“სიონთან” მორიგი მატჩის წინ

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქვეყნის მიმდინარე პირველობის მორიგი მატჩისათვის ემზადება. 2014 წლის 19 აპრილს საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეშვიდე ტურის შეხვედრაში მარგველები ბოლნისის საფეხბურთო კლუბ ”სიონს” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესტუმრებიან.

ბოლო წლების განმავლობაში ორივე კლუბი ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის უცვლელი ბინადარი გახლავთ და ერთმანეთში ურთიერთობებს ზედიზედ მეათე სეზონია არკვევს. ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში “ზესტაფონისა” და “სიონის” ურთიერთშეხვედრები სადღეისოდ 27 დაპირისპირებას ითვლის. ამ შეხვედრებში დიდი უპირატესობა მარგველთა მხარესაა – 16 მოგება, 7 ფრე და 4 წაგება, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა – 32:9.

აქვე უნდა ითქვას, რომ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში ზესტაფონელებმა და ბოლნისელებმა ერთმანეთში პირველად სწორედ მიმდინარე გათამაშებაში იასპარეზეს. “სიონმა” იმერლები ორივე შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა და თასის გათამაშების მეოთხედფინალური სტადიის საგზურიც მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი სადღეისოდ მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერთა სამეულში იმყოფება. ბოლნისის “სიონსა” და “ზესტაფონს” შორის 19 აპრილს გასამართი შეხვედრა, რომელსაც სამტრედიელი ფიფას არბიტრი თორნიკე გვანცელაძე განსჯის, 16:00 საათზე დაიწყება.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონის” ფან-კლუბის ღია წერილი

სულ რამდენიმე დღის წინ ქართული საფეხბურთო სამყარო შეძრა უეფას მიერ მოწოდებულმა ინფორმაციამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში არსებული გარიგებული მატჩების თაობაზე.

ამასთან დაკავშირებით ჩვენი, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” გულშემატკივართა კლუბის პოზიცია ცალსახაა: ნებისმიერი გუნდი, ფეხბურთელი, არბიტრი თუ პრეზიდენტი, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ქართულ ფეხბურთში სიყალბის, ტყუილის, მომხვეჭელობის ხანა, რამაც უფსკრულის პირას მიიყვანა ერთ დროს საქართველოში სპორტის ნომერ პირველი სახეობა.

თითოეული გარიგებული მატჩი ჩვენი ფეხბურთის დიდ სირცხვილად, შავ ლაქად მიგვაჩნია, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ უეფას მიერ გარიგებული მატჩების სიაში შეტანილ ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელზეც ინტერნეტ-საიტ “მსოფლიო სპორტისათვის” მიცემულ ინტერვიუში რუსთავის “მეტალურგის” ამჟამინდელი დირექტორიზაზა დოლიძე გულწრფელად საუბრობს. ბატონი ზაზა უეფას რეპორტში მოხვედრილ ერთ-ერთ შეხვედრად რუსთავის “მეტალურგსა” და მარტვილის “მერანს” შორის 2011-2012 წლების სეზონში გამართულ და რუსთაველთა გამარჯვებით დასრულებულ მატჩს მოიხსენიებს…

საფეხბურთო საზოგადოებას კარგად უნდა ახსოვდეს, როდესაც 2012 წლის მაისში სასწორზე საქართველოს ჩემპიონობა იდო და ტიტულისათვის “ზესტაფონი” და რუსთავის “მეტალურგი” იბრძოდნენ, სწორედ ამ ორი გუნდის (“მერანი” და მეტალურგი”) მონაწილეობით გამართული მატჩის შედეგი იმთავითვე შეირაცხა საეჭვოდ “ზესტაფონის” ხელმძღვანელობის მხრიდან. მეტიც, კლუბის მაშინდელმა პრეზიდენტმა და ამჟამინდელმა მფლობელმა ბატონმა ილია კოკაიამ ეს თემა საგანგებო პრესკონფერენციაზეც გაახმაურა.

ყოველივე ამას მძაფრი რეაქცია მოჰყვა როგორც “მერანის”, ისე “მეტალურგის”იმჟამინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან. ისინი შეშფოთებას გამოხატავდნენ გაჟღერებული ბრალდებების გამო და “ზესტაფონისგან” ბოდიშის მოხდასაც კი ითხოვდნენ. გვინდა შეგახსენოთ იმ პერიოდში განვითარებული მოვლენები და შემოგთავაზოთ მცირე ამონარიდი სფფ-ს პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასთან ინტერნეტ-საიტ “მსოფლიო სპორტზე” 2012 წლის 21 მაისს გამოქვეყნებული ინტერვიუდან: “… ჩვენთან მოვიდა წერილი როგორც “მერანიდან”, ისე “მეტალურგიდან”. ისინი ითხოვენ ამ ბრალდების დამტკიცებას, ან ბოდიშის მოხდას… რომ ამბობენ, ფაქტებს დავდებთო, წარმოდგენის შემთხვევაში, მივმართავთ პროკურატურასაც და შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. სკანდალი, რომელიც დღესდღეობით საქართველოს ჩემპიონატშია, ჩვენს იმიჯზე აისახება, რადგანაც უეფა ყოველივეს საქმის კურსშია…

 

მიგვაჩნია, რომ გარიგებებში მონაწილეობის გამო უპირველეს ყოვლისა არა კლუბები, არამედ ამ სიბინძურის შემოქმედი კონკრეტული პირები უნდა დაისაჯონ. “მეტალურგსა” და “მერანში” დღესდღეობით ბევრი ისეთი ადამიანი მოღვაწეობს, ვისაც ხსენებულ მოვლენებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია…

 

აქვე უნდა ითქვას ერთიც – იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გარიგებული მატჩების შესახებ ინფორმაციას უეფადან სისტემატურად და თანაც ოპერატიულად ღებულობს, სიმართლის თქმას რატომღაც მთელი 2 წელი დასჭირდა. ჩნდება კანონზომიერი შეკითხვა – თუკი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქამდეც ფლობდა ამ ინფორმაციას, რატომ არ მოხდა მისი განსაჯაროება?

 

ვფიქრობთ, უეფას მიერ გამოგზავნილ გარიგებული მატჩების სიაში ამ ორი გუნდის მონაწილეობით 2011-2012 წლების სეზონში გამართული შეხვედრის აღმოჩენა სრულ საფუძველს გვაძლევს, მოვითხოვოთ:

 

1. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უმკაცრესად დასაჯოს ყველა ის პიროვნება, ვინც სპორტული შედეგებით მანიპულირებასა და ასეთი ხერხით საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის საბოლოო შედეგების და ჩემპიონის ვინაობის გაყალბებას ცდილობდა.

2. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დღესვე (და არა ორწლიანი პაუზის შემდეგ!) გამოაქვეყნოს და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს მის ხელთ არსებული მთელი ინფორმაცია გარიგებული მატჩებისა და მასში მონაწილე პირების შესახებ.

3. საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ხელმძღვანელობამ მოითხოვოს მარტვილის “მერანის” და რუსთავის “მეტალურგის” იმჟამინდელი ხელმძღვანელობისაგან და ამ საქმის ყველა მონაწილე პირისა თუ მხარისაგან (იმ შემთხვევაში, თუ ამ მატჩის შედეგით მანიპულირების შესახებ ქართული ფეხბურთის სახლშიც იცოდნენ, აქ ფეხბურთის ფედერაციაცაა ნაგულისხმევი) ბოდიშის მოხდა არა მარტო ჩვენი, ზესტაფანების, არამედ მთელი ქართული საფეხბურთო საზოგადოების წინაშე!

 საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” გულშემატკივართა კლუბი

“ზესტაფონის” მორიგი მატჩისთვის სამზადისის შესახებ

მცირე დასვენების შემდეგ ზემოიმერული გუნდი საკუთარ ქალაქში შეიკრიბა და ზესტაფონის საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშს შეუდგა. როგორც მოგეხსენებათ, 19 აპრილს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეშვიდე ტურის შეხვედრას, რომელშიც ზესტაფონელები ბოლნისის საფეხბურთო კლუბ “სიონს” დაუპირისპირდებიან.

გთავაზობთ მცირე ფოტირეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონელთა დღევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.

DSC06753

DSC06765

DSC06766

DSC06775

DSC06779

DSC06799

DSC06800

DSC06814

DSC06818

DSC06826

DSC06840

DSC06848

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონის” მოგებული დერბი

მიმდინარე წლის 12 აპრილს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურის შეხვედრები ჩატარდა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ მარგველთა დაპირისპირებაში საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” საჩხერის საფეხბურთო კლუბ ”ჩიხურას” უმასპინძლა.

როგორც ერთი რეგიონის წარმომადგენელი გუნდების დაპირისპირებებს სჩვევია, მარგველთა დღევანდელი დერბიც ძალიან პრინციპული ხასიათისა გამოდგა. მატჩი დაძაბულად წარიმართა და ზესტაფონის მთავარ არენაზე შეკრებილმა პუბლიკამაც კარგი სანახაობა იხილა…

უნდა ითქვას, რომ შეხვედრის პირველმა ნახევარმა ზესტაფონელი ქომაგის იმედები ვერ გაამართლა. იმის მიუხედავად, რომ ტერიტორიულ უპირატესობას სწორედ მასპინძლები ფლობდნენ, საჩხერელთა კართან სახიფათო მომენტების შექმნა მათ ნაკლებად გამოსდიოდათ. თავის მხრივ, სტუმრებმა ოპონენტს სწრაფ კონტრიერიშებზე გათვლილი ტაქტიკა დაუპირისპირეს და ერთ-ერთი ასეთი აქციის შედეგად 43-ე წუთზე მონადირებული კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ თავის გუნდი რატი წინამძღვრიშვილმადააწინაურა…

მეორე ტაიმის დებიუტშივე ანგარიშის გათანბრების კარგი შესაძლებლობა ნიკა საბანაძეს მიეცა, თუმცა ზესტაფონელთა ფორვარდის თავური სულ მცირედით ასცდა რევაზ თევდორაძის კარს. მალევე გიორგი ჭანკოტაძე ურტყავდა სახიფათოდ, თუმცა ამ ეპიზოდშიც დარტყმულს სიზუსტე დააკლდა. ზედიზედ ორჯერ მიზანთან ახლოს იყო დიმიტრი ტატანაშვილი – თუ პირველ ეპიზოდში პარტნიორის გადაცემას დააკლდა სიზუსტე, მეორეში საიმედოდ ითამაშა საჩხერელთა კარის დარაჯმა.

ანგარიში 67-ე წუთზე გათანაბრდა – ტატანაშვილი-დოლიძის მიერ წამოწყებული კარგი იერიში სტუმართა კარში გატანილი გოლით მოედანზე სულ რაღაც 4 წუთის შესულმა თორნიკე კაპანაძემ დააგვირგვინა. უნდა ითქვას, რომ ეს ახალგაზრდა ფორვარდისთვის ზესტაფონელთა რიგებში გატანილი სადებიუტო გოლი გახლავთ.

გოლის შემდეგ მასპინძლები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და 73-ე წუთზე დაწინაურებაც მოახერხეს – ზესტაფონელთა ხანგრძლივი შეტევის მსვლელობისას საჩხერელთა საჯარიმოში მცირე არეულობა შეიქმნა, რომელშიც ყველაზე უკეთ “ზესტაფონის” პირველი გოლის ავტორი თორნიკე კაპანაძე გაერკვა, საჩხერელთა გოლკიპერსა და მცველებს საჰაერო ბრძოლა მოუგო და ბურთი მიაწოდა ეულად მყოფ ვახტანგ ჭანტურიშვილს, რომელსაც კარის აღება აღარ გასჭირვებია…

დარჩენილ დროში, იმის მიუხედავად რომ მოედანზე კვლავაც უკომპრომისო ბრძოლა მიმდინარეობდა, ანგარიში აღარ შეცვლილა – ზესტაფონელთა გამარჯვება პრინციპულ მეტოქესთან შეხვედრაში – 2-1.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონი” “ჩიხურასთან” მატჩისთვის ემზადება

გთავაზობთ ტელეკომპანია ”არგოს” სიუჟეტს, რომელიც შაბათს, 12 აპრილს გასამართი საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონსა” და საჩხერის “ჩიხურას” შორისმატჩისათვის მასპინძელთა მზადების შესახებ მოგვითხრობს.

საჩხერის “ჩიხურასთან” ხვალ გასამართი შეხვედრა, რომელსაც ეროვნული კატეგორიის თბილისელი არბიტრი ოთარ ხეცაძეგანსჯის, 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლაცია საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადაიცემა.

 

გამწვანების აქცია ზესტაფონელთა ბაზაზე

2014 წლის 10 აპრილს საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” საწვრთნელ ბაზაზე საინტერესო ღონისძიება გაიმართა – იმერული კლუბის ფეხბურთელებმა, გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრებმა, პერსონალმა და გულშემატკივრებმა ბაზის ტერიტორიაზე კვიპაროსის ხის რამდენიმე ათეული ნერგი დარგეს.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის რამდენიმე თვის წინანდელ ქადაგებას, რომელიც მრევლს ნერგების დარგვასა და ჩვენი ქვეყნის გამწვანებისაკენ მოუწოდებს, პერიოდულად ეხმაურებიან საზოგადოების, სახელისუფლებო თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები…

მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრის ინიციატივითა და ეპარქიის ხელშეწყობით ზესტაფონში გამწვანების რამდენიმე აქცია აქამდეც მოეწყო. დღეს კი ასეთი ღონისძიება საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა.

უნდა მოგახსენოთ, რომ დღევანდელი ღონისძიება მეუფე დიმიტრისა და მამა იოანე მალაღურაძის უშუალო დახმარებითა და ლოცვა-კურთხევით გაიმართა. ზესტაფონელთა სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე კვიპაროსის ხის რამდენიმე ათეული ნერგი დაირგო. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი კი უდაოდ ის გარემოებაა, რომ ამ კეთილშობილურ საქმეში გუნდთან ერთად მისი ერთგული გულშემატკივრებიც მონაწილეობდნენ.

გთავაზობთ მცირე ფოტირეპორტაჟს, რომელიც დღევანდელი აქციის მიმდინარეობას ასახავს.

DSC06581

DSC06586

DSC06594

DSC06602

DSC06609

DSC06614

DSC06620

DSC06623

DSC06625

DSC06628

DSC06634

DSC06639

DSC06640

DSC06648

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონი” მზადებას შეუდგა

ორდღიანი დასვენების შემდეგ მარგველები ზესტაფონში შეიკრიბნენ და საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშს შეუდგნენ. როგორც მოგეხსენებათ, 12 აპრილს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურის შეხვედრა, რომელშიც ზესტაფონელები საჩხერის საფეხბურთო კლუბ “ჩიხურას” უმასპინძლებენ.

DSC06435 DSC06448 DSC06449 DSC06454 DSC06457 DSC06462 DSC06495 DSC06514 DSC06518“ზესტაფონი” მზადებას შეუდგა

გთავაზობთ მცირე ფოტირეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონელთა დღევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

დუბლიორთა ტურნირის ოცდამეხუთე ტური

2014 წლის 6 აპრილს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეხუთე ტურის მატჩები. გორის ხელოვნურსაფარიან სტადიონზე ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ ”დილას” დუბლიორებმა ზესტაფონელთა მეორე გუნდს უმასპინძლეს.

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, თორნიკე გრიგალაშვილი, გელაშვილი, გაგოშიძე, მოსიძე (ახალაძე, 55), აჯურუ, ჭანკოტაძე, კაკუშაძე (კვარაცხელია, 83), სარდალიშვილი, მიქელთაძე (მაკარიძე, 79), კანდელაკი (მარგველაშვილი, 46).

“დილას” დუბლიორთა და ზესტაფონელთა მეორე გუნდის დღევანდელი დაპირისპირების პირველი ნახევარი სტუმართა საგრძნობი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა. გოლის გატანასთან ახლოს მიხეილ სარდალიშვილი, ბექა მიქელთაძე, გიორგი ჭანკოტაძე და ბექა კაკუშაძე იყვნენ, მაგრამ იმერლებმა ანგარიშის გახსნა ვერაფრით მოახერხეს და ტაიმიც უგოლოდ 0-0 დასრულდა.

მეორე ტაიმში ზესტაფონელთა სათამაშო უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. სტუმრები გამუდმებით უტევდნენ გორელთა კარს და ანგარიშში დაწინაურების რამდენიმე რეალური შანსი გაატანეს ქარს… შედეგად, მომენტების განიავების გამო ზესტაფონელები 77-ე წუთზე დაისაჯნენ – შეხვედრის მეორე ნახევარში “დილას” მიერ განხორციელებული პირველივე შეტევა დასრულდა კახაბერ მეშველიანის კარში დანიშნული 11-მეტრიანით, რომელიც გოლად ნოდარ ნოზაძემ აქცია. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა, გორელთა გამარჯვება ანგარიშით 1-0.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონის” ბოლო წუთზე მოპოვებული გამარჯვება

2014 წლის 5 აპრილს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეხუთე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გამართულ ტურის დასკვნით შეხვედრაში საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ლანჩხუთის ”გურიას” უმასპინძლა

იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთის სპეციალისტთა და გულშემატკივართა უმეტესობა დღევანდელ შეხვედრაში უპირობო ფავორიტად ზესტაფონელებს მიიჩნევდა, ლანჩხუთელებთან შეხვედრა საკმაოდ მძიმე გამოდგა და იმერელთათვის გამარჯვების მომტანი გოლი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე შეკრებილმა პუბლიკამ მხოლოდ არბიტრ ბაკურ ნინუას მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე იხილა …

მატჩი ზესტაფონელთა იერიშებით დაიწყო და უკვე დებიუტში კარის აღების ზედიზედ ორი შესაძლებლობა ვახტანგ ჭანტურიშვილს მიეცა – პირველ ეპიზოდში ზესტაფონელთა ნახევარმცველის უძლიერესი დარტყმა სტუმართა კარის ძელს მოხვდა, მეორე დარტყმული კი ოდნავ არაზუსტი გამოდგა.

მასპინძლები გამუდმებით უტევდნენ ლანჩხუთელთა კარს და მომენტებსაც მრავლად ჰქმნიდნენ – სულ ოდნავ დააკლდა მიზნის მისაღწევად თედო გრიგალაშვილს, გიორგი კუხიანიძის შორიდან გასროლა ოდნავ არაზუსტი გამოდგა, გიორგი ფანცულაიას სახიფათო ჩაწოდების შემდეგ კი კარგად ითამაშა გურულთა გოლკიპერმა მინდია ბობღიაშვილმა.

მეორე ტაიმის პირველივე წუთზე სტუმართა კარის დარაჯს კიდევ ერთხელ მოუწია საკუთარი ოსტატობის დემონსტრირება – ბობღიაშვილმა ნიკა საბანაძის უძლიერესი დარტყმა მოიგერია. მალევე გიორგი ფანცულაია დაემუქრა სტუმართა კარს, თუმცა მასპინძელთა ახალგაზრდა ფორვარდის დარტყმული ოდნავ არაზუსტი გამოდგა. იქვე, გიორგი კუხიანიძის შორიდან გასროლის შემდეგ, ბურთი კიდევ ერთხელ მოხვდა ლანჩხუთელთ კარის ძელს…

გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყო ლევან შარიქაძე, რომელსაც მინდია ბობღიაშვილმა ჯერ სახიფათო თავური, შემდეგ კი ახლოდან უძლიერესად დარტყმული სასწაულებრივად აუღო. მიზანთან ახლოს იყვნენ თორნიკე კაპანაძე, ავთო ენდელაძე და ვახტანგ ჭანტურიშვილი… სტუმართა მეკარესთან პირისპირ გასული თეიმურაზ ღონღაძის დარტყმის შემდეგ კი ბურთმა მესამედ “მოძებნა” ლანჩხუთელთა კარის ძელი…

მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე მარგველებმა წამოიწყეს კიდევ ერთი მწვავე შეტევა, რომლის დასკვნით ნაწილში სტუმართა ერთ-ერთმა მცველმა ბურთი საკუთარ საჯარიმოში ხელით შეაჩერა, თუმცა არბიტრმა მასპინძელთათვის მხოლოდ კუთხურის ჩამოწოდების უფლება “გაიმეტა”. კუთხურიდან ბურთის ჩამოწოდების შემდეგ, მას ავთო ენდელაძე დაეუფლა და რომ არა მცირე უზუსტობა, იმერელ ნახევარმცველს ნამდვილად შეეძლო თავის გამოჩენა …

შეხვედრის მეორე ნახევრის განმავლობაში სტუმრები სათამაშო ტემპის დაგდებასა და მატჩის არასასურველი სცენარით მიმდინარეობის სათავისოდ შემოტრიალებას საკუთარი სამედიცინო შტაბის მოედანზე ხშირი “გამოძახებით” ცდილობდნენ. აქედან გამომდინარე, ბაკურ ნინუამ ძირითად დროს 6 წუთი დაუმატა…

ზესტაფონელი ქომაგების შეძახილებით შეგულიანებული მასპინძლები გადამწყვეტ შტურმზე გადავიდნენ და მეორე დამატებულ წუთზე მიზანს მიაღწიეს კიდეც – ვახტანგ ჭანტურიშვილის სახიფათოდ დარტყმული სტუმართა მეკარემ უხერხულად მოიგერია და ლევან შარიქაძემ ბურთი სტუმართა კარის ბადეში გადაგზავნა. აქვე უნდა ითქვას, რომ ზესტაფონელთა ნახევარმცველის დარტყმულმა მიმართულება სტუმართა მცველ ლევან ქურდაძის ფეხთან კონტაქტის შემდეგ შეიცვალა.

მასპინძლებმა დღევანდელი შეხვედრის ბოლო წუთებიც შეტევაში გაატარეს და გრიგოლ დოლიძის დარტყმის შემდეგ ბურთი მეოთხედ მოხვდა ლანჩხუთელთა კარის ძელს. მალევე არბიტრის საფინალო სასტვენის ხმაც გაისმა და ზესტაფონელთა მძიმე, თუმცა ძალიან საჭირო გამარჯვება დააფიქსირა – 1-0.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

გურულებთან მატჩის წინ

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი ქვეყნის პირველობის მორიგი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. 2014 წლის 5 აპრილს, საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეხუთე ტურის შეხვედრაში მარგველები ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბ “გურიას” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ.

ეროვნულ ჩემპიონატში საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” და “გურია” ერთმანეთს სულ ორჯერ, აქედან პირველად გასული წლის 29 სექტემბერს “დავით აბაშიძეზე” დაუპირისპირდნენ. ერთადერთი და მასპინძელთათვის გამარჯვების მომტანი გოლი შეხვედრის 87-ე წუთზე გავიდა – ზემოიმერელთა უსწრაფესი შეტევა ირაკლი ქობალიას ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა.

რაც შეეხება დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებას, აქ გუნდები ერთმანეთს 2006-2007 და 2012-2013 წლების გათამაშებებში დაუპირისპირდნენ. 2006 წლის 10 აგვისტოს ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ პირველ მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრაში ზესტაფონელებმა ზურაბ იონანიძის, შალვა ღონღაძის, გრიგოლ იმედაძის, გოგი ფიფიასა და გიორგი ჭელიძის გოლების წყალობით ლანჩხუთელები 5-0 გაანადგურეს და გათამაშების მერვედფინალის საგზურიც პირველივე შეხვედრაში გაინაღდეს. მხარეთა ურთიერთშეთანხმების შედეგად, ფორმალობად ქცეული განმეორებითი მატჩიც ზესტაფონში, ოღონდ ხელოვნურსაფარიან მოედანზე, 2006 წლის 23 აგვისტოს გაიმართა და ამჯერად მეორე გუნდით მოასპარეზე იმერლებმა უფრო მოკრძალებული ანგარიშით 4-1 დაამარცხეს გურულები. იმერელთაგან გოლები ალექს ბენაშვილმა, ნიკა კვასხვაძემ, ირაკლი ძარიამ და დავით ჯანელიძემ გაიტანეს, სტუმართაგან კი თავი გიგა კვერენჩხილაძემ გამოიჩინა.

სენსაციური შედეგით დასრულდა ზემოიმერელთა და გურულთა რიგით მეორე სათასო დუელი, რომლის ორივე მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. 2013 წლის 26 თებერვალს მერვედფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრის სტატუსით მოპოვებული გამარჯვების 1-0 (გოლი – ბოტი გოა დემელი) შემდეგ, 2013 წლის 26 თებერვალს გამართულ განმეორებით მატჩში ზესტაფონელებმა მოულოდნელი მარცხი 2-3 (გოლები – ალექს ბენაშვილიბოტი გოა დემელი; მიხეილ კაკალაძელაშა  ჩალაძედავით მაისაშვილი) განიცადეს და თასის გათამაშების მეოთხედფინალის საგზური ლანჩხუთელებს დაუთმეს.

ლანჩხუთელთა და ზემოიმერელთა შორის გამართული სადღეისოდ ბოლო შეხვედრა გასული წლის 18 დეკემბერს შედგა. ეს მატჩი ქობულეთში გაიმართა და გიორგი ადამიას მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით ზესტაფონელებმა 1-0 გაიმარჯვეს.

“ზესტაფონსა” და “გურიას” შორის აპრილს გასამართი შეხვედრა, რომელსაც ქუთაისელი არბიტრი ბაკურ ნინუა განსჯის, 18:00საათზე დაიწყება. ამ მატჩის პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლაცია საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადაიცემა.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონი” მორიგი მატჩისთვის ემზადება

მცირე დასვენების შემდეგ ზემოიმერლები ზესტაფონში შეიკრიბნენ და საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშს შეუდგნენ. როგორც მოგეხსენებათ, აპრილს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეხუთე ტურის შეხვედრა, რომელშიც მარგველები ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბ “გურიას” უმასპინძლებენ.

გთავაზობთ მცირე ფოტირეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონელთა დღევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.

DSC06385 DSC06396 DSC06399 DSC06407 DSC06409 DSC06416 DSC06417 DSC06421 DSC06423 DSC06433

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონის” თბილისში მშენებარე ბაზის ფოტოები

31

3

5

6

8

12

16

17

19

26

27

30

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური