დეფო ადასტურებს: “ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გავიარე”

“სანდერლენდის” ლიდერი, ჟერმეინ დეფო ადასტურებს, რომ მომავალ სეზონში ის “შავი კატების” ღირსებას აღარ დაიცავს.

როდესაც მისსა და “ბორნმუთს” შორის კავშირის არსებობაზე ჰკითხეს, მან განაცხადა: “ეს ისედაც ბევრმა იცოდა, თანაც დიდი ხნის წინათაც. სამედიცინო შემოწმება უკვე გავიარე, შემდეგ კი მცირე შესვენება ავიღე. ივლისში ამას მაინც ყველა გაიგებდა.

“სანდერლენდში” ორ წელზე ცოტა მეტი დავყავი. ამ დროის მანძილზე კი უდიდესი სიამოვნება მივიღე. თუმცა ის ფაქტი, რომ დავქვეითდით, ძალიან მაწუხებს,” – აცხადებს ინგლისელი ფეხბურთელი.

მოიესი: “დეფო არ იყიდება!”

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე რამდენიმე გუნდმა გამოთქვა სურვილი იმაზე, რომ შეეძინა “სანდერლენდის” ერთ-ერთი ლიდერი, ჟერმეინ დეფო.

კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, დევიდ მოიესმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ 34 წლის შემტევს არცერთ შემთხვევაში არ გაყიდიან.

“რამდენიემ გუნდისგან გვქონდა შემოთავაზება. მათ შორის, ყველაზე სარფიანი “ვესთ ჰემის” წინადადება იყო. თუმცა, “ჩაქუჩები” უარით გავისტუმრეთ.”

“დეფოს ფასს არ ვადებთ. შესაბამისად, მასთან დაკავშირებით აღარცერთ წიანდადებას აღარ განვიხილავთ.”

“ის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა ჩვენთვის. ამას მხოლოდ ჩვენ კი არა, ყველა ხვდება,” – განაცხადა მოიესმა.

შეგახსენებთ, რომ დეფომ მიმდინარე სეზონში 21 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (4 იანვარი)

მათე ცინცაძე შეცინის “პოგონის” ფეხბურთელია

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ თბილისის “დინამოს” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, მათე ცინცაძე 2017 წლიდან პოლონური “პოგონის” ღირსებას დაიცავს,რომელიც ქვეყნის ჩემპიონატში ამჟამად 26 ქულით მე-7 ადგილზეა.

გოგიტა გოგატიშვილი მინსკის “დინამოს” ღირსებას დაიცავს

2017 წელს, ვალერიან გვილიას გარდა, ბელარუსის ჩემპიონატში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი იასპარეზებს: ოფიციალურად დადასტურდა, რომ სომხური “განძასარის” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, გოგიტა გოგატიშვილი ამიერიდან მინსკის “დინამოში” ითამაშებს.

პატრის ევრა “მანჩესტერ იუნაიტედში” ბრუნდება?

დღეს, პრესაში საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადაც “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებმა გუნდში 35 წლის ფრანგი მცველის, პატრის ევრას დაბრუნება განიზრახეს, რასაც რიო ფერდინანდიც გამოეხმაურა: “ნუთუ მართალია, რასაც მედია ავრცელებს? უკან ბრუნდები? დამელაპარაკე!”

8

“მიდლსბრომ” რუდი ჟესტედეს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა

ბრიტანული “მიდლსბროს” ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა რუდი ჟესტედეს ტრანსფერი, რომელიც აქამდე ქვედა დივიზიონში მყოფი “ასტონ ვილას” ღირსებას იცავდა.

ჩინელებმა ევერ ბანეგას დაუმიზნეს

მილანური “ინტერის” ფლეიმეიკერი, ევერ ბანეგა ჩინური კლუბის ინტერესთა სფეროში მოექცა. TMW-ს ცნობით, “შანხაი სიპგ” მზადაა, 25.5 მილიონი ფუნტი გადაიხადოს არგენტინელი ნახევარმცველის სანაცვლოდ.

“ვესტ ჰემს” დეფო ნებისმიერ ფასად სურს

ბრიტანული, საკმაოდ გავლენიანი გამოცემის, Sky Sports-ის ჟურნალისტი ირწმუნება, რომ ჟერმეინ დეფოს გადაბირება “ვესტ ჰემის” ხელმძღვანელთა მთავარი მიზანია ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე. მისი ცნობით, “ჩაქუჩები” ყველაფრის გაკეთებას აპირებენ, რაც დეფოს გასაფორმებლად იქნება საჭირო.

მოსალოდნელი ტრანსფერები (04.01.2017)

მოიესი: “დეფოს არ გავყიდით, ის ჩვენთვის შეუფასებელია”

ბრიტანული “სანდერლენდის” მთავარმა მწვრთნელმა, დევიდ მოიესმა ყველასათვის ნათელი გახადა ფაქტი, რომ მისი კლუბი თავიანთი ლიდერის, ჟერმეინ დეფოს გაყიდვას არ აპირებს, რომლის გადაბირების სურვილი არაერთმა გუნდმა გამოთვა.

“ის ჩვენთვის შეუფასებელია, ასე არ არის? შეუძლებელია მას რაიმე ფასი დავადოთ, რადგანაც პრემიერ ლიგაში დარჩენა მის გარეშე წარმოუდგენელი იქნება.

მან ჩვენთვის რვა გოლის გატანა მოახერხა და დარწმუნებული ვარ, რომ სეზონის მეორე ნახევარში კიდევ რვას, ან ათს გაიტანს. ეს კი დარჩენისთვის ძალიან გამოგვადგება.” – განაცხადა მოიესმა, რომლის გუნდიც ამ დროისთვის 20-გუნდიანი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის მე-18 პოზიციაზე იმყოფება.

ჟერმეინ დეფომ თანაგუნდელთან ჯარიმის გამო იჩხუბა

28 ივნისს, “ნიუ იორკ რედ ბულზსა” და “ტორონტოს” შორის გამართულ მატჩში (2:2) საინტერესო რამ მოხდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ნიუ იორკელთა კარის მიმართულებით ჯარიმა დაინიშნა, საჯარიმოს შესრულება კი ერთდროულად ორ ფეხბურთელს – ჟერმეინ დეფოსა და ჟილბერტოს სურდათ. მათ ამის გამო კამათიც მოუვიდათ. საბოლოოდ, დარტყმა ბრაზილიელმა შეასრულა და გოლიც გაიტანა.

დეფო “ტორონტოში” კვირაში 90 000 ფუნტს მიიღებს

როგორც გამოცემა Mirror-ი იტყობინება, ლონდონის “ტოტენჰემის” თავდამსხმელი, ჟერმეინ დეფო MLS-ის კლუბ “ტორონტოს” პირად დეტალებზე შეუთანხმდა, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთელი კვირაში 90 000 ფუნტს მიიღებს.

31 წლის მოთამაშე “ტორონტოში” გადასვლაზე თანახმაა. კანადურ კლუბს “ტოტენჰემისათვის” 6 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზამთარში დეფო “ტორონტოსთან” ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს და სავარაუდოდ, ინგლისელი კარიერას სწორედ კანადაში დაასრულებს.