29 მარტს, საქართველოსა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (0:2) კამერებმა საინტერესო კადრი დააფიქსირეს, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ჩაშალა ჟერომ ბოატენგმა ქართველების შეტევა. აღსანიშნავია, რომ გერმანელმა მცველმა ამ ეპიზოდში კარგი პასიც გააკეთა.
ჭდე: ჟერომ ბოატენგი
ჟერომ ბოატენგმა დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთანაც მაისური გაუცვლია
მიუნხენის “ბაიერნის” მცველმა ჟერომ ბოატენგმა ბავარიული კლუბის ოფიციალურ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა.
გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს ჰკითხეს, თუ რომელია ყველაზე ძვირფასი მაისური, რომელიც მას მიუღია. როგორც ბოატენგმა აღნიშნა, ასეთი დიდიე დროგბას მაისურია.
ჟ.ბოატენგი: “ბარსელონას უარი ვუთხარი”
“ბაიერნის” მცველმა, ჟერომ ბოატენგმა აღიარა, რომ ის შეიძლება “ბარსელონაში” აღმოჩენილიყო.
“რეკორდმეისტერთა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების წევრმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის დასაწყისში “კამპ ნოუზე” ელოდნენ.
“არ ვიცი დეტალები და ის პირობები, რასაც “ბარსელონა” მთავაზობდა, მაგრამ ისინი ჩემით სერიოზულად ინტერესდებოდნენ,”-განაცხადა ბოატენგმა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში.
“კარგია, როდესაც “ბლაუგრანას” დონის გუნდი შენით ინტერესდება. მე მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, “ბაიერნში” ვარ. გერმანიაში ჩვენზე უკეთესი გუნდი არ არის”.
“ბედნიერი ვიქნები, თუ აქ კიდევ დიდი ხნის მანძილზე დავრჩები და ბევრ ტიტულს მოვიგებ”.
პეპ გვარდიოლამ ჟერომ ბოატენგი ლამის ცემა
მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგაზე “ბაიერნსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამართულ მატჩში (1:0) ჟერომ ბოატენგმა გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს გაიტანა.
ბოატენგი: “ბაიერნს” ჩემთვის ულტიმატუმი არასოდეს წამოუყენებია”
მიუნხენის “ბაიერნის” მცველი, ჟერომ ბოატენგი აცხადებს, რომ ბავარიულ კლუბს მისთვის ულტიმატუმი არასოდეს წამოუყენებია.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა ფეხბურთელმა, მეჰმეთ შოლმა განაცხადა, რომ თუ ბოატენგი ისევე ითამაშებს, როგორც გასულ სეზონში, მაშინ ის გუნდიდან უნდა მოისროლონ.
“სიმართლე გითხრათ, მისმა ნათქვამმა გამაოცა. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ რომელიმე ფეხბურთელის წასვლა-დარჩენაზე საუბარი მიდის, მაგრამ “ბაიერნის” ხელმძღვანებლობას ჩემთვის ულტიმატუმი არ წამოუყენებია”, – ამბობს ბოატენგი.
ჟერომ ბოატენგი ახალი კონტრაქტის თაობაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს
ბოლო დროს უცხოური პრესა მიუნხენის ”ბაიერნის” მცველის ჟერომ ბოატენგის კონტრაქტის თაობაზე აქტიურად წერს. მიმდინარე შეთანხმება მხარეებს 2015 წლამდე აკავშირებთ, თუმცა დიდი ალბათობით, ისინი მას სულ მალე გაახანგძლირებენ.
”ჩემი კონტრაქტი? ამჟამად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ზუსტად ვერ გეტყვით, თუ რამდენ ხანში დასრულდება ეს მოლაპარაკებები, თუმცა შესაძლო შეთანხმებას უკვე აქიურად განვიხილავთ”, – განაცხადა ბოატენგმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ბოატენგმა ”ბაიერნის” მაისურით 26 ჩატარებულ შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოახერხა. მიმდინარე სეზონში კი ჟერომმა ბუნდესლიგის სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ალექსანდრე მატევოსოვი