16 მარტს ოფიციალურად დადასტურდა, რომ “მიდლსბროს” უკვე ყოფილი მწვრთნელი, აიტორ კარანკა პრემიერ ლიგის გუნდს აღარ გაწვრთნიდა. ეს სპეციალისტი წარსულში ჟოზე მოურინიოს თანაშემწე იყო.
სწორედ პორტუგალიელმა მწვრთნელმა ისაუბრა კარანკაზე. მისი აზრით, ესპანელმა გუნდიდან გაგდება დაიმსახურა.
” ვფიქრობ, მან გუნდიდან წასვლა დაიმსახურა. კარანკამ პირველ წელს კლუბი ჩემპიონშიფიდან გავარდნისგან იხსნა. მეორე წელს “მიდლსბრომ” “უემბლიზე” პლეი-ოფის ფინალი ითამაშა. შარშან კარანკამ გუნდი პრემიერ ლიგაში გადმოიყვანა. წელს კი, დრო იყო, წასულიყო. “მიდლსბროს” შედეგები არასახარბიელო იყო,” – განაცხადა ჟოზემ.