ზეედორფი: “გალიანის გამარჯვება “მილანის” ცუდი თამაშის შემთხვევაშიც გაუხარდებოდა”

“მილანის” მთავარი მწვრთნელი “ლაციოსთან” ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა და მცირე კომენტარი გააკეთა.

“სწორია დასკვნები გამოვიტანეთ უკანასკნელი მატჩებიდან. გუნდმა აჩვენა, რომ ბრძოლის გაგრძელება სურს, “მილანმა” ხასიათი გამოავლინა. ცუდია, რომ გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ ნორმალურად გამოვიყურებოდით. გალიანის რეაქცია? მაგ გამარჯვება “მილანის” ცუდი თამაშის შემთხვევაშიც გაუხარდებოდა, იმიტომ რომ ქულებს ჩვენთვის დიდი მნიშნველობა აქვს. ასეთია დღევანდელი რეალობა” – განაცხადა ზეედორფმა.

ზეედორფი: “წაგება დავიმსახურეთ”

იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელი, კლარენს ზეედორფი მადრიდის “ატლეტიკოსთან” გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა და თქვა, რომ “როსონერიმ” მარცი დაიმსახურა.

შეგახსნებთ, რომ მერვედფინალურ ეტაპზე გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ, “შავ-წითლებმა” მადრიდში ადგილობრივ გუნდთან გამანადგურებელი მარცხი (1:4) იწვნიეს.

“მეორე გოლმა გუნდზე ძალიან ცუდად იმოქმედა. ფეხბურთელები დაიბნენ, რასაც ჩვენი მარცხი მოყვა. შეიძლება, ითქვას, რომ წაგება დავიმსახურეთ”, – ამბობს ზეედორფი.

ზეედორფი: “მომდევნო ეტაპზე გასვლა გვინდა”

იტალიური “მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, კლარენს ზეედორფმა მადრიდის “ატლეტიკოსთან” მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ესპანური გუნდი კვლავაც ფავორიტია.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, “ატლეტიკო” “მილანს” საკუთარ მოედანზე მიიღებს. ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი მადრიდელების გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

“სიმართლე გითხრათ, ასეთ სიტუაციაში არაერთხელ ვყოფილვარ. ხშირად, “მილანს” ფავორიტად არ მიიჩნევდნენ, რაც ჩვენთვის უფრო მეტი სტიმული იყო. ნამდვილად გვინდა, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. შევეცდებით, კვლავაც ბევრი საგოლე მომენტი შევქმნათ, მაგრამ ამ ჯერზე, მათი რეალიზაცია მოვახერხოთ”, – ამბობს ზეედორფი.

ზეედორფს დამასრულებელ ფაზაში გუნდის თამაში არ მოწონს

იტალიური “მილანის” მთავარმა მწვრთნელმა კლარენს ზეედორფმა “უდინეზესთან” გამართული შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ მას დამასრულებელ ფაზაში გუნდის თამაში არ მოწონს.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს 27-ე ტურში, “უდინეზემ” “როსონერი” საკუთარ მოედანზე მიიღო და მეტოქეს ანტონიო დი ნატალეს გოლის წყალობით, ანგარიშით 1:0 სძლია.

“შეიძლება, ითქვას, გუნდი ცუდად არ თამაშობს, მაგრამ ფაქტია, რომ დამასრულებელ ფაზაში ისე ვერ ვმოქმედებთ, როგორც საჭიროა. რა თქმა უნდა, ეს არ მსიამოვნებს”, – ამბობს ზეედორფი.

ზეედორფი როტაციას მიმართავს

“მილანის” მთავარი მწვრთნელი კლარენს ზეედორფი “უდინეზესთან” რამდენიმე მოთამაშის დასვენებას აპირებს. ჰოლანდიელი სპეციალისტი ლიდერებს “ატლეტიკოსთან” გასამართი მატჩისთვის ინახავს.

“როტაცია აუცილებელია. ჩემპიონთა ლიგაში მნიშვნელოვანი მატჩი გველის და ეს გასათვალისწინებელია.

“ჰონდა აუცილებლად ითამაშებს. ბევრ ფეხბურთელს უჭირს იტალიურ ფეხბურთთან ადაპტირება, მაგრამ კეისუკე ძალიან ნიჭიერია” – განაცხადა ზეედორფმა.

ბალოტელი შეიძლება შეცდეს, მაგრამ ის საქმეს პროფესიონალურად უდგება

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა კლარენს ზეედორფმა მარიო ბალოტელი ჟურნალისტების მორიგი კრიტიკის შემდეგ დაიცვა. France Football-მა ბალოტელი “საფეხბურთო მოედნის ცუდი ბიჭების” სიაში შეიყვანა.

“ვცდილობ გავიგო სად აქვს ბალოტელის ეს ცუდი თვისებები და პასუხს ვერ ვპოლუობ. საწყენია, რომ ასეთი ცნობილი გამოცემა ამგვარ სტატიებს აქვეყნებს. მარიო ძალიან მშვიდი ადამიანი. მან შეიძლება შეცდომა დაუშვას, მაგრა,მ ის საქმეს პროფესიონალურად ეკიდება. მასთან მუშაობით ბედნიერი ვარ” – განაცხადა ზეედორფმა.

 

ზეედორფი: “მიყვარს ისეთი გუნდი, რომელიც ხშირად უტევს”

იტალიური “მილანის” მთავარმა მწვრთელმა, კლარენს ზეედორფმა განაცხადა, რომ მას შემტევი სტილის გუნდები მოსწონს.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელმა სპეციალისტმა “როსონერი” რამდენიმე კვირის წინ ჩაიბარა. ზეედორფის თავკაცობით, “შავ-წითლებმა” ექვსი მატჩი ჩაატარეს, აქედან სამი მილანელების გამარჯვებით დასრულდა, ორჯერ მეტოქემ იმარჯვა, ხოლო ერთ მატჩში ფრე დაფიქსირდა.

“მილანში” არაერთი წელი გავატარე, ამიტომ აქ ყველას ვიცნობ. არავისთვის არ იქნება გასაკვირი, თუ ვიტყვი, რომ მიყვარს ისეთი გუნდები, რომლებიც ხშირად უტევენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაცვის ხაზს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ”, – ამბობს ზეედორფი.

ზეედორფი: “ბალოტელის შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ”

იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელი, კლარენს ზეედორფი აცხადებს, რომ მას მარიო ბალოტელის მიერ გატანილი ულამაზესი გოლი სულაც არ აკვირვებს.

შეგახსენებთ, რომ 15 თებერვალს, “როსონერიმ” საკუთარ მოედანზე “ბოლონია” მიიღო. შეხვედრაში ერთადერთი გოლი კი, მარიო ბალოტელიმ გაიტანა, რომელმაც მეტოქის კარი ძალიან შორი მანძილიდან, უძლიერესი დატყმით აიღო.

“მარიომ კარგად იცის, როგორ უნდა გაიტანოს ასეთი გოლები. ძლიერი დარტყმა მისი ერთ-ერთი მთავარი იარაღია. მე ბალოტელის შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ მომავალში, ის “როსონერის” არაერთ წარმატებას მოუტანს”, – ამბობს ზეედორფი.

ზეედორფი: “ბალოტელის კიდევ ბევრი აქვს სასწავლი”

იტალიური “მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, კლარენს ზეედორფმა გუნდის თავდამსხმელ მარიო ბალოტელიზე ისაუბრა და თქვა, რომ მას კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი.

“მარიო უდიდესი ნიჭის მფლობელია. მას ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი, თუმცა დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ძალიან ბევრს მიაღწევს.

“ნაპოლისთან” გამართული მატჩის მიმდინარეობისას, მისი ცრემლები ნამდვილად ბუნებრივი იყო, ის ძალიან კარგი ადამიანია”, – ამბობს ზეედორფი.

მუნტარი: “ზეედორფმა ყველაფერი იცის”

იტალიური “მილანის” განელი ფეხბურთელი, სალი მუნტარი აცხადებს, რომ გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, კლარენს ზეედორფმა ყველაფერი კარგად იცის და მას შეუძლია, უმაღლესი დონის სპეციალისტი გახდეს.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი ჰოლანდიელი ფეხბურთელი “როსონერის” სათავეში რამდენიმე კვირის წინ ჩაუდგა.

“კლარენსი დიდებული ადამიანი. მან ფეხბურთის შესახებ ყველაფერი კარგად იცის, ამიტომ ვფიქრობ, რომ მალე უმაღლესი დონის სპეციალისტი გახდება”, – ამბობს მუნტარი.

მოურინიო: “ზეედორფს დრო სჭირდება”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ იტალიური “მილანის” ახალ მთავარ მწვრთნელ კლარენს ზეედორფს დრო სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ზეედორფი “როსონერის” სათავეში რამდენიმე კვირის წინ ჩაუდგა, მან “მილანის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მასიმილიანო ალეგრი შეცვალა.

“ვფიქრობ, კლარენს დრო სჭირდება. ნელ-ნელა გულშემატკივრებისა და კლუბის წევრების დახმარებით, ის შეძლებს, რომ თავისი პოტენციალი ბოლომდე გამოავლინოს”, – ამბობს პორტუგალიელი სპეციალისტი.

ბოატენგი: “მილანის” გამო, ძალიან ვწუხვარ”

გელზენკირხენის “შალკეს” ნახევარმცველი, კევინ-პრინს ბოატენგი აცხადებს, რომ ის “მილანის” ამჟამინდელი სიტუაციის გამო, ძალიან წუხს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად, იტალიის სერია A-ში ჩატარებული 22 ტურის შემდეგ “როსონერი” მეათე პოზიციას იკავებს. “შავ-წითლებს” რამდენიმე კვირის წინ სათავეში კლარენს ზეედორფი ჩაუდგა, რომელმაც მასიმილიანო ალეგრი შეცვალა.

“მილანი” კვლავაც ჩემს გულში რჩება. “როსონერის” ყველა მატჩს ვუყურებ და სიმართლე გითხრათ, ძალიან ვწუხვარ, რომ გუნდი იტალიის სერია A-ს ცხრილში მეათე პოზიციას იკავებს.

ზეედორფი? როდესაც კლარენსი “როსონერის” მწვრთნელი გახდა, მას წარმატება ვუსურვე. ვფიქრობ, როცა ის თავის შესაძლებლობებს ბოლომდე გამოავლენს, მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტი იქნება”, – ამბობს ბოატენგი.