იოსი ბენაიუნმა კარიერა დაასრულა

იოსი ბენაიუნმა 38 წლის ასაკში მოთამაშის კარიერა დაასრულა.

ებრაელმა ფეხბურთელმა სახელი უმეტესწილად ინგლისის პრემიერლიგაში თამაშით გაითქვა, სადაც “ვესტ ჰემ იუნაიტედის”, “ლივერპულის”, ლონდონის “ჩელსის”, “არსენალისა” და “ქუინს პარკ რეინჯერსის” ღირსებას იცავდა. მან 2012-2013 წლების სეზონში “ჩელსისთან” ერთად ევროპის ლიგა მოიგო.

ბენაიუნი ბოლო წლების განმავლობაში სამშობლოში თამაშობდა. ბოლოს ის იერუსალიმის “ბეითარში” გამოდიოდა.

იოსი ბენაიუნი ისრაელის ნაკრების რიგებში ჩატარებუილი მატჩების რაოდენობით ყველა დროის რეკორდსმენია. მან ეროვნული გუნდის ფორმა 102 შეხვედრაში მოირგო და 24 გოლიც მიითვალა.

ბენაიუნი „ქუინს პარკში“ ითამაშებს

ისრაელის ნაკრების კაპიტანმა იოსი ბენაიუნმა, როგორც მოსალოდნელი იყო, „ქუინს პარკ რეინჯერსთან“ გააფორმა კონტრაქტი. ებრაელმა ფეხბურთელმა დასავლეთლონდონურ კლუბთან 18-თვიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ცნობისთვის, „ქუინს პარკს“ ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში მესამე პოზიცია აქვს დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ ბენაიუნი უკანასკნელად ლონდონის „ჩელსის“ საკუთრებაში იყო. მიმდინარე წლის ზაფხულში ებრაელ ფეხბურთელს კონტრაქტი დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო. 33 წლის ნახევარმცველის მიმართ ინტერესს სხვადასხვა ევროპული კლუბები იჩენდნენ. საბოლოოდ, ბენაიუნმა შორს წასვლა არ არჩია და „ჩელსის“ მეზობელ გუნდში გადაბარგდა. აღნიშნული ტრანსფერის განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვის „ქუინს პარკის“ მთავარ მწვრთნელ ჰარი რედნაპს

ბექა დოგრაშვილი