„მანჩესტერ იუნაიტედმა“, შესაძლოა, დღეს მოურინიოს თავკაცად დანიშვნა დაადასტუროს

„კრისტალ პალასსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის ინგლისის თასის ფინალური მატჩის შემდეგ მანჩესტერელებმა, შესაძლოა, ჟოზე მოურინიოს გუნდის ახალი თავკაცის პოსტზე დანიშვნა დაადასტურონ, იუწყება ესპანური AS-ი.

გამოცემის ცნობით, ეს „უემბლიზე“ ჩასატარებელი მატჩის შედეგის მიუხედავად მოხდება. პორტუგალიელი, რომელმაც ბოლოს „ჩელსიში“ იმუშავა, „წითელ ეშმაკებთან“ სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. AS-ი წერს, რომ 53 წლის სპეციალისტის ხელფასმა „მანჩესტერ იუნაიტედში“, შეიძლება, სეზონში 15 მილიონი ევრო შეადგინოს.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა „წითელი ეშაკები“ 2014 წელს ჩაიბარა.

„Daily Mail“: პსჟ-მ მოურინიოს კონტრაქტი შესთავაზა

„ჩელსის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო პსჟ-სთან მოლაპარაკებას იწყებს და, შესაძლოა, უახლოეს მომავალში პარიზული კლუბის ახალი თავკაცი გახდეს, იუწყება ბრიტანული „Daily Mail“-ი.

წყაროს ცნობით, პორტუგალიელი სპეციალისტისთვის პრიორიტეტული ვარიანტი ყოველთვის „მანჩესტერ იუნაიტედი“ იყო, თუმცა ის „წითელი ეშმაკებისგან“ უფრო მეტ აქტიურობიას ელის. აქამდე პორტუგალიელმა განაცხადა, რომ ფეხბურთში ივლისში დაბრუნდება და ევროპაში დარჩენას გეგმავს. „ევერტონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავება მან უკვე იუარა.

„Sky Sports“-ის ერთ-ერთ ჟურნალისტთან საუბრისას ჟოზე მოურინიომ შემდეგი რამ განაცხადა: „არავისთან არაფერზე შევთანხმებულვარ. ახლა მონრეალში, კანადის გრან-პრიზე ჩავდივარ, დასვენებას ვაგრძელებ“.

მოურინიო: “თუ ზიდანი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, რაფა ყველას დაავიწყდება”

ჟოზე მოურინიომ მის ყოფილ კლუბზე, მადრიდის “რეალზე” და ზინედინ ზიდანზე ისაუბრა, რომელმაც გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. როგორც იცით, დებიუტანტმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესი ჩაანაცვლა, როცა გუნდში არც ისე კარგი მდგომარეობა იყო.

“მართალია, რომ ზიდანმა გუნდი გვიან ჩაიბარა, მაგრამ მან გუნდში გადამწყვეტი ცვლილებების შეტანა მოახერხა. მან გუნდის დინამიკა სრულიად შეცვალა.

თუ ზიდანი ჩემპიონთა ლიგის მოგებას მოახერხებს, მაშინ ყველა დაივიწყებს იმ პრობლემებს, რაც გუნდს შობამდე ჰქონდა. ამ ცუდ გამოცდილებას ლიგის მე-11 ტიტული ჩაანაცვლებს.

ზიზუმ გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, რაც ასეთი ცუდი სტარტის შემდეგ გუნდს მთლიანად სეზონის შეცვლის საშუალებას აძლევს.

ეს იქნება ფინალი ორ გუნდს შორის, რომლებიც ძალიან კარგად იცნობენ ერთმანეთს, “რეალსა” და “ატლეტიკოს” შორის. ვფიქრობ, დიდებული მატჩის მომსწრენი გავხდებით.” – განუცხადა პორტუგალიემლა As-ს.

მოურინიო: “დიდ ფეხბურთს ივლისში დავუბრუნდები”

ჟოზე მოურინიოს ცნობით, ის დიდ ფეხბურთს 2016-17 წლების სეზონის დაწყებამდე დაუბრუნდება. თუმცა “ჩელსის” ყოფილ ბოსს არაფერი უთქვამს მის მომავალ სამუშაო ადგილზე.

“ფეხბურთს ივლისში დავუბრუნდები. ჯერ მხოლოდ მაისია. მაისიდან ივლისამდე არაფერია. ჩემი ცხოვრებით სიამოვნების მიღებას განვაგრძობ, მიყვარს ოჯახთან ერთად ყოფნა. მაგრამ, ივლისში აუცილებლად დავბრუნდები.

რა თქმა უნდა მენატრება.”

მოურინიომ გუნდის გვიან ჩაბარებაზე და ამის თანმხლებ პრობლემებზეც ისაუბრა: “რთულია გუნდის ასეთ დროს ჩაბარება, რამეთუ ამ დროს გუნდს თავისი საქმე უკვე გაკეთებული აქვს. პირადად მე, “ჩელსის” მოსამზადებელ პროცესზე დიდი გავლენა მოვახდინე და ეს 10 თვის წინ გავაკეთე.”

მოურინიო: „არბელოა ჩემი მეგობარია“

„რეალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მცველ ალვარო არბელოას სეზონის დასრულების შემდეგ მადრიდული კლუბიდან წასვლის შესახებ ისაუბრა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ არბელოასთან მუშაობის პერიოდში ეს ფეხბურთელი მის მეგობრად ჩამოყალიბდა.

„ალვარო ჩემი მეგობარია. ჩემთვის ის უბრალო მოთმამაშე არ არის. რატომ ხდება ფეხბურთელი მეგობრად? თუ პროფესიის, კლუბისა და თანაგუნდელების მიმართ სიყვარულს ავლენ, მაშინ უბრალო მოთამაშედ ვერ დარჩები.

„რეალის“ ისტორიაში ბევრი დიდებული ფეხბურთელია. არბელოას ასეთად მოხსენიება ძნელია, მაგრამ ის მათ შორისაა, ვინც გულშემატკივრებისთვის, მწვრთნელებისთვის და მეგობრებისთვის ყველაფერი გააკეთა.

არბელოას მხოლოდ მადლობას ვუხდი. ჩემი 16-წლიანი სამწვრთნელო კარიერის ისტორიაში ის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან ფეხბურთელებს შორისაა. ალვარო კარგი ადამიანია“, – ციტირებს მოურინიოს ესპანური „მარკა“.

მოურინიო: „რანიერისთან ტიტული წავაგე“

„ჩელსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „ლესტერ სიტის“ ინგლისის ჩემპიონობა მიულოცა.

„მინდა, მიცულოცო ყველა იმ ადამიანს, ვინც „ლესტერთან“ კავშირშია. რანიერისთან ჩემი ტიტული წავაგე. ძალიან ამაღელევებელია, რომ მისი კარიერის ამ ჯადოსნურ მომენტში ვცხოვრობ“, – ციტირებს მოურინიოს ბრიტანული „მირორი“.

მორატი: “ბენიტესის მწვრთნელად დანიშვნა შეცდომა იყო”

“ინტერის” ყოფილმა პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ აღიარა, რომ ჟოზე მოურინიოს გაშვება და მისი რაფაელ ბენიტესით ჩანაცვლება (2010-ში) დიდი შეცდომა იყო.

შეგახსენებთ, რომ “ინტერიდან” წასვლამდე ტრიპლეტის შესრულება მოახერხა “ნერაძურისთან” ერთად, რის შემდეგადაც ის მადრიდში გადაბარგდა.

“არასწორი არჩევანი გავაკეთეთ. მართალია, ბენიტესი მზად იყო, თანაც მოტივირებული, თუმცა მათ პიროვნებებს შორის სხვაობა საკმაოდ დიდი იყო.

ბენიტესი ფეხბურთელებს წარსულის დავიწყებისაკენ მოუწოდებდა. გვეშინოდა უკან გახედვა და იმით ამაყობა, რაც გავაკეთეთ. არ შეგვეძლო აღნიშვნა, ასე რომ წინა სეზონის ენთუზიაზმიც გაგვიქრა.”

Sky Sports: მოურინიო “პარის სენ-ჟერმენთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს

Sky Sports-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო “პარის სენ-ჟერმენთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს.

როგორც იცით, “პარკ დე პრინსის” ბინადრებმა უკვე გაინაღდეს ლიგა 1-ის ტიტული და ამასთანავე, საფრანგეთისა და ლიგის თასებზეც წარმატებით ასპარეზობენ, თუმცა იმ ფაქტმა, რომ ლორან ბლანის გუნდმა “სიტის” ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხა, არაბი შეიხები ძლიერ განარისხა.

პორტუგალიელ მწვრთნელს დიდი ხნის მანძილზე უკავშირებდნენ ინგლისურ “მანჩესტერ იუნაიტედს”, თუმცა მანჩესტერელებმა ლუი ვან გაალს ნდობა გამოუცხადეს.

დე ბრუინი: “მოურინიო უსამართლოდ მომექცა”

კევინ დე ბრუინი თვლის, რომ მის მიმართ ჟოზე მოურინიო უსამართლო იყო. როგორც იცით, კევინ დე ბრუინი “ვოლფსბურგში” გადასვლამდე “ჩელსის” ღირსებას იცავდა, თუმცა ჟოზე მოურინიომ მისი გუნდიდან გაშვება გადაწყვიტა.

“მან ყველა შემტევი ნახევარმცველი მასთან მიიხმო. მან მისი 6 ფეხბურთელის სტატისტიკური მონაცემები გვაჩვენა – ასისტები, გოლები, პასების სიზუსტე, დრიბლინგი. მას იმის დამტკიცება უნდოდა, რომ მე სხვების დონეზე ვერ ვთამაშობდი.

მე კი მარტივად ვუპასუხე: ‘ვწუხვარ, მაგრამ ეს ლოგიკური არ არის. მე სხვებთან შედარებით გაცილებით ნაკლები სათამაშო დრო მაქვს. როგორ შეიძლება ასეთი შედარება?’ ჩემი გადმოსახედიდან ეს დიდი უსამართლობა იყო.

იმ ხალხმა, რომელიც მე კარგად მიცნობს, სიმართლე იცის. რამოდენიმე თვის შემდეგ, “ვოლფსბურგის” მთავარი ფეხბურთელი გავხდი და მსოფლიო ჩემპიონატზეც კარგად ვითამაშე. ვინ აღმოჩნდა მართალი? მე მხოლოდ ფეხბურთის თამაში მინდა. სკამზე ჯდომით ბედნიერი ვერ ვიქნები.

მის მიერ ბუქარესტში გამართული პრეს კონფერენციის შემდეგ უფრო ბევრს ვშრომობდი, დასვენების დღეებშიც კი. თუმცა ჩემი სიტუაცია არ შეცვლილა. შემდეგ კი მეგობრულად ვუთხარი მას: ‘გთხოვ, წასვლის უფლება მომეცი’.

მოურინიომ კი მითხრა, რომ ჩემ გაშვებას არ აპირებდა, არც არენდით – ‘შენ კარგი ფეხბურთელი ხარ’. მაგრამ მეტი რა უნდა გამეკეთებინა.

“ჩელსის” ჩემი დაბრუნება სურდა, დარჩენაც კი, თუმცა ყველაფერი საკმარისად გამოვცადე. წასვლა მინდოდა.”

ალონსო: “პიროვნულად პეპი და ჟოზე ერთმანეთს ძალიან გვანან”

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველს, ჩაბი ალონსოს სჯერა, რომ პიროვნულად ჟოზე მოურინიო და პეპ გვარდიოლა მსგავსები არიან, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული საფეხბურთო ფილოსოფია ემხრობიან.

“საფეხბურთო კუთხით პეპი და ჟოზე აშკარად განსხვავებული ადამიანები არიან, თუმცა მათ პიროვნულობაში ბევრ მსგავსებას ვხედავ.

მოურინიო 100%-ით კონკურენტუნარიანია, მას ყველაზე მეტად მოგება უნდა და ამის მისაღწევად გზიდან ყველას იშორებს.” – განაცხადა ალონსომ, რომელიც ამჟამად პეპის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

მოურინიო: “გარანტიას გაძლევთ, ზაფხულში დავბრუნდები”

ჟოზე მოურინიო თითქმის დარწმუნებულია, რომ ის სამწვრთნელო კარიერას ზაფხულში განაახლებს. პორტუგალიელმა ისიც აღიარა, რომ ამ დროის მანძილზე რამოდენიმე კარგი შემოთავაზება მიიღო.

“შემიძლია გარანტია მოგცეთ (თითქმის), რომ ზაფხულში ჩემს სამუშაოს დავუბრუნდები. საკმაოდ კარგი წინადადებები მივიღე.” – განაცხადა მან პორტუგალიურ ჟურნალთან ინტერვიუში.

“ეხლა მხოლოდ ჩემს სურვილზეა დამოკიდებული თუ როგორ გადაწყვეტილებას მივიღებ. ზაფხულში, სეზონის ბოლოს მომდევნო კლუბის შესახებ ყველას ეცოდინება.” – განაცხადა “ჩელსის” ყოფილმა ბოსმა.

კალდერონი: “დარწმუნებული ვარ, რომ თუ “რეალი” ვერ მოიგებს, მადრიდულ კლუბს ჟოზე ჩაიბარებს”

რამონ კალდერონი დარწმუნებულია, რომ თუ ზინდეინ ზიდანი წლევანდელ სეზონში ვერაფრის მოგებას ვერ შესძლებს, მაშინ მას ჟოზე მოურინიო ჩაანაცვლებს, რომელსაც “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.

“თუ მოურინიო “მანჩესტერ იუნაიტედში” არ გადავა, ის “რეალის” შემდეგი მწვრთნელი გახდება. ამაში დარწმუნებული ვარ. თუ გუნდი ვერაფრის მოგებას ვერ მოახერხებს, სამწუხაროდ, კვლავ მოურინიოს ხილვა მოგვიწევს მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ეს ჩემი აზრია.

ის დაბრუნდება და დაბრუნდება საომარი სიტუაციებიც, არაკომფორტული პრეს კონფერენციები, ფიფა, უეფა, იუნისეფი. ეს დრო კლუბისთვის საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა. ახლა, მის გარეშე, მეტი სიმშვიდეა.

ის მრავალი კონფლიქტის პროვოცირებას ახდენდა, ის იდეალური ვარიანტისგან საკმაოდ შორს იყო. პრეზიდენტმა მისი დაყოლიება არაერთხელ სცადა. თუ ზიდანი ვერაფერს მოიგებს, მაშინ მისი მადრიდული კარიერა დასრულდება.” – განაცხადა კალდერონმა.