გია გეგუჩაძე “ზესტაფონის” შეკრებასა და სამომავლო გეგმებზე

როგორც მოგეხსენებათ, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” თურქეთში იმყოფება და გადის სეზონის განახლებისათვის სამზადისს. გთავაზობთ ინტერვიუს გია გეგუჩაძესთან, რომელშიც მარგველთა დამრიგებელი შეკრების მიმდინარეობაზე, ბელეკში გამართულ საკონტროლო მატჩებზე და სხვა საინტერესო საკითხებზე საუბრობს.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონის” აღდგენა, ვარჯიში და გუნდური ფოტო

სერბეთის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ საფეხბურთო კლუბ ”დონიი სრემთან” გუშინდელი მატჩის შემდეგ, დღეს დილით იმერულმა გუნდმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საღამოს კი, მაშინ როდესაც ფეხბურთელთა ერთმა ჯგუფმა მეორედ ივარჯიშა, გუშინდელ შეხვედრაში პირველივე წუთებიდან დატვირთული მოთამაშეები აუზსა და საუნაში აღდგენითი ხასიათის პროცედურებს გადიოდნენ.

პირველსა და მეორე ვარჯიშებს შორის შუალედში საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და კლუბის თანამშრომლებს მცირე ფოტოსესია ელოდათ – საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის დაწყებამდე 11 დღით ადრე მარგველებმა გუნდური ფოტოსურათი გადაიღეს…

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონის” ეკვატორს გადაცილებული შეკრება

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” სეზონის განახლებისათვის მზადებას განაგრძობს. დღეს სასტუმრო “სუსესის” საფეხბურთო კომპლექსის მოედნებზე ზემოიმერული გუნდის ორი ვარჯიში გაიმართა.

ხვალ კი საქართველოს ორგზის ჩემპიონი მიმდინარე შეკრებაზე რიგით მესამე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” სერბეთის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელს, ქალაქ პეჩინცის საფეხბურთო კლუბ ”დონიი სრემს” დაუპირისპირდება. ქართულ-სერბული დაპირისპირება ადგილობრივი დროით 19:00 საათზე (თბილისის დროით 21:00 საათზე) დაიწყება.

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეს-სამსახური კი დღევანდელი ვარჯიშის ამსახველ ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ…

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

თეიმურაზ ღონღაძე “ზესტაფონის” ახალი კაპიტანია

გუშინ დილით გამართული ვარჯიშის შემდეგ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველ გუნდში არჩევნები გაიმართა – ზემოიმერული გუნდის ახალი კაპიტნისა და სამი ვიცე-კაპიტნის ვინაობას კენჭი თავად ფეხბურთელებმა უყარეს.

უნდა ითქვას, რომ კაპიტნის არჩევის პროცედურის დასრულების შემდეგ გუნდი გაემგზავრა ქალაქ ანტალიაში, სადაც ერთკვირიანი შრომით დატვირთულ სპორტსმენებსა და გუნდის პერსონალს მცირე დასვენებისა და ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების დათვალიერების საშუალება მიეცა. რაც შეეხება არჩევნებს, მისი შედეგები დღეს გამართული თეორიული მეცადინეობის წინ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ გააჟღერა.

მაშ ასე, ხმათა დიდი უმრავლესობით საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ახალ კაპიტნად თეიმურაზ ღონღაძეა არჩეული. დღეიდან გუნდს სამი ვიცე-კაპიტანი ჰყავს, ამ საპატიო მისიას გრიგოლ დოლიძე, ზაზა ჭელიძე და ლევან შარიქაძე შეასრულებენ.

ჩვენ კი გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც არჩევნების შედეგების გაჟღერების საზეიმო ცერემონიალის მიმდინარეობას ასახავს…

DSC05380

DSC05382

DSC05368

DSC05369

DSC05370

DSC05372

DSC05377

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

ბოიან პავლოვიჩმა “ზესტაფონთან” კონტრაქტი გააფორმა

ზემოიმერელთა რიგებს კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა – 27 წლის ახალწვეულის სახელია ბოიან პავლოვიჩი. გამოცდილი გოლკიპერი, რომელსაც წარმატებული კარიერის განმავლობაში სხვადასხვა კლუბში უასპარეზია, “ზესტაფონის” ღირსებას შემდეგი 2,5 (0,5 + 2 წლის სისტემით) წლის განმავლობაში დაიცავს.

ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ მარგველთა ახალწვეულის შესახებ: ბოიან პავლოვიჩი – მეკარე; დაბადებულია – 08.11.1986; სიმაღლე – 190 სმ, წონა – 84 კგ.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ კლუბებში: ”გრაფიჩარი” (სერბეთი) – 2004, 2006; “პოსავაცი” (სერბეთი) – 2005; ”რადნიჩკი” (სერბეთი) – 2006-2007; “ბეჟანია” (ნოვი ბეოგრადი, სერბეთი) – 2007-2008, “მაკედონია” (სკოპიე, მაკედონია) – 2008-2009; “ცრვენა ზვეზდა” (ბელგრადი, სერბეთი) – 2007-2011; “ყარაბახი” (აგდამი, აზერბაუჯანი ) – 2011-2012; “ჰაპოელი” (აშკელონი, ისრაელი) – 2012-2013; “ოფკ” (ბელგრადი, სერბეთი) – 2013-2014.

ბოიან პავლოვიჩი ბელგრადის “ცრვენა ზვეზდას” საფეხბურთო სკოლის აღზრდილი გახლავთ. რამდენიმე სეზონი მან განათხოვრებით სხვადასხვა კლუბში იასპარეზა და 2009 წელს მაკედონიის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. ამის შემდეგ გოლკიპერი მშობლიურ კლუბში დაბრუნდა და 2009-2010 წლების სეზონში უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში, მათ შორის თბილისის დინამოელთა წინააღმდეგ, სწორედ ბელგრადელთა მაისურით იასპარეზა.

2011-2012 წლები პავლოვიჩმა აზერბაიჯანულ “ყარაბახში” გაატარა – აგდამელთა რიგებში საიმედოდ იასპარეზა, მათ შორის ბელგიურ “ბრიუგესთან” მატჩებში (სხვათაშორის, აზერბაიჯანულ-ბელგიური დუელი “ზესტაფონისა” და ბრიუგელების დაპირისპირებამდე ორიოდე კვირით ადრე გაიმართა). ამის შემდეგ ფეხბურთელმა ჯერ ისრაელს მიაშურა, შემდეგ კი ბელგრადის “ოფკ”-ში იასპარეზა.

ბოიან პავლოვიჩთან კონტრაქტის გაფორმების საზეიმო ცერემონია, რომელზეც “ზესტაფონს” კლუბის გენერალური დირექტორი მიხეილ ხუციშვილი წარმოადგენდა, დღეს ბელეკში გაიმართა. შრომითი ხელშეკრულება ფეხბურთელის მიერ სამედიცინო შემოწმების გავლისთანავე ამოქმედებულად ჩაითვლება.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონის” სპარინგი “პრშიბრამთან”

თურქულ შეკრებაზე მყოფმა საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” რიგით მეორე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. ამჯერად ზესტაფონელთა მეტოქე ჩეხური  “გამბრინუს ლიგის” წარმომადგენელი საფეხბურთო კლუბი ”პრშიბრამი” გახლდათ.

შეხვედრა ქართული გუნდის გამარჯვებით დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მეთორმეტე წუთზე ზესტაფონელთა ახალწვეულმა, რევაზე გეწაძემ გაიტანა. მას ასისტენტობა შარიქაძემ გაუწია.

ზესტაფონელები დღევანდელ შეხვედრას ასეთი შემდგენლობით ჩაატარეს: პავლოვიჩი, ღონღაძე (თორნიკე გრიგალაშვილი, 46), ფერეირა (თედორე გრიგალაშვილი, 46), ჭელიძე (ენდელაძე, 63), გურული (გაგოშიძე, 72), შარიქაძე (აჯურუ, 46), ჭანტურიშვილი (კაკუშაძე, 72), გეწაძე (სარდალიშვილი, 46), კუხიანიძე (ჭანკოტაძე, 63), ტატანაშვილი (კაპანაძე, 63), ფანცულაია (საბანაძე, 46).

“ზესტაფონი” სერბი მეკარით ძლიერდება

სავარაუდოდ საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონის” მორიგი ახალწვეული, სერბი მეკარე, ბოიან პავლოვიჩი იქნება. 27 წლის კიპერი ბოლოს ბელგრადის “ოფკ”-ში თამაშობდა. მანამდე კი, ისრაელის “ჰაპოელ აშკერონის”, აზერბაიჯანული “ყარაბახის” და სერბული ფეხბურთის გრანდის, “ცრვენა ზვეზდას” ღირსება დაუცავს.

საინტერესოა, რომ პავლოვიჩს ერთი შეხვედრა თბილისშიც აქვს ჩატარებული. 2009/10 წლების სეზონში ევროპა ლიგის ფარგლებში გამართულ დინამოს – ცრვენა ზვეზდას მატჩში, სერბების კარს სწორედ პავლოვიჩი იცავდა.

შეგახსენებთ, რომ “ზესტაფონმა” ომარ მიგინეიშვილის სახით მეკარე უკვე შეიძინა, თუმცა აღმოჩნდა, რომ “დინამოს” და “ტორპედოს” ყოფილ კიპერს მიმდინარე სეზონში თამაშის უფლება არ აქვს ვინაიდან 2013/14 წლების სეზონში “ზესტაფონი” მისი მესამე კლუბია.

აუზში აღდგენა და მინდორზე ვარჯიში

2014 წლის 5 თებერვალს, რუმინულ ”პანდურიისთან” გამართული მატჩის მეორე დღეს, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ის ფეხბურთელები, რომლებმაც გუშინდელ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იასპარეზეს, აღდგენითი ხასიათის ღონისძიებებით იყვნენ დაკავებულები.

სანამ ზემოთნახსენები 11 სპორტსმენი საუნასა და აუზში სარეაბილიტაციო პროცედურებს გადიოდა, დანარჩენი 14 ფეხბურთელი “სუსესის” სპორტული კომპლექსის მწვანე მინდორზე ვარჯიშობდა. სრული შემადგენლობით უახლოესი ვარჯიში უკვე ამ საღამოს იგეგმება…

გთავაზობთ დღევანდელი ამბების ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს.

DSC04988

DSC04989

DSC04996

DSC05000

DSC05010

DSC05016

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

პირველი სპარინგ-მატჩი თურქულ შეკრებაზე

2013 წლის 4 თებერვალს თურქულ შეკრებაზე მყოფმა საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” პირველი საკონტროლო მატჩი გამართა. ზემოიმერელთა მეტოქე რუმინეთის ვიცე-ჩემპიონი და მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი, ტარგუ ჟიუს საფეხბურთო კლუბი ”პანდურიი” გახლდათ.

შეხვედრა ადგილობრივი დროით 17:30 (თბილისის დროით – 19:30) საათზე დაიწყება. რუმინული კლუბი, რომელსაც ადგილობრივი სპეციალისტი კრისტიან პუშტაი წვრთნის, თავის ქვეყნის მიმდინარე ჩემპიონატში მეოთხე პოზიციაზე იმყოფება. “პანდურიი” ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჯგუფურ ეტაპამდე მიაღწია, თუმცა შემდეგ ეტაპის საგზურები იტალიურ “ფიორენტინასთან” და უკრაინულ “დნიპრესთან” ბრძოლაშ დათმო. გუნდში ბრაზილიელი, პორტუგალიელი, იტალიაელი, სურინამელი, ლიტველი, გვინეელი, ლიბანელი და ა.შ. (სულ – 13) ლეგიონერი და რამდენიმე გამოცდილი რუმინელი ფეხბურთელი ასპარეზობს.

მატჩის უმეტესი ნაწილი ზესტაფონელთა უპირატესობით წარიმართა. იმის მიუხედავად, რომ ქართველებს დღევანდელ შეხვედრაში ისევ ფიზიკური დატვირთვების ფონზე უწევდათ ასპარეზობა, ბურთს და ტერიტორიას ისინი აკონტროლებდნენ და მეტოქის კართან მომენტებსაც ჰქმნიდნენ.

პირველი ტაიმის მიმდინარეობისას ზესტაფონელებმა რამდენიმე ისეთი კომბინაცია გაითამაშეს, რომელთა გოლით დაგვირგვინებაც შეიძლებოდა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი მაინც ერთი ეპიზოდია – გიორგი ჭანკოტაძემ ძალიან კარგი გადაცემით რუმინელთა გოლკიპერთან პირისპირ გაიყვანა გრიგოლ დოლიძე, მან კი ბურთი კიდევ უფრო უკეთეს პოზიციაში მყოფ ნიკა საბანაძესმიაცოდა, მაგრამ ამ უკანასკნელის დარტყმას კარპატელთა მეკარე გაუმკლავდა…

თამაშის ასეთი სცენარის გათვალისწინებით ალოგიკური ჩანდა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე რუმინელთა ბრაზილიელი ლეგიონერის ალექს დოს სანტოსის 11-მეტრიანი ნიშნულიდან გატანილი გოლი. “პანდურიის” პირველ სახიფათო იერიშს მოჰყვა შეტევის მარცხენა ფლანგიდან იმერელთა საჯარიმოში ჩაწოდება, რომელსაც კახა მეშველიანი გაუმკლავდა და ბურთი აუტში გავიდა. აუტის ჩაწოდებას კი მოყვა მომენტი, რომელშიც შეხვედრის თურქმა არბიტრმა წესის დარღვევა აღმოაჩინა…

მეორე ტაიმიც პირველის მსგავსი სცენარით წარიმართა. ბურთს ძირითადად ქართველი ფეხბურთელები ფლობდნენ, რუმინელები კი სწრაფ კონტრშეტევებში ეძებდნენ თავიანთ შანსს. საბოლოოდ, შესვენებისთვის დაფიქსირებული ანგარიში აღარ შეცვლილა. იმერელთა მარცხი მინიმალური ანგარიშთ 0-1.

დღევანდელ შეხვედრაში ზესტაფონელებმა ასეთი შემდგენლობა იასპარეზეს: მეშველიანი, ღონღაძე (თორნიკე გრიგალაშვილი, 64), თედორე გრიგალაშვილი, ფერეირა, გურული (გაგოშიძე, 67), ჭელიძე (ჭანტურიშვილი, 64), შარიქაძე (სარდალიშვილი, 64), ჭანკოტაძე (კუხიანიძე, 64), დოლიძე (კაპანაძე, 64), გეწაძე (ფანცულაია, 64), საბანაძე (ტატანაშვილი, 64).

შემდეგ სპარინგ-შეხვედრას იმერული გუნდი თებერვალს ჩეხური ”პრშიბრამის” წინააღმდეგ გამართავს.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

ზესტაფონელთა მზადების შესახებ

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” განაგრძობს სეზონის განახლებისათვის მზადებას. დღეს სასტუმრო “სუსესის” სპორტული კომპლექსის მწვანე მოედნებზე ქართული გუნდის ორი ვარჯიში გაიმართა.

ხვალ საქართველოს ორგზის ჩემპიონი წლევანდელი თურქული შეკრების პირველ სპარინგ-მატჩს გამართავს – საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” რუმინეთის ვიცე-ჩემპიონს, უეფას ევროპა ლიგის წლევანდელი გათამაშების ჯგუფური ეტაპის მონაწილესა და საკუთარი ქვეყნის მიმდინარე პირველობის ერთ-ერთ ლიდერს, ქალაქ ტარგუ ჟიუს საფეხბურთო კლუბ ”პანდურიის” სასტუმრო “სუსესის” ერთ-ერთ საფეხბურთო მოედანზე დაუპირისპირდება. საწვრთნელი შეკრების ორგანიზატორებთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ ქართულ-რუმინული დაპირისპირება ადგილობრივი დროით 17:30 საათზე (თბილისის დროით 19:30 საათზე) დაიწყება.

ჩვენ კი გთავაზობთ მცირე სიუჟეტს შეკრების მიმდინარეობის შესახებ.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ტორპედო” – “ზესტაფონი-2” 2:1

დღეს, „ბენდელას თასის“ ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრები შედგა. ქუთაისის „ტორპედოს“ საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ჩვენმა გუნდმა ს/კ „ზესტაფონის“ მეორე გუნდი(მწვრთნელი – გიორგი მიქაძე) მიიღო.

შეხვედრა ძლიერი ქარისა და სიცივის ფონზე მიმდინარეობდა, რაც ორივე გუნდს ხელს უშლიდა თავიანთი თამაშის ჩვენებაში. მიუხედავად ამისა, საგოლე მომენტების დეფიციტი ნამდვილად არ ყოფილა. მე-20 წუთზე „ტორპედო“ ღონღაძის პასით გიორგი გიორგაძემ გაიყვანა წინ, რომელმაც მარცხენა მახვილი კუთხიდან ზუსტი დარტყმით გამოიჩინა თავი – 1:0. მასპინძლებმა უპირატესობა მეორე ტაიმში გაზარდეს, 62-ე წუთზე, მეტოქის საჯარიმოს ხაზიდან ბექა ტუღუშმა ეფექტურად და შედეგიანად დაჰკრა ბურთს – 2:0. სხვაობის მინიმუმამდე დაყვანა სტუმრებმა 65-ე წუთზე შეძლეს, ეგუტიძის მიერ მარჯვენა ფლანგიდან გაკეთებულ გადაცემას იონა კალაჯიშვილი გამოეხმაურა – 2:1. მალევე მსაჯთან კამათისთვის მოედნიდან ოთარ კვერნაძე იქნა გაძევებული, თუმცა დარჩენილ დროში კაცნაკლულმა „ტორპედომ“ თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა(2:1) და „ბენდელას თასის“ მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მომდევნო მეტოქე კენჭისყრის შემდეგ გაირკვევა.

„ტორპედო“: საბა ცაბუტაშვილი, ბაქარი ლაღაძე(ნიკა ხარაბაძე 46), თორნიკე ჩადუნელი(ოლეგ მამასახლისი 46), გურამ ადამაძე, დავით მეგრელიშვილი(ირაკლი ჩუბინიძე 46), გიორგი ჭედია(გიგა ჯუღელი 46, გიგა ცაბუტაშვილი 72), ლევან ბერუაშვილი(ბექა ტუღუში 46), თენგიზ ჩიკვილაძე(ლევან მაჭავარიანი 46), ზაალ ელიავა(გიორგი ალიბეგაშვილი 46)გიორგი გიორგაძე(თეიმურაზ მარკოზაშვილი 46), მამუკა ღონღაძე(ოთარ კვერნაძე 46).

„ზესტაფონი-2“: გია მახათაძე, მირიან რობაქიძე, მორის გელაშვილი, თორნიკე ჭურაძე, გიგა წურწუმია(დავით მოსიძე 63), ვაჟა ქიქავა, ანრი არველაძე, მიხეილ ვაჭარაძე(იონა კალაჯიშვილი 57), ავთანდილ ეგუტიძე(ლაშა რაზმაძე 84), ბერიკა ბარბაქაძე(შალვა გოგია 80), ბექა მიქელთაძე.

FCTorpedo.GE

“ზესტაფონის” პირველი ვარჯიში ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საფეხბურთო სეზონის განახლებისათვის მზადების ფარგლებში თურქეთში გასამართი ეტაპის გავლას შეუდგა. დღეს დილით, სასტუმრო “სუსესი ლუქსური რეზორტის” კუთვნილი საფეხბურთო კომპლექსის ერთ-ერთ მინდორზე, გუნდმა მიმდინარე შეკრებაზე პირველი ვარჯიში გამართა.

ზესტაფონელები საქმეს დილიდანვე შეუდგნენ – ზემოიმერელთა პირველი ვარჯიში 10:30-დან 12:00 საათამდე გაგრძელდა. თავდაპირველად გუნდი ფიზიკურად დაიტვირთა – ბიჭებს ივან ვუჩეტიჩის ხელმძღვანელობით ძალისა და სისწრაფის მაჩვენებლების განვითარება-გაუმჯობესებაზე გათვლილი ვარჯიშების კომპლექსის შესრულება მოუხდათ.

ამის შემდეგ გურამ ასპინძელშვილისა და კახაბერ ჩხეტიანის დახმარებით გია გეგუჩაძემ ფეხბურთელები ბურთითაც ამუშავა. ადგილობრივი დროით 16:30 საათზე გუნდს კიდევ ერთი ვარჯიში ელის, საღამოს კი ფეხბურთელებს აღდგენითი ღონისძიებები ელოდებათ.

გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომელიც ხმელთაშუა ზღვის ნაპირებთან გამართული ზესტაფონელთა დღევანდელი ვარჯიშის მისმდინარეობას ასახავს.

DSC04740

DSC04745

DSC04746

DSC04747

DSC04764

DSC04546

DSC04574

DSC04672

DSC04680

DSC04689

DSC04696

DSC04710

DSC04711

DSC04713

DSC04715

DSC04718

DSC04720

DSC04729

DSC04730

DSC04733

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური