სანიკიძისა და შერმადინის ერთობლივმა 31-მა ქულამ სარაგოსას ბონში ვერ უშველა

დასანანი მარცხი იწვნია ქართველების გუნდმა ევროთასზე. გიორგი შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძის შედეგიანი თამაშით “სარაგოსა” თითქმის მთელი თამაში ამარცხებდა ბონში ტელეკომს”, თუმცა ბოლო პერიოდში მასპინძლებმა გამრჯვების მოპოვება მოახერხეს – 108:104.

სარაგოსელებს თითქმის იგივე რამ შეემთხვათ, რაც წინა ტურში ბერლინში, “ალბასთან”. მაშინაც მთელი თამაში ლიდერობდნენ არაგონელები, თუმცა ბოლო წუთებზე 3 ქულით წააგეს. წუხანდელ შეხვედრას ესპანური გუნდი პირველსავე წუთიდან იგებდა და ასე გაგრძელდა ბოლო წუთებამდე. მასპინძელთა შეუპოვრობამ საბოლოოდ მაინც თავისი გაიტანა.

 

სანიკიძეც და შერმადინიც სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში თითქმის თანაბარი დრო გაატარეს. ვიქტორმა 26:45 წუთი ითამაშა, ხოლო გიორგიმ – 26:32.  სანიკიძემ 16 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მან 6-დან 2ორქულიანი, 7-დან 3 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

რაც შეეხება შერმადინს, ქართველმა  ცენტრმა თავი 15 ქულას, 4 მოხსნას, 2 პასს და1 დაფარებას მოუყარა. გიორგიმ 9-დან 5 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 16 შეადგინა, რაც დამიან რუდეჟთან ერთად სარაგოსელთაგან საუკეთესო შედეგი იყო.

1 გამარჯვებითა და 2 მარცხით “სარაგოსა” 6-გუნდიან ჯგუფში მე-4 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას სარაგოსელები 6 ნოემბერს, შინ, რომის “ვირტუსთან” ჩაატარებენ.

ქართველებმა „სარაგოსას“ „კანარიასთან“ ვერ უშველეს

ქართველი კალათბურთელების “სარაგოსამ” ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურში მარცხი განიცადა. არაფონელებმა “კანარიასს” უმასპინძლეს და 60:66 დამარცხდნენ.

ისევე როგორც დანარჩენები, ქართველი  დიდად ვერ გამოირჩნენ. ვიქტორ სანიკიძემ მოედანზე 18 წუთი გაატარა და 2 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.

შერმადინმა უკეთესი სტატისტიკა აჩვენა. 21:26 წუთში 6 ქულა, 7 მოხსნა და 2 ჩაჭრა დააგროვა. გიორგიმ 4-დან 1ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. სარაგოსელთგან 19 ქულით საუკეთესო ხორვატი, დამიან რუდეჟი გახდა.

“სარაგოსას” ესპანურ ლიაში 1 მოგება და 1 მარცხი გააჩნია. მორიგ ტურში, 27 ოქტომბერს სარაგოსელები სტუმრად “მონბუსს” შეხვდებიან.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი

შერმადინმა და სანიკიძემ სარაგოსას ულებ-ის თასზეც მოაგებინეს

ქართველების „სარაგოსამ“ წარმატებით დაიწყო ევროთასის გათამაშება. ევროლიგის შემდეგ რანგით მეორე ევროტურნირი ვიქტორ სანიკიძის და გიორგი შერმადინის გუნდმა ბელგიურ „მონსთან“ საშინაო მატჩით დაიწყო. სარაგოსელებმა დებიუტში 2:11 ჩამორჩენის შემდეგ თამაში დაალაგეს, მეტოქე მალევე გატეხეს და დამსახურებულ გამარჯვებას მიაღწიეს – 73:56.

ესპანური გუნდის გამარჯვებაში მნისვნელოვანი წილი დაიდეს ქართველებმა. გიოგი შერმადინი სულაც მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა – მან ჯონათან ტაბუსთან ერთად მატჩში ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი (20) დაიმსახურა. შერმადინი გახლდათ ერთადერთი, რომელმაც სარაგოსელთა შორის ორმაგი დუბლი შეასრულა.

შერმადინი, ისევე როგორც სანიკიძე, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 25:34 წუთში 10 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 3 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

ესპანეთის პირველობაზე ჩატარებული პირველი მატჩის დარად, სანიკიძემ თანაგუნდელთაგან ამჯერადაც ყველაზე მეტი ითამაშა. მოედანზე გატარებულ 27 წუთში მან 8 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. სანიკიძემ 2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ვიქტორის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 14 შეადგინა, რაც სერმადინისა და ტაბუს შემდეგ „სარაგოსაში“ მე-3 სედეგი გახლდათ.

ევროთასის D ჯგუფში „სარაგოსა“ „მონსთან“, ფრანგულ „გრაველინთან“, გერმანულ „ალბასთან“, იტალიურ „რომთან’ და გერმანულ „ტელეკომთან“ ერთადაა. მორიგ შეხვედრას სარაგოსელები ბერლინში, 23 ოქტომბერს, გერმანულ „ალბასთან“ ჩაატარებენ.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი

შერმადინი საუკეთესოა, სანიკიძე – თბილისშია

გიორგი შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ” ესპანური პრიმერადივიზიონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ბოლო საკონტროლო მატჩი გამართა. სარაგოსელები “გიპუზკოა ბასკეტს” შეხვდნენ და 67:83 წააგეს.

ვიქტორ სანიკიძემ არ ითამაშა, ის საქართველოში იმყოფება და ესპანურ ვიზას ელის. საქართველოს ნაკრების ფორვარდი სწორედ ვიზის მისაღებად ჩამოვიდა საქართველოში და ხვალ უკვე ესპანეთში დაბრუნდება.

“სარაგოსას” მეორე ქართველი, გიორგი შერმადინი, “გიპუზკოასთან” საუკეთეო იყო. შერმადინმა 22 წუთი ითამაშა და 18 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ართველმა ცენტრმა 9-დან 7 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

პრიმერადივიზიონის პირველ ტურში, 12 ოქტომბერს, “სარაგოსა” სტუმრად “ბილბაოს” შეხვდება.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი

სანიკიძემ და შერმადინმა ტრავმის გამო არ ითამაშეს

წინასასეზონო მოსამზადებელი მატჩების ბოლოსწინა შეხვედრა გამართა ესპანურმა „სარაგოსამ“, რომლის ღირსებასაც ვიქტორ სანიკიძე და გიორგი შერმადინი იცავენ. სარაგოსელები „მანრესას“ შეხვდნენ და 71:76 წააგეს, თუმც ქართველ კალათბურთელებს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

როგორც „სარაგოსას“ ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, შერმადინმა და სანიკიძემ ტრავმების გამო არ ითამაშეს, თუმცა უფრო კონკრეტულად ამ თემაზე მეტი არაფერი თქმულა. სავარაუდოდ, ქართველ კალათბურთელებს მცირე ტრავმა აწუხებთ და მწვრთნელები მოსამზადებელ მატჩში მათ დატვირთვას მოერიდნენ.

საქართველოს კალთბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი

შერმადინი და სანიკიძე სარაგოსაში საუკეთესონი არიან

გიორგი შერმადინმა და ვიქტორ სანიკიძემ თავი კვლავ გამოიჩინეს. ქართველების გუნდმა „სარაგოსამ“ მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა. არაგონელებმა ქალაქ სარაგოსას თასი „კუტხა ლაბორალთან“ გაითამაშეს. ეს გუნდი გასული სეზონიდან „კახა ლაბორალით“ ემახსოვრება ქომაგს.

მატჩი ლაბორალელებმა 81:67 მოიგეს. სარაგოსელთაგან საუეთესო გიორგი შერმადინი გახდა, რომელმაც 12 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. გიორგიმ 5-დან 4 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინი სასტარტო იყო და მოედანზე 22 წუთი გაატარა, რაც საკმარისი აღმოჩნდა, თავისიანთაგან ყველაზე მაღალი (17) მარგი ქმედების კოეფიციენტი ეჩვენებინა.

სანიკიძემაც 12 ქულა მოაგროვა, ოღონდ 27 წუთში. ვიქტორმა 4-დან 2 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 12 ქულასთან ერთად სანიკიძის ანგარიშზე 4 მოხსნაც იყო, მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 9 შეადგინა.

მორიგ საკონტროლო მატჩს სარაგოსელები 2 ოქტომბერს, „მანრესასთან“ გამართავენ.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი