“ზესტაფონი” – პირველი ტესტი და უკეთესი მომავლის იმედი

უმაღლესი ლიგის მეორე წრის მოსამზადებელ ეტაპზე “ზესტაფონმა” დღეს თბილისურ ბაზაზე პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა. იმერელთა მეტოქე პირველი ლიგის ბინადარი “გაგრა” იყო.

შეხვედრა “ზესტაფონელთა” უპირატესობით და მათი გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. პირველი გოლი გიორგი ილურიძემ გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში ჯონ ჯერემიამ დააფიქსირა.

ზესტაფონი 2-0 გაგრა

გოლები: ილურიძე 13′ ; ჯერემია 58′

“ზესტაფონი”: კუპატაძე (ზუხბაია, 46), ბენაშვილი (მთივლიშვილი, 46), ლომაია (რობაქიძე, 46), ქურდაძე (მარაქველიძე, 46), გაგოშიძე (მჭედლიშვილი, 46), ნემსაძე (ვაჭარაძე, 46), გაჩეჩილაძე (კვარაცხელია, 46), ხაბელაშვილი (ჭედია, 46), მესხი (რაჟამაშვილი, 46), სამუშია (შენგელია, 46), ილურიძე (ჯერემია, 46).

“გაგრა”: დობორჯგინიძე, კოკოზაშვილი, ხუხუა, ჭაავა, ჭაბუკიანი, ლეთოდიანი (გაბესკირია 33), ჩიკვაიძე, ლაცაბიძე (კალანდარიშვილი 33), ხოსიტაშვილი, კვიჟინიძე, ბებია

მეორე ტაიმში შევიდნენ: კიკნაძე, ბარამიძე, იღუმენოვი, შენგელია, ფირცხალაიშვილი.

მატჩის დასრულების შემდეგ Fanebi.com ზესტაფონელთა პრესატაშე, სერგო ფუტკარაძეს, გაესაუბრა.

“წლის პირველი მატჩი გამარჯვებით დავასრულეთ, რაც ძალიან სასიამოვნოა. ორივე გუნდი დაკომპლექტების პროცესშია, მაგრამ შეხვედრა მაინც საინტერესო გამოდგა.

მოგეხსენებათ, ჩვენ ფაქტობრივად ახალ გუნდს ვაშენებთ, თუმცა ამ საქმეს საკმაოდ ჭკვიანი ხალხი უდგას სათავეში. ხალხი, რომლებსაც უყვართ და იციან ფეხბურთი. დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენი მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. 

რაც შეეხება მთავარ ფრონტს, რომელიც ადგილობრივი თვიმმართველობის ორგანოებთანაა დაკავშირებული – საბოლოო შეთანხმებასთან საკმაოდ ახლოს ვართ. მხარეებს შორის უკვე დეტალებზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. რამდენიმე დღის წინ მნიშვენლოვანი შეხვედრა გვქონდა საკრებულის თავმჯდომარე ბატონ დავით მაღრაძესთან და მუნიციპალიტეტის გამგებელ ბატონ ტარიელ თუთარაშვილთან. საუბარი დაფინანსების სქემაზე გვაქს, რომლის პირობებშიც მუნიციპალიტეტი და კერძო სექტორი გუნდს თანაბრად დაეხმაებიან. დიდი სურვილი იყო, რომ კლუბში კერძო ინვესტორი დარჩენილიყო, რაც საბოლოოდ მოხერხდა კიდეც.” 

“ზესტაფონი” “გაგრას” დაუპირისპირდება

ჩვენ ვიუწყებოდით, რომ საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ 2 თებერვალს ამხანაგურ შეხვედრას „ვიტ ჯორჯიასთან“ გამართავდა. სამწუხაროდ, ეს შეხვედრა არ შედგება, თუმცა ორმხრივი შეთანხმების შემდეგ გადაწყდა, რომ 4 თებერვალს „ზესტაფონის“ საწვრთნელ ბაზაზე 14.00 საათზე „ზესტაფონსა“ და „გაგრას“ შორის ამხანაგური მატჩი შედგება. მანამდე კი, 2 თებერვალს, „გაგრა“ ნაძალადევში მდებარე ხელოვნურსაფარიან მინდორზე 12.00 საათზე მეორე ლიგის ბინადარ „ვოიაჟს“ დაუპირისპირდება.

FCGagra.ge

”ზესტაფონი” მზადებას შეუდგა

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის სტარტისთვის მზადებას შეუდგა. გუნდი დღეს, 27 იანვარს, თბილისში შეიკრიბა – ზამთრის არდადეგებისა და კლუბში განვითარებული უსიამოვნო ამბების შემდეგ გამართული პირველი ვარჯიში თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე კლუბის ბაზაზე გაიმართა.

როგორც მოგეხსენებათ, ერთ თვეზე მეტია, რაც ზემოიმერულ კლუბში (სახელმწიფოს მხრიდან კლუბების არათანაბარი დაფინანსების გამო) უმძიმესი ფინანსური მდგომარეობა შეიქმნა. ზესტაფონის მუნიციპალურ ორგანოთა ხელმძღვანელ პირებთან კლუბის მენეჯმენტის ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად, ჯერ კიდევ 2014 წლის მიწურულს იქნა მიღწეული შეთანხმება ზესტაფონში არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების (სტადიონი და ბაზა) შესანახად, 2015 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში 300 000 ლარის გათვალისწინების შესახებ. უნდა ითქვას, რომ ეს თანხა საკრებულოს გადაწყვეტილებით ახალი წლის ბიუჯეტში უკვე ასახულია.

რაც შეეხება თავად საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” სპორტული შემადგენელის (პირველი, მეორე და ჭაბუკთა გუნდები) ფინანსირებას, რამდენიმე დღის წინ მუნიციპალური ორგანოების ხელმძღვანელებმა გააჟღერეს მზაობა გუნდის საჭიროებისათვის 200 000 ლარის გამოყოფის შესახებ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ჯერაც მოსაგვარებელია მუნიციპალიტეტისათვის ქონების გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები, გუნდიც და ინფრასტრუქტურაც ისევ ფინანსური დახმარების მოლოდინშია.

ამის მიუხედავად, მიმდინარე ჩემპიონატის მეორე წრის მოახლოებული მატჩებისათვის გუნდის მოსამზადებლად, კლუბის მენეჯმენტის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება გუნდის შეკრებისა და საწვრთნელი პროცესის დაწყების შესახებ. იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა აუცილებელი საორგანიზაციო ხასიათის საკითხის (სასტუმრო, გუნდის კვება და ა.შ.) ფინანსირება ჯერაც მოუგვარებელია, მზადების პირველი ეტაპი თბილისის ზღვასთან არსებულ “ზესტაფონის” ბაზაზე დაიგეგმა…

დღეიდან საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” გიორგი მიქაძე უხელმძღვანელებს. 34 წლის სპეციალისტი გასულ ორ სეზონში “ზესტაფონის” დუბლშემადგენლობას ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ “ზესტაფონის” ახალ თავკაცს ზურგს საქართველოს ცხრამეტწლამდელთა ნაკრებში წარმატებით მუშაობის გამოცდილებაც უმაგრებს.

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტთა პოზიციებზე დანიშნულნი არიან ლევან ბაჯელიძე და ბორის გონჩაროვი. ზემოიმერელთა მეკარეებს კი არჩილ ღურწკაია გაწვრთნის.

იქიდან გამომდინარე, რომ გუნდის სამწვრთნელო შტაბს საკმაოდ მძიმე, მათ შორის სასელექციო ხასიათის სამუშაო მოუწევს, ჯერაც რთული სათქმელია თუ რა სახით წარსდგება მაყურებლის წინაშე სეზონის მეორე ნაწილში იმერული კლუბი. რაც შეეხება 27 იანვარს თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე სპორტული კომპლექსის “მინდორზე გამართულ ვარჯიშს, მასში მონაწილეობა გიორგი ილურიძემ, ნოდარ გაჩეჩილაძემ, გია მახათაძემ, დავით კუპატაძემ, მიხეილ ვაჭარაძემ, დემურ კანდელაკმა, მირიან რობაქიძემ, ალექსი ბენაშვილმა, არჩილ მესხმა, ივანე ხაბელაშვილმა, დავით ლომაიამ, გია ჭედიამ, ავთო ეგუტიძემ, ვალტერ და პავლე ხორგუაშვილებმა და სხვა ფეხბურთელებმა მიიღეს. უახლოეს დღეებში მზადების პროცესს ოთარ ხიზანეიშვილი, მალხაზ გაგოშიძე და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი შეუერთდება…

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეს-სამსახური გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომელიც, ზამთრის არდადეგებისა და კლუბში განვითარებული ამბების შემდეგ, ზესტაფონელთა პირველი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს …

DSC04490

DSC04509

DSC04542

DSC04546

DSC04548

DSC04560

DSC04585

DSC04595

DSC04622

DSC04628

DSC04669

FCZestafoni.GE

“ზესტაფონს” დამატებით 200 000 ლარი გამოეყოფა

ზესტაფონში კვლავ გაურკვეველი მდგომარეობაა – ჩემპიონატის განახლებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ფაქტობრივად ყველა კლუბი მოსამზადებელ შეკრებაზეა გადასული ბოლო წლების ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში კი ფეხბურთელებიც არ ირიცხებიან.

თუმცა, უკანასკნელ დღეებში იმერეთიდან პოზიტიური ხმები ისმის. ფაქტობრივა გადაწყვეტილია, რომ გუნდი უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის გაგრძელებას შეძლებს.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა კლუბის ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილ 300 000 ლარს დამატებით 200 000 ლარის გამოყოფაზე დაიწყო მუშაობა, რაც უშუალოდ გუნდის ფუნქციონირებას მოხმარდება. კლუბში და მუნიციპალიტეტი თანადაბინანსების სისტემაზეც აწარმოებებნ მოლაპარაკებებს.

„ზესტაფონის“ ოფისში გუნდის მომავალზე იმსჯელეს

12 იანვარს საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ოფისში გუნდის მომავლის განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა – კლუბში არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით და ამ ვითარებიდან დაღწევის გზების მოძიების თემაზე სასაუბროდ კლუბის მფლობელი ილია კოკაკია, იმერეთის მხარისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები შეიკრიბნენ.

იმერული კლუბის მეპატრონის გარდა, დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძემ, იმერეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე გიორგი ჭიღვარიამ, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა რევაზ რობაქიძემ, პარლამენტის წევრმა შალვა კიკნაველიძემ, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა და ამავე კლუბის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა სერგო ფუტკარაძემ.

გთავაზობთ სხვადასხვა ქართულ არხზე გასული სიუჟეტების კოლაჟს, რომელიც საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ოფისში დღეს გამართული შეხვედრის მიმდინარეობისა და მონაწილეთა შეფასებების შესახებ მოგვითხრობს.

FCZestafoni.GE

გაიოზ ჯეჯელავა – 100

დღეს დინამო თბილისის ლეგენდარული მარჯვენა გარემარბი– გაიოზ ჯეჯელავა 100 წლის გახდებოდა. იგი ჩვენი კლუბის ღირსებას 1937 წლიდან 1948 წლამდე იცავდა. 157 ჩატარებულ შეხვედრაში 73– ჯერ მოახერხა მეტოქეთა დამწუხრება. არის სსრკ– ს პირველობის ორგზის ვიცე-ჩემპიონი 1939 და 1940 წლებში და ორგზის ბრინჯაოს მედლების მფლობელი 1946 და 1947 წლებში. 1938 წელს მოხვდა 55 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის პირველ ნომრად. თამაშობდა ქალაქის, საქართველოს და ამიერკავკასიის ნაკრებ გუნდებში. სპორტის დამსახურებული ოსტატი 1956-57 წლებში მუშაობდა დინამოს მწვრთნელად.
გაიოზ ჯეჯელავა 2005 წლის 16 მარტს გარდაიცვალა.

FCDinamo.GE

“ზესტაფონისთვის” სასიცოცხლო მნიშვნელობის შეხვედრა 12 იანვარს გაიმართება

საზოგადოების მხრიდან საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” გარშემო შექმნილი ვითარებისადმი მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ იმერეთის მხარისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირთა შეხვედრა იმერული კლუბის მფლობელ ბატონ ილია კოკაიასთან, რომელიც 10 იანვარს უნდა შემდგარიყო, ბუნებრივი პირობების გაუარესების გამო, გადაიდო. წინასწარი შეთანხმების თანახმდად, ჩვენი ქალაქისა და გუნდისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ეს შეხვედრა მომავალი კვირის დასაწყისში, კერძოდ, 12 იანვარს გაიმართება.

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 8 იანვარს ზესტაფონში განვითარებული მოვლენების შემდეგ, დაიგეგმა შეხვედრა, რომელსაც იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, პარლამენტის წევრი, ზესტაფონელი შალვა კიკნაველიძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე და საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მფლობელი ილია კოკაია დაესწრებიან და კლუბში შექმნილი კატასტროფული მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნის გზებზე ერთად იმსჯელებენ.

თავის მხრივ, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეს-სამსახური მოვლენათა განვითარების შესახებ ინფორმაციით გულშემატკივარსა და ყველა დაინტერესებულ პირს ოპერატიულად მოამარაგებს.

FCZestafoni.GE

ზესტაფონელები ფეხბურთის გადარჩენას მოითხოვენ!

მიმდინარე წლის 8 იანვარს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე ფეხბურთის მოყვარულები შეიკრიბნენ. საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონში” შექმნილი ვითარებით შეშფოთებულმა ზემოიმერელმა ქომაგმა ხელისუფლებისაგან გუნდის გადასარჩენად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოითხოვა.

ქომაგებთან შესახვედრად სტადიონზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი დავით მაღრაძე საკრებულოს წევრთა ერთ ჯგუფთან ერთად მობრძანდა.

შედეგად, დაიგეგმა მუნიციპალიტეტისა და იმერეთის მხარის ხელმძღვანელ პირთა შეხვედრა საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მფლობელ ბატონ ილია კოკაიასთან, რომელიც მიმდინარე წლის 10 იანვარს უნდა გაიმართოს და რომელზეც კრიზისული მდგომარეობიდან კლუბის გამოყვანის გზები უნდა იქნას განხილული…

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სტადიონზე გამართული შეხვედრის შემდეგ კი ზესტაფონელმა ქომაგებმა, გუნდის გადარჩენისა და ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხისადმი სათანადო ყურადღების გამოჩენის მოთხოვნით, ქალაქის ქუჩებში მშვიდობიანი მსვლელობა გამართეს.

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეს-სამსახური გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონში დღეს განვითრებული მოვლენების მიმდინარეობას ასახავს …

DSC04373

DSC04386

DSC04393

DSC04404

DSC04411

DSC04413

DSC04417

DSC04421

DSC04430

FCZestafoni.GE

პირველი წრის შეჯამება: ზესტაფონი

Fanebi.com უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გუნდების ასპარეზობის შეჯამებას გთავაზობთ. ამჯერად, საუბარი საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონზე” გვექნება.

ქვეყნის ორგზის ჩემპიონმა მიმდინარე სეზონის ევროპის ლიგით გახსნა, თუმცა გათამშებას მალევე გამოეთიშა. “სპარტაკ ტრნავას” ბარიერი გუნდისთვის გადაულახავი აღმოჩნდა. ამის შემდეგ “ზესტაფონში” თავი ფინანსურმა პრობლემებმა იჩინა. გუნდის ბიუჯეტი შემცირდა, რამაც რამდენიმე მოთამაშის წასვლა გამოიწვია. კარიერის სხვა კლუბებში გაგრძელება გადაწყვიტეს გელაშვილმა, კუხიანიძემ, დოლიძემ, გეწაძემ, გურულმა, ჭელიძემ…

მიუხედავად ასეთი მიგრაციისა ჩემპიონატი ზესტაფონელებმა გამარჯვებით დაიწყეს და “გურიას” 6 უპასუხო გოლი გაუტანეს, თუმცა ამიშ შემდეგ გეგუჩაძის გუნდმა ზედიზედ სამი მატჩი წააგო. ზესტაფონელთა კიდევ ერთი წარუმატებელი სერია “სიონთან” მოგებული მატჩის შემდეგ დაიწყო. იმერლებმა ზედიზედ 5 ფრე ითამაშეს და სატურნირო ცხრილშიც ეს მათ მდგომარეობაზე აისახა.

“ზესტაფონის” გულშემატკივრებს ოპტიმიზმის საფუძველი “ვიტ ჯორჯიასთან” და “სპარტაკთან” მოგებული მატჩების შემდეგ გაუჩნდათ, თუმცა გუნმა პირველი ეტაპის დასკვნითი ნაწილიც ჩააგდო და უკანასკნელ სამ ტურში მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა და საბოლოოდ ზამთრის არდადეგებზე მეცხრე ადგილით გავიდა.

წარუმატებელი გამოდგა ზესტაფონის ასპარეზობა საქართველოს თასზეც. საჩხერეში ნულოვანი ფრის შემდეგ “ზესტაფონი” “ჩიხურასთან” საკუთარ მოედანზე მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. გადამწყვეტი გოლის ავტორი კი ზესტაფონელთა ყოფილი კაპიტანი, თეიმურაზ ღონღაძე გახდა, რომელმაც გუნდი სეზონის სტარტზე დატოვა.

პირველი წრის დასრულების შემდეგ გუნდი ფაქტობრივად დაიშალა. არასტაბილური ფინანსური ვითარების გამო “ზესტაფონის” რიგები საკმაოდ ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა. ჯერჯერობით გაურკვეველია თუ რა ბედი ეწევა კლუბს. ცნობილია, რომ უახლოეს დღეებში ერთმანეთს ილია კოკაია და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის წევრები შეხვდებიან. არსებობს იდეა, რომლის მიხედვით მხარეები გუნდს სანახევროდ დააფინანსებენ. ამ ეტაპზე კი, ბოლო დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართული გუნდის მომავალი ბურუსითაა მოცული…

გუკა სამუშია: „ზესტაფონი“ საქართველოს ჩემპიონატს სჭირდება“

საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია – კლუბი თითქმის ყველა მოთამაშემ და მწვრთნელმა დატოვა.

არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით იმერული კლუბის უკვე ყოფილ მოთამაშეს გუკა სამუშიას დავუკავშირდით, რომელმაც რამდენიმე კითხვაზე გვიპასუხა.

– ზესტაფონში 2011/2012 წლების სეზონიდან ირიცხებოდი. შეგიძლია შეაფასო გუნდთან განვლილი პერიოდი?

„კარგის მეტი „ზესტაფონში“ არაფერი მახსენდება. აქ კარგი წლები მქონდა, რომლებსაც არასდროს დავივიწყებ. გული მწყდება, რომ ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად ვერ გამოვავლინე. ამ გუნდის შემადგენლობაში ქვეყნის ჩემპიონი გავხდი და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის“.

– მიმდინარე სეზონი გუნდმა ნორმალურად დაიწყო, მაგრამ, შემდგომ, ცხრილის შუაში აღმოჩნდა…. ფინანსური პრობლემის გარდა, კიდევ რას დააბრალებდი ამ რეგრესს?

„უბრალოდ, გუნდი ფორმაში არ იყო. რაღაც გვაკლდა, წაგებულ თამაშებში ვიბრძოდით და ვერც ერთ ამ შეხვედრაში მეტოქემ ვერ გვაჯობა, მაგრამ ასე ხდება ხოლმე, არ გვიმართლებდა“.

– შენი აზრით, გუნდის ბოლო შემადგენლობის შენარჩნების შემთხვევაში, „ზესტაფონი“ უმაღლესი ადგილებისთვის ბრძოლის გაგრძელებას შეძლებდა?

„რატომაც არა? სამეულისთვის ბრძოლა შეგვეძლო. ამჟამად დიდი სხვაობა არაა, „ზესტაფონი“ სამეულს მხოლოდ ექვსი ქულით ჩამორჩება“.

– „ზესტაფონში“ ფინანსური კრიზისი წინა წლებშიც იყო, მაგრამ ყველაფერი, საბოლოოდ, კარგად სრულდებოდა, რასაც ამჯერად ვერ ვიტყვით, რადგან კლუბი ყველა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა დატოვა… როგორ ფიქრობ, შეძლებს თუ არა გუნდი ამჯერადაც ამ პრობლემების მგოვარებას?

„როგორც ვიცი, კლუბი ყველას არ დაუტოვებია. მე, რამდენიმე სხვა ფეხბურთელის მსგავსად, კონტრაქტი დამიმთავრდა. იმედია, ყველა პრობლემა მოგვარდება და ეს კლუბი იარსებებს, რადგან იგი საქართველოს ჩემპიონატს სჭირდება. ალბათ, ყველაფერი კარგად იქნება“.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვს ან რომელიმე კლუბისგან თუ გქონია შემოთავაზება?

„ჯერჯერობით შემოთავაზებები არ მაქვს“.

– გულშემატკივრებს შენი თამაში ჯერ კიდევ ასაკობრივი ნაკრებებიდან ახსოვს. ამჟამინდელი ასაკობრივი გუნდების რომელიმე ფეხბურთელს თუ გამოყობდი?

„ძალიან მომწონს ლუკა ზარანდიასა და გიორგი პაპუნაშვილის თამაში. ეს ბიჭები ძალიან ნიჭიერები არიან და მათ დიდი მომავალი აქვთ. შემტევები იმიტომ აღვნიშნე, რომ მეც ამ პოზიციაზე ვთამაშობდი. მცველებიდან ნიკა ჭანტურიასა და ლაშა დვალს გამოვყოფდი“.

– რას უსურვებდი ყოფილ თანაგუნდელებსა და ზესტაფონის გულშემატკივრებს?

„ეს გუნდი ყოველთვის მეყვარება და მას ვუგულშემატკივრებ. აქ ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი. გულშემატკვირებს თანადგომისთვის დიდ მადლობას ვუხდი. ამ ადამიანებს პატივს ვცემ და წარმატებას ვუსურვებ“.

ეროვნული ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპი ციფრებში

საქართველოს XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპი მიმდინარე წლის 7 დეკემბერს დასრულდა. ტრადიციისამებრ, გთავაზობთ სხვადასხვა სახის სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონსა” და კლუბის ფეხბურთელთა ინდივიდუალურ მიღწევებს უკავშირდება.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს”, რომელიც დაარსებულია 2004 წლის 18 ივნისს, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებში გამართული აქვს 335 მატჩი, აქედან 186 დასრულდა ზესტაფონელი ფეხბურთელების გამარჯვებით, 71 შეხვედრაში დაფიქსირდა ფრე, 78-ჯერ კი იმარჯვეს ზესტაფონელთა მეტოქეებმა. ბურთების სხვაობაა 551-292. ამ მატჩებში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” მოპოვებული აქვს 629 ქულა.

რაც შეეხება ეროვნული პირველობის ეგიდით საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურით გამართული მატჩების ოდენობით საუკეთესო შედეგს, ის კვლავ ზესტაფონელთა მაისურით 155 მატჩის ჩამტარებელ როინ კვასხვაძეს ეკუთვნის. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მარგველთა ექს-კაპიტანს გუნდის ღირსება ერთბაშად 9 ეროვნულ ჩემპიონატში დაუცავს.

გუნდში მიმდინარე სეზონში მოასპარეზე ფეხბურთელთაგან საუკეთესო მაჩვენებლები გიორგი ხიდეშელსა (126 მატჩი) და ჯაბა დვალს (110 მატჩი) აქვთ. უნდა ითქვას ისიც, რომ გიორგი ხიდეშელსა და გიორგი ჭანკოტაძეს ჩვენი გუნდის რიგებში 8-8 ეროვნულ ჩემპიონატში უასპარეზიათ.

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის 15 მატჩში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურით 20 ფეხბურთელმა იასპარეზა. პირველი წრის მატჩებში ზემოიმერლებმა 36 ყვითელი და 1 წითელი ბარათი მიიღეს.

ზესტაფონელთა მიერ გატანილი 29 გოლი ზემოიმერული გუნდის 12 ფეხბურთელის ანგარიშზეა. ყველაზე შედეგიანად “ზესტაფონის” თავდასხმის ხაზის ფეხბურთელები ირჯებოდნენ – მათ ანგარიშზე 19 გატანილი გოლია, ნახევარდაცვის ხაზის წარმომადგენლებმა თავი 7-ჯერ გამოიჩინეს, მცველებმა კი 3 გოლი შეაგდეს.

გოლების დიდი ნაწილი (7-7) მარგველებს მატჩების 16-30 წუთების შუალედში და დასკვნით 15 წუთში გაჰქონდათ, რაც საერთო რიცხვის 24,1-24,1 % შეადგენს. პირველი ტაიმის მიწურულს (31-45 წუთები) იმერლებმა თავიანთ მეტოქეების კარის ბადე 5-ჯერ შეარხიეს, რაც საერთო რაოდენობის 17,2 % გახლავთ. მატჩების სასტარტო მონაკვეთში (1-15 წუთები) 4 გოლია (13,8 %) გატანილი, ხოლო 46-60 და 61-75 წუთებზე – სულ რაღაც 3-3 გოლი (10,3-10,3 %).

29 გოლიდან 14 ზესტაფონელებმა გასვლით შეხვედრებში გაიტანეს, შინ კი მეტოქის კარის აღება 15-ჯერ მოახერხეს. 15 შეხვედრის პირველ ტაიმებში – 16 (55,17 %), ხოლო მეორე ტაიმებში – 13 (44,83 %) გოლი გავიდა. XXVI ეროვნული ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპზე იმერელთა საუკეთესო ბომბარდირი 10 გატანილი გოლით ჯაბა დვალი გახდა.

cats

FCZestafoni.GE

ჯაბა დვალი დაჩიაში გადავიდა

“ზესტაფონის” კაპიტანი, ჯაბა დვალი, კარიერას მოლდოვაში გააგრძელებს. 29 წლის ფეხბურთელმა “დაჩიასთან” კონტრაქტი დღეს გააფორმა.

ქართველმა ფეხბურთელმა “დაჩიაში” დაბრუნდება ლევან კორღალიძის დახმარებით მოახერხა. მოლდოვურ კლუბში დვალი 2007-2009 წლებში სწორედ კორღალიძესთან ერთად თამაშობდა და 48 ჩატარებულ შეხვედრაში 20 გოლის გატანა შეძლო.

მიმდინარე სეზონში დვალმა უმაღლესი ლიგის 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლი გაიტანა.