერ ლიგის გარკვეული რაოდენობის მატჩებში მიიღებს მონაწილეობას.

ცნობისათვის გეტყვით იმასაც, რომ ძაძა ბილიჩის რიგით მე-11 შენაძენია მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.

“ვესტ ჰემი”: ანდრე აიუ 4 თვეს იუქმებს

“ვესტ ჰემის” ახალწვეული ანდრე აიუ 4 თვეს გაატარებს მოედნის ფარგლებს მიღმა. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ ვინგერი – რომელშიც “ჩაქუჩებმა” 20.5 მილიონი ფუნტი გადაუხადეს “სუონსის” – “ჩელსისთან” გამართული მატჩის პირველივე ტაიმში დაშავდა. სამედიცინო გამოკვლევებმა კი აჩვენა, რომ საქმე საკმაოდ სერიოზულ ტრავმასთან გვაქვს, აიუს მუხლის მყესები აქვს გაწყვეტილი.

სლავენ ბილიჩი: “კოშტა მანამდე უნდა გაეგდოთ მოედნიდან, სანამ გამარჯვების გოლს გაიტანდა”

“ვესტ ჰემის” მთავარმა მწვრთნელმა “ჩელსისთან”, “სტემფორდ ბრიჯზე” წაგებული მატჩის შემდეგ, მსაჯების მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ კოშტა მოედნიდან მანამდე უნდა გაეძევებინათ, სანამ ის გამარჯვების გოლის გატანას შეძლებდა.

“დიეგო კოშტა უკვე იყო გაფრთხილებული და როდესაც ასეთი ფეხბურთელი მეკარეზე შეტევას განახორციელებს, მან 10-დან 9 შემთხვევაში წითელი ბარათი უნდა მიიღოს.

ჩვენდა საუბედუროდ, ეს ის მეათე შემთხვევა გამოდგა. მაგრამ, მე თამაშზე საუბარი უფრო მინდა, ვიდრე დიეგო კოშტაზე.

თამაშში დაბრუნება მოვახერხეთ, კარგად ვთამაშობდით, თუმცა შემდგომ შეცდომა დავუშვით. კოშტას მოქმედებაზე უფრო მეტად ამ გოლმა გამაღიზიანა. იმედგაცრუებული ვარ.”

“ვესტ ჰემმა” მესამე, ღირსახსოვარი ფორმის პრეზენტაცია მოახდინა (ფოტო)

“ვესტ ჰემმა” ახალი, რიგით მესამე ფორმის პრეზენტაცია მოახდინა. ფორმა, რომელსაც “ჩაქუჩები” 2016/17 წლების სეზონის სათასო დაპირისპირებაში მოირგებენ, რომელიც რკინის გადამამუშავებელი ქარხნის მუშების თემატიკაზეა “შეკერილი”.

აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ ასეთი იყო ინგლისური კლუბის პირველი ფორმა. ასე რომ, სწორედ ამ ფორმას მოირგებენ სლავენ ბილიჩის მოწაფეები “ოლიმპიურ სტადიონზე” გასამართ პირველ მატჩში.

მერტესაკერი სეზონის სტარტს გამოტოვებს; ვინ შეცვლის მას – 10 ვარიანტი (ფოტოები)

რამდენიმე დღის წინ ლონდონის “არსენალმა” საფრანგეთში ადგილობრივ “ლენსთან” გამართა შეხვედრა. მატჩში პერ მერტესაკერმა ტრავმა მიიღო. გაირკვა, რომ მისი დაზიანება იმდენად მძიმეა, რომ რამდენიმე თვის გამოტოვება მოუწევს.

არსენ ვენგერმა უკვა დაიწყო გერმანელი მცველის შემცვლელის ძებნა. ინტერნეტში ვრცელდება იმ მცველების ფოტოები, რომლებიც შესაძლოა “არსენალში” აღმოჩნდნენ ამ სატრანსფერო ფანჯარაზე.

ანტონიო რუდიგერი – 23 წლის; “რომა”

ჯონ სტოუნსი – 22 წლის; “ევერტონი”

ვირჯილ ვან დეიკი – 25 წლის; “საუთჰემპტონი”

უინსტონ რეიდი – 28 წლის; “ვესტ ჰემ იუნაიტედი”

კალიდუ კულიბალი – 25 წლის; “ნაპოლი”

ჯონათან ტაჰი – 20 წლის; “ბაიერი”

სტეფან დე ვრინი – 24 წლის; “ლაციო”

ხავი მარტინესი – 27 წლის; “ბაიერნი”

ტომას ვერმაელენი – 30 წლის; “ბარსელონა”

მამადუ სახო – 26 წლის; “ლივერპული”

“მილანმა” ოფიციალური თანხმობა განაცხადა ბაკას გაშვებაზე

დიდი ხანია იწერება იმაზე, რომ “ვესტ ჰემი” სერიოზულად არის დაინტერესებული “მილანის” ფეხბურთელით, კარლოს ბაკათი…

სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც იტალიური კლუბის ხელმძღვანელობა დათანხმდა 29 წლის სპორტსმენის გაშვებას. ეს ყოველივე “ვესტ ჰემის” მესვეურებმა დაადასტურეს. აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ თუ ბაკა თანახმა იქნება, ფაქტობრივად, ფორმალობაღა დარჩება იქამდე, რომ მან ინგლისური კლუბის ფორმა მოირგოს.

დაველოდოთ, რას გადაწყვეტს კოლუმბიელი…

მ’ბაიე ნიანგი: “მომავალ სეზონშიც “მილანში” ვიასპარეზებ”

ამ ზაფხულზე ბევრი დაიწერა იმის შესახებ, რომ “მილანის” ფეხბურთელით, მ’ბაიე ნიანგით რამდენიმე  ინგლისური გუნდი სერიოზულად ინტერესდებოდა. მათ შორის იყო “ევერტონი”, “ვესტ ჰემი” და “პრემიერ ლიგის” ჩემპიონი, “ლეტსერ სიტი”. სწორედ ეს უკანასკნელი სთავაზობდა “მილანს” 16 მილიონ ფუნტს, თუმცა…

დღეს ნიანგმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს: “მე აქ ვრჩები. იტალიაში ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა, რომ  “მილანთან” ერთად ბევრ წარმატებას მივაღწიო და ამ გუნდის შეუცვლელი ფიგურა ვიყო.”

“ვესტ ჰემმა” “მილანს” ბაკას სანაცვლოდ დიდი თანხა შესთავაზა

კარლოს ბაკამ გასულ სეზონში “მილანის” შემადგენლობაში 38 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა და რამდენიმე გუნდის ინტერესის არეალში მოექცა. მათ შორისაა “ვესტ ჰემი”, რომლის ხელმძღვანელობა ამ ზაფხულზე კლუბის სერიოზულ გაძლიერებას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას შემდეგ, რაც “ჩაქუჩებმა” ბატჩუაი დაკარგეს (ბელგიელმა “ჩელსის” მიაშურა), მათი მთავარი მიზანი ახლა სწორედ კოლუმბიელი ფორვარდის შეძენა გახდა. ინგლისელები 29 წლის მოთამაშეში 26 მილიონ ფუნტს ჩამოდიან და, რაც მთავარია, ისინი კარლოს ბაკას გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ. აქვე გეტყვით, რომ იტალიურ გუნდში კარლოსის ანაზღაურება კვირაში 60 000 ფუნტია.