მოურინიო: “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელებმა არ იციან, რა არის მოგება”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ “წითელმა ეშმაკებმა” ჯერ კიდევ არ იციან, რა არის ნამდვილი მოგება.

“იცით, რამდენი ჩემპიონი დამხვდა გუნდში, როდესაც “მანჩესტერ იუნაიტედში” მოვედი? მხოლოდ “ვეტერანები”, რომელთა კარიერებიც უკვე დასასრულს უახლოვდება და რომლებიც სერ ალექს ფერგიუსონის ერადან იყვნენ შემორჩენილები.

სხვება არ იციან რა არის მოგება. შეუძლებელია მათ ფეხბურთი ვასწავლო, მხოლოდ ის შემიძლია, მათ თუ როგორ უნდა იფიქრონ. მთავარი ხომ იდეებია.

გუნდების არჩევაში ძალიან ცუდი ვარ, ყოველთვის ისეთ გუნდებს ვირჩევ, რომლებიც დიდ გასაჭირში არიან – “ინტერი”, “რეალი”, ახლა კი “მანჩესტერ იუნაიტედის” ჯერია, ” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.

მოურინიო: “როცა “რეალში” მივედი, რამოსს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალშიც კი არ ჰქონდა ნათამაშები”

ჟოზე მოურინიო “რეალში” 2010-2013 წლებში მუშაობდა. პორტუგალიელმა მწვრთნელმა მისი მადრიდული კარიერა გაიხსენა.

“რეალის” კაპიტანს, რომელიც უკვე ჩემპიონთა ლიგის სამი თასის მფლობელია, 1/4 ფინალში 2010 წლამდე ნათამაშები არ ჰქონდა. როცა მე გუნდში მივედი, მაშინ მოუწია სერხიო რამოსს ამ ეტაპზე ასპარეზობა. ზოგადად, ყველაზე მეტად, იმ კლუბებში მუშაობა მიყვარს, რომელთაც მოგება სურთ, თუმცა ამ მიზნისგან შორს არიან. “რეალიც” ჩემი მისვლის მომენტში ასეთი იყო.”

“ძალიან მიყვარს ისეთი მოთამაშეების გაწვრთნა, რომლებიც აზროვნებენ და კონკრეტულ მომენტში შეტევის განვითარების რამდენიმე ვარიანტი წარმოექმნებათ ტვინში. საბოლოოდ, სწორედ ასეთი მოთამაშეებით შემიძლია, სასურველ მიზანს მივაღწიო,” – განაცხა

ჟოზეს ოთხი სამიზნე და გამოყოფილი 300 მილიონი

Daily Mail-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “მანჩესტერ იუნაიტედი” პოლ პოგბაში გადახდილ მილიონებს არ სჯერდება და მზადაა, ზაფხულში 300 მილიონი ფუნტი დახარჯოს.

გთავაზობთ ჟოზე მოურინიოს ოთხ სამიზნეს, ანუ იმ ფეხბურთელებს, რომელთაც “წითელი ეშმაკებისათვის” ძველი დიდების დაბრუნება შეუძლიათ…


ანტუან გრიზმანი | 86.6 მილიონი ფუნტი

ზაფხულის წინა სატრანსფერო ფანჯრის მთავარი საგა პოლ პოგბას ტრანსფერი გახლდათ. წელს კი, როგორც ჩანს, მანჩესტერული ჟურნალების გარეკანს გრიზმანის ფოტოები ჩაანაცვლებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ არც გრიზმანია წინააღმდეგი იმ კლუბის დატოვებისა, სადაც ის ნამდვილ ვარსკვლავად ჩამოყალიბდა. მისთვის ბრძოლაში კი სწორედ რომ ჟოზე მოურინიო კლუბია დაწინაურებული.

რა თქმა უნდა, გრიზმანის კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი თანხის გადახდა (86.6 მილიონი ფუნტი) ინგლისელთათვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.


მაიკლ კინი | 30 მილიონი ფუნტი

“მანჩესტერ იუნაიტედის” კიდევ ერთი მონანიება – “წითელი ეშმაკები” მზად არიან 30 მილიონი ფუნტი გადაიხადონ მაიკლ კინის ტრანსფერში, რომელიც ლუი ვან გაალმა 2015 წელს ორ მილიონ ფუნტად გაუშვა.


რომელუ ლუკაკუ | 100 მილიონი ფუნტი

ლუკაკუმ “ევერტონთან” ერთად კიდევ ერთი ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და ყველას დაუმტკიცა, რომ დიდ გუნდში თამაშს იმსახურებს.

ბელგიელი ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერ ლიგის 37 მატჩში 25 გოლის გატანა შეძლო, კარგა ხანია, რაც მოურინიოს ინტერესთა სფეროში იმყოფება.


ანდრეა ბელოტი | 86.6 მილიონი ფუნტი

გრიზმანის მსგავსად, ბელოტის გამოსასყიდი თანხაც 86.6 მილიონ ფუნტს შეადგენს.

“ტორინოს” მაისურით, სერია ა-ში ჩატარებულ 34 მატჩში ბელოტიმ 25-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება. ყველაფერთან ერთად, ის სულ რაღაც 23 წლისაა.


მოურინიო: “აიაქსი” ევროპა ლიგაზე არ უნდა თამაშობდეს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო თვლის, რომ “აიაქსი” ევროპა ლიგის ფინალში არ უნდა თამაშობდეს გამომდინარე იქიდან, რომ ამ გუნდმა სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე დაიწყო.

“აიაქსი” ჩემპიონთა ლიგის გუნდია, მათ სეზონი ამ ტურნირზე დაიწყეს.

მე ყოველთვის ამის წინააღმდეგი ვიყავი, ჩემი აზრით, გუნდს ერთ სეზონში ორ ევროპულ ტურნირზე თამაშის უფლება არ უნდა ჰქონდეს.

თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გასვლას ვერ შეძლებს, ის სახლში უნდა გაუშვან და არა სხვა ტურნირზე.

ევროპა ლიგაზე მხოლოდ ის გუდნები უნდა თამაშობდნენ, რომლებმაც სეზონი სწორედ ამ ტურნირზე ასპარეზობით დაიწყეს, როგორც ჩვენ,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.

მოურინიო: “ახლა პრემიერ ლიგის მატჩებში მონაწილეობის მიღება ნამდვილად არ გვინდა”

ლონდონის “ტოტენჰემთან” განცდილი მარცხის (2-1) შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ “წითელ ეშმაკთა” სათამაშო ტაქტიკა გაამართლა.

“ცდებიან, როდესაც ამბობენ, რომ ევროპა ლიგაზე გადართვით დიდი რისკი გავწიეთ. უბრალოდ შეუძლებელია 15 ფეხბურთელით ორ ფრონტზე ბრძოლა.

მოედანზე სწორედ ის ფეხბურთელები გავიდნენ, რომლებთაც 90 წუთი თამაში სჭირდებოდათ. ახლა პრემიერ ლიგის მატჩებში თამაში ნამდვილად არ გვინდა.

მომავალი სეზონი? მომავალზე საუბრის დრო ახლა ნამდვილად არ არის. ამ დროისთვის ერთადერთი რაც მადარდებს, ევროპა ლიგის ფინალია,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.

ნევილი: “მოურინიოს შედეგი არ ადარდებდა, “არსენალთან” მატჩის შემდეგ იღიმოდა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მცველის, ფილ ნევილის თქმით, ჟოზე მოურინიოს “არსენალთან” გამართული მატჩის შედეგი დიდად არ ადარდებდა.

“ეს იყო მეხუთე და მეექვსე ადგილებზე მყოფი გუნდების დაპირისპირება, თუმცა მეცხრე-მეათე ადგილოსნების უინტერესო თამაშს უფრო ჰგავდა, როდესაც შედეგს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

დიახ, “არსენალმა” მოიგო და “იუნაიტედის” დაუმარცხებელი სერიაც დაასრულა, მაგრამ ეს არავის აინტერესებდა – მათ შორის ჟოზე მოურინიოსაც.

13 წლის მცდელობის შემდეგ, ვენგერმა პირველად დაამარცხა მოურინიო ტურნირის მატჩში. თუმცა, მოურინიო ამაზე სულაც არ ფიქრობდა. პირველად ვნახე ასეთი მოდუნებული და მომღიმარი მატჩის შემდეგ,” – აცხადებს ნევილი.

მოურინიო: “ახლა ჩვენთვის ოთხეულში შესვლაზე მნიშვნელოვანი ევროპა ლიგის მოგებაა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ “არსენალთან” განცდილი მარცხის (2-0) შემდეგ, პრესასთან ისაუბრა.

ამ დროისთვის, “მანჩესტერ იუნაიტედი” ოთხი ქულით ჩამორჩება მეოთხეადგილოსან “მანჩესტერ სიტის”, წინ კი მხოლოდ სამი მატჩია დარჩენილი. ამიტომაც, “წითელმა ეშმაკებმა” მეოთხე ადგილზე ოცნებას ევროპა ლიგის მოგება ამჯობინეს.

“დიახ, მთლიანად ევროპა ლიგაზე ვართ გადართულები. დღესაც ასე იყო, მხოლოდ შედეგისთვის ვთამაშობდით.

შეიძლება საუკეთესო ფეხბურთელებით არ გვითამაშია, მაგრამ იმაში ნამდვილად ვერ დაგვადანაშაულებთ, რომ თამაშის მოგება არ გვიცდია. სწორედ ამის გაკეთებას შევეცდებით პრემიერ ლიგის დარჩენილ სამ მატჩშიც,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.

ბენ არფა: “მოურინიო და სიმეონე ფეხბურთს კლავენ”

“პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდმა, ჰატემ ბენ არფამ დიეგო სიმეონესა და ჟოზე მოურინიოს სათამაშო სტილი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათი დაცვითი სისტემა “ფეხბურთს კლავს”.

“ბევრი მწვრთნელი იყენებს ასეთ სტილს და ამას იმით ამართლებენ, რომ ეს სისტემა მეტოქეს ბლოკავს, მოქმედების საშუალებას არ აძლევს. მათ შორის არიან მოურინიო და სიმეონე, ისინი ფეხბურთს კლავენ. ამ თამაშის არსი ეს ნამდვილად არ არის.

ეს საპირისპიროა იმ თეორიისა, რაც კრუიფმა შემოგვთავაზა. ის თავისუფლების მომხრე იყო. მათი სტილი კი სიამოვნების მიღების საშუალებას უბრალოდ არ იძლევა.

სპექტაკლები აღარ იდგმება, ფეხბურთი ინტერესს კარგავს. საფეხბურთო მატჩების ყურებით სიამოვნებას ვეღარ ვიღებ. ლიგა 1-შიც კი, ჩვენ ვკლავთ ფეხბურთს,” – აცხადებს ბენ არფა.

“კრიშტიანუ რონალდუ? მისი თამაშის ყურება ჩემში არანაირ ემოციას არ აღძრავს. ის ზედმეტად პროგნოზირებადია,” – დაამატა მან.

ჟოზე მოურინიო: “იბრაჰიმოვიჩის დარჩენითაც და წასვლითაც ბედნიერი ვიქნები”

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. თუმცა, არის იმის შანსი, რომ 35 წლის ფეხბურთელი კივდევ ერთი წლით დარჩეს “წითელი ეშმაკების” რიგებში.

ჟოზე მოურინიომ შვედი ფეხბურთელი შეაქო და “მანჩესტერში” მის დარჩენა-არდარჩენას შეეხო.

“ზლატანის საკითხში არ ვერევი. წყნარად ვარ და ველოდები, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის. თუ გადაწყდება, რომ “იბრა” კლუბში დარჩება, ამით კმაყოფილი ვიქნები. ის შესანიშნავი და საჭირო ფეხბურთელია.”

“თუ შვედი სეზონის ბოლოს გუნდიდან წავა, ამითაც კმაყოფილი ვიქნები. მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. თუ მას ახალი გამოწვევა სურს, შეუძლია, სხვა კლუბში გადავიდეს,” – განაცხადა პორტუგალიელმა.

2016/17 წლების სეზონში რონალდუმ 87 მილიონი გამოიმუშავა, მოურინიომ – 28 მილიონი

ფრანგული, საკმაოდ ავტორიტეტული გამოცემა France Football იმ ფეხბურთელთა და მწვრთნელთა სიას აქვეყნებს, რომლებმაც მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი ფული გამოიმუშავეს.


ტოპ-5 ფეხბურთელი:


1. კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”) – 87,5 მილიონი ევრო

2. ლიონელ მესი (“ბარსელონა”) – 76,5 მილიონი ევრო

3. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 55,5 მილიონი ევრო

4. გარეტ ბეილი (“რეალი”) – 41 მილიონი ევრო

5. ესეკილ ლავესი (“ჰებეი ჩაინა ფორჩუნი”) – 28,5 მილიონი ევრო


ტოპ-5 მწვრთნელი:


1. ჟოზე მოურინიო (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 28 მილიონი ევრო

2. მარსელო ლიპი (ჩინეთის ნაკრები) – 23 მილიონი ევრო

3. ლორან ბლანი (ამჟამად უმუშევარი, აქამდე “პსჟ”-ში მუშაობდა) – 20 მილიონი ევრო

4. კარლო ანჩელოტი (“ბაიერნი”) – 15,8 მილიონი ევრო

5. ხოსეპ გვარდიოლა (“მანჩესტერ სიტი”) – 14,5 მილიონი ევრო

რა მიზნით ეწვია ჟოზე მოურინიო ხორვატიას?

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ხორვატიას ესტუმრა და ხორვატებსა და უკრაინელებს შორის გამართულ საფეხბურთო დაპირისპირებასაც დაესწრო.

პორტუგალიელის ეს ვიზიტი პრესაში მალევე დაუკავშირეს “ინტერის” ხორვატი ნახევარმცველის, ივან პერიშიჩის ტრანსფერს, თუმცა ჟოზემ ეს ინფორმაცია უარყო.

“არანაირი ფარული მიზეზი არ არსებობს. აქ დასვენებების მიზნით და ჩემი მეგობრების სანახავად ჩამოვედი, მათ შორის პრედრატ მიატოვიჩისა და დავორ შუკერისაც.

ვიცი, ყველას გონია, რომ აქ ფეხბურთელებზე დასაკვირვებლად ჩამოვედი, მაგრამ დღეს ამისათვის მრავალი სხვა საშუალება არსებობს და აქ ჩამოსვლა სულაც არ არის საჭირო. მე მათ, ყველას ვიცნობ,” – აცხადებს პორტუგალიელი.

ჟოზე მოურინიო ზაგრებში იმყოფება (ფოტო)

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ზაგრებში იმყოფება, რათა ივან პერიშიჩის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები აწარმოოს.

როგორც იცით, 28 წლის ფეხბურთელი საკმაოდ ახლოსაა “ინტერის” დატოვებასთან – ის ფაქტი, რომ მილანელები ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას ვერ ახერხებენ მის წასვლას თითქმის გარდაუვალს ხდის.

24sata-ს მიერ დადასტურებული ცნობების მიხედვით, მოურინიო პერიშიჩის ყოფილი კლუბის მფლობელებთანაც აპირებს შეხვედრას.

The Sun-ის ჟურნალისტები კი უკვე იმ თანხასაც ასახელებენ, რომლის გადახდაც მანჩესტერელებს მოუწევთ პერიშიჩის ტრანსფერში – საუბარია 35 მილიონ ფუნტზე.