ოფიციალურად: “ვესტ ჰემმა” “ვალენსიას” ახალგაზრდა ფორვარდი გაიფორმა

“ვესტ ჰემ იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ “ვალენსიას” 18 წლის თავდამსხმელის, ტონი მარტინესის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელმა, რომელმაც 2015 წელს ევროპის ჩემპიონატის მოგება მოახერხა, ინგლისურ კლუბთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ახალი შენაძენი “ჩაქუჩებს” დაახლოებით 3 მილიონი ევრო დაუჯდათ.

ინგლისელთა ოფიციალური მხარის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნახსენებია ისიც, რომ ახალგაზრდა ესპანელმა ბოლო 4 სეზონში 100 გოლზე მეტის გატანა შესძლო.

“ჩემთვის ეს უდიდესი შანსია, იმის დასამტკიცებლად, რომ წინსვლა შემიძლია. “ვესტ ჰემი” ძალზედ საინტერესო კლუბია.” – განაცხადა თავად ფეხბურთელმა.

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფანს სტადიონი აერია

“მანჩესტერ იუნაიტედი” ბოლო წლების მანძილზე არც ისე კარგ მდგომარეობაში იმყოფებიან, რაც ძირითადად დევიდ მოიესისა და ლუი ვან გაალის მოქმედებებით არის გამოწვეული.

თუმცა, ოთხშაბათს, “ვესტ ჰემთან” მოგებულმა მატჩმა “წითელ ეშმაკებს” იმედები დაუბრუნა – კლუბი ასოციაციის თასის ნახევარფინალურ ეტაპში გავიდა, სადაც მათ “ევერტონის” წინააღმდეგ მოუწევთ თამაში.

გუშინ ამ მატჩთან დაკავშირებით “მანჩესტერის” ერთ-ერთი ფანი კურიოზულ სიტუაციაში ჩავარდა: ინგლისური გრანდის გულშემატკივარი “ვესტ ჰემისა” და “მანჩესტერის” თამაშის საყურებლად მიდიოდა, თუმცა არა “ჩაქუჩების”, არამედ “ეშმაკების” სტადიონზე.

“ოლდ ტრაფორდისკენ” მიმავალ გზას მიუვყვები. ვიმედოვნებ, რომ “ვესტ ჰემს” დავამარცხებთ” – ვკითხულობთ მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

ამ უკანასკნელს გვიან, მაგრამ მაინც შეატყობინეს, რომ ლუის გუნდი გასვლაზე თამაშობდა:

ქეროლის ჰეთ-ტრიკმა “ვესტ ჰემს” ლონდონური დერბი ვერ მოაგებინა

დღეს, “ვესტ ჰემის” საშინაო არენაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართა. ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი “ვესტ ჰემი” და ჩემპიონობისთვის მებრძოლი “არსენალი” დაუპირისპირდნენ.

მატჩი “მეთოფეთა” აშკარა უპირატესობით დაიწყო, რაც უმალვე გარდაისახა იოზილისა და სანჩესის გოლებში (ორივე მათგანს აივობიმ გაუკეთა საგოლე გადაცემა).

ბევრს მატჩის დასასრული ეგონა ის, რაც საბოლოოდ დასაწყისი გამოდგა: მატჩის მიწურულს, ენდი ქეროლმა 3 წუთში ორი გოლის გატანა მოახერხა, რითიც თავის გუნდს უდიდესი ფსიქოლოგიური უპირატესობა მოუტანა.

მატჩის მეორე ნახევრის დაწყებიდან მალევე ქეროლმა ჰეთ-ტრიკი გაიფორმა. შემდგომში ძალიან ბევრი სახიფათო მომენტი შეიქმნა, თუმცა გოლის გატანა მხოლოდ ლორან კოშელნიმ შესძლო, 3-3.

ვესტ ჰემი: ადრიანი, რიდი, კრისუელი, ტომკინსი(ემენიკე ’46), ოგბონა, კოუიატე, ნობლი, პაიე, ლანცინი, ანტონიო, ქეროლი.

არსენალი: ოსპინა, პაულისტა, კოშელნი, მონრეალი, ბელერინი, იოზილი, სანჩესი, კოკლენი (რემზი 61′), ელნენი(ჟირუ 68′), აივობი, უელბეკი(უოლკოტი 82′).

“ვესტ ჰემის” მეკარემ ბურთი საკუთარი საჯარიმოდან წამოიღო და გოლი გაიტანა (ვიდეო)

28 მარტს, “ვესტ ჰემის” სტადიონზე კლუბის ყოფილ და მოქმედ ფეხბურთელებს შორის მარკ ნობლის საპატივცემულოდ ამხანაგური მატჩი გაიმართა.

შეხვედრის 27-ე წუთზე, “ვესტ ჰემის” მეკარემ, ადრიანმა ბურთი თავისი საჯარიმოდან წამოიღო და გოლის გატანა მოახერხა.

ბილიჩი: ” საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნება პაიეს ფსიქოლოგიურად დიდ დახმარებას გაუწევს”

სლავენ ბილიჩს იმედი აქვს, რომ დიმიტრი პაიეს ნაკრებში დაბრუნება დიდ ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევს, რაც შემდეგში მოედანზეც გამოჩნდება.

“ის ბედნიერია და თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენც ბედნიერები ვართ. პაიე ამას ნამდვილად იმსახურებს.” – განუცხადა ბილიჩმა Daily Mail-ის ჟურნალისტს.

“საფრანგეთის ნაკრებს წინ ორი ძალიან კარგი მატჩი ელის და იმედი მაქვს, რომ პაიე მათში მონაწილეობას შეძლებს. პაიეს უმაღლესი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელებთან ერთად მოუწევს ვარჯიში, რაც მის დონესაც აამაღლებს” – დაამატა ბილიჩმა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ პაიემ ეროვნული ნაკრების მაისუირთ 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთადერთხელ შესძლო გოლის გატანა – ბელგიასთან გამართულ ამხანაგურ მატჩში, რომელიც საფრანგეთმა 4-3 დათმო.

“ვესტ ჰემი” ედინ ჯეკოს გადაბირებას 20 მილიონად აპირებს

ინგლისური “ვესტ ჰემ იუნაიტედი” “რომას” ხელმძღვანელობასთან ედინ ჯეკოს ტრანსფერის თაობაზე აპირებს მოლაპარაკებას. ამ ინფორმაციას Brentwood Gazette ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ჯეკო იტალიაში ოქტომბერში გადაბარგდა ინგლისური “მანჩესტერ სიტიდან”. წლევანდელ სეზონში ჯეკომ 9 გოლის გატანა მოახერხა ყველა ტურნირში ერთად.

“მეთოფეები” და სლავენ ბილიჩი, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებასთან ახლოს არიან, შეტევის გაძლიერებას აპირებენ, შესაფერის კანდიდატურად კი სწორედ ბოსნიელ ფეხბურთელს მიიჩნევენ.

სლავენ ბილიჩი: “ზეწოლა? ეს “ვესტ ჰემისთვის” პრობლემა არ იქნება”

“ვესტ ჰემის” მთავარი მწვრთნელი, სლავენ ბილიჩი თვლის, რომ “ჩაქუჩებისთვის” მათზე არსებული ზეწოლა პრობლემა ნამდვილად არ იქნება. შეგახსენებთ, რომ “ვესტ ჰემს” ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაზე აქვს პრეტენზია.

“ეს უბრალოდ საფეხბურთო მატჩია. ფსიქოლოგიაც საფეხბურთო მატჩია, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობთ.

ოცდამეცხრე ტური “ჩელსისთან”, თუ რაც არის. ეს ჩვეულებრივი მატჩია სამი ქულისთვის და ნამდვილად არ ვთვლით, რომ რაიმე სახის ზეწოლა შეგვაფერხებს.

ზეწოლა არსებობს, თუმცა ასეთ სიტუაციაში ყოფნა გაცილებით უფრო კარგია, ვიდრე დარჩენისთვის ბრძოლა ან ცხრილის შუა ადგილისთვის ბრძოლა.” – განაცხადა ბილიჩმა, რომლის გუნდიც ამჟამად მეხუთე პოზიციაზე იმყოფება.

ბილიჩმა დაადასტურა, რომ “ჩაქუჩები” “გლადბახის” ნახევრმცველის გადაბირებას ცდილობენ

სლავენ ბილიჩმა დაადასტურა მისი ინტერესი მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” ნახევარმცველის, ჰოვარდ ნორტვეიტისადმი, რომლის გადაბირებით მათ გარდა კიდევ რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.

“ნორტვეიტის გადაბირებით ბევრი კლუბია დაინტერესებული. ისინი სიტუაციას აკვირდებიან. ” – განაცხადა მან “ჩელსისთან” გასამართ მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.

“ნორვეგიელის გადაბირება ჩვენც გვინდა.” – დაამატა სლავენ ბილიჩმა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

„ვესტ ჰემს“ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა შეუძლია“

„ტოტენჰემთან“ მოგების შემდეგ „ვესტ ჰემის“ მთავარ მწვრთნელ სლავენ ბილიჩს სჯერა, რომ მის გუნდს პრემიერლიგის ოთხეულში შესვლა და, შესაბამისად, ჩემპიონთა ლგიაზე გასვლა შეუძლია.

„ეს მიზანი რეალურია. ჩემპიონატის დასრულებამდე ათი ტურით ადრე მეოთხე ადგილს მხოლოდ ერთი ქულით ჩამოვრთებით. შანსი გვაქვს, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, თუმცა უკანაც ვიხედებით, რადგან გუნდების მთელი რიგი მოგვსდევს. ჩვენსა და მეათე საფეხურზე მყოფ გუნდს შორის მცირე სხვაობაა“, – ციტირებს ხორვატს „სქაი სპორტსი“.

რასელ ბრენდმა სლავენ ბილიჩი კოცნით დაასაჩუქრა

როგორც იცით, სლავენ ბილიჩის “ვესტ ჰემმა” გუშინ კიდევ ერთუ იმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, რითიც 6-მატჩიანი მოგებათა სერია გააგრძელა.

“ტოტენჰემის” (1-0) დამარცხებით, “ჩაქუჩებმა” ყველასათვის ნათელი გახადეს, რომ მათ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვისაც შეუძლიათ ბრძოლა.

აღნიშნული მატჩის შემდგომ ზეიმი კარგა ხანს გაგრძელდა. “ვესტ ჰემის” ცნობილმა ფანმა, რასელ ბრენდმა სერბი სპეციალისტი ინტერვიუს ჩამორთმევის შემდგომ კოცნით დაასაჩუქრა.

“ვესტ ჰემმა” თვალი ჯონ ტერის დაადგა

Brentwood Gazzette-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ვესტ ჰემ იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ თვალი ლონდონის “ჩელსის” კაპიტანს, ჯონ ტერის დაადგა.

ჩაქუჩებს ჯონ ტერის გადაბირება, რომელსაც კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, ზაფხულში სურთ. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ინგლისელი მცველი კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზეც აწარმოებს მოლაპარაკებებს.

როგორც იცით, სლავენ ბილიჩის გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს უმიზნებს. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ასპარეზობაში კი ისეთი გამოცდილი ფეხბურთელი, როგორიც ტერია ძალიან საჭირო იქნება “ჩაქუჩებისათვის”.

ბილიჩი: “ბუნებრივია, რომ პაიესადმი ინტერესი არსებობს”

“ვესტ ჰემ იუნაიტედის” თავკაცის, სლავენ ბილიჩის ცნობით, დიმიტრი პაიე, რომლითაც ჩინური კლუბები ინტერესდებიან, ინგლისურ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.

“ვფიქრობ, რომ დიმიტრი პაიე კონტრაქტს უახლოეს მომავალში გაახანგრძლივებს. იმედია, ასეც მოხდება.

როდესაც ფეხბურთელი ისე თამაშობს, როგორც პაიე, მის მიმართ ყოველთვის იქნება ინტერესი. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ის შევინარჩუნოთ – ეს ორივე მხარეს სურს.” – განაცხადა ხორვატმა სპეციალისტმა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ პრემიერ ლიგაში “ჩაქუჩების” მომდევნო მეტოქე “ნორვიჩი” იქნება, რომელსაც 13 თებერვალს დაუპირისპირდება.