გვარდიოლა და მოურინიო 2016 წელს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს

სულ ცოტა ხნის წინ ინგლისის ლიგის თასის 1/16 ფინალის ბოლო რვა შეხვედრა დასრულდა.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ნორთჰემპტონ თაუნს” მოუგო, ანგარიშით, 3-1. მეორე მანჩესტერულმა გუნდმა – “სიტიმ” გასვლაზე “სუონსი” დაამარცხა (2-1). მოკლედ, ორივე კლუბი მერვედფინალში გავიდა.

საგულისხმოა, რომ ნახსენებ ეტაპზე პეპ გვარდიოლასა და ჟოზე მოურინიოს გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

“უოტფორდი” – “მანჩესტერ იუნაიტედი”; 5 რამ, რაც ამ მატჩიდან ვისწავლეთ

გუშინ პრემიერ ლიგის მეხუთე ტურში ერთმანეთს “უოტფორდი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ფავორიტები, რა თქმა უნდა, “წითელი ეშმაკები” იყვნენ, რომლებსაც ამ მეტოქესთან 30 წელი არ ჰქონდათ წაგებული. ამას რომ თავი დავანებოთ, მოურინიოს შეგირდებმა წინა ტურში მანჩესტერული დერბი დათმეს და ახლა მოგება ჰაერივით სჭირდებოდათ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, კლუბმა საშინელი თამაში აჩვენა და “უოტფორდთან”, ანგარიშით, 1-3 დამარცხდა.

ამ თამაშში ძალიან ბერვი რამ გამოიკვეთა. Fanebi.Com-ი გთავაზობთ იმ ხუთი მთავარი საკითხის განხილვას, რაც “უოტფორდისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” დაპირისპირებიდან ვისწავლეთ.

1. “იუნაიტედს” უკანა ხაზში დიდი პრობლემები აქვს.

ფოტო, რომელიც დე ხეას და კრის სმოლინგის შეუთანხმებელ მოქემდებას ასახავს. ამ მომენტში ორმა თანაგუნდელმა ერთმანეთს შეუშალა ხელი, რამაც “მანჩესტერის” კართან სიტუაცია ძალიან დაძაბა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს სმოლინგის პირველი შეხვედრა იყო ამ სეზონში. შარშანდლისგან განსხვავებით, ინგლისელი ნამდვილად არაა სათანადო ფორმაში. ეს ჟოზე მოურინიოს დამატებით სადარდელს უჩენს: ვინდა დააყენოს დაცვის ცენტრში ბაილთან ერთად? ბლინდი? ჰოლანდიელი ნამდვილად არაა ცენტრალური მცველი და არ გააჩნია ყველა ის საჭირო და ძირითადი თვისება, რომელიც მეკარის წინ მოთამაშე ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს. კრისი კი, როგორც ვთქვით, ჯერ არაა ფორმაში.

ვნახოთ, როგორი დაცვით ითამაშებს სეუ ჟოზე მომდევნო შეხვედრებში.

2. “უოტფორდი” ახალ სეზონში განსხვავებული მიზნისთვის იბრძოლებს.

მეხუთე ტურის შეხვედრაში ნამდვილად გამოჩნდა, რომ “უოტფორდს” ბოლო პერდიოდის ყველაზე კარგი შემადგენლობა ახლა ჰყავს. ესაა ძალიან დაბალანსებული და შეკრული კოლექტივი, რომელსაც ბევრი თვისებით “ლესტერ სიტისაც” კი შევადარებთ.

პირველ რიგში, უნდა დავიწყოთ ეტენ კაპუთი, რომელმაც გუშინ “წითელი ეშმაკების” კარის ბადე შეარხია და მისი გუნდი დააწინაურა. ფრანგი ნახევარმცველი “უოტფორდის” დირიჟორია, სწორედ ის იწყებს სახიფათო შეტევებს. მოკლედ, ახლა კაპუ ნამდვილად განსხვავდება იმ მოთამაშისგან, რომელიც  შარშან “ტოტენჰემში” იყო.

“უოტფორდის” დამრტყმელ ძალას წარმოადგენს დუეტი, რომელიც ტროი დინისა და ოდიონ იგალოსგან შედგება. ამ უკანასკნელმა გუშინ “მანჩესტერს” მეორე ლურსმანი ჭაარჭო 24-ე წუთზე. რაც შეეხება დინის, იგი 7 წელია ამ გუნდში თამაშობს და ყოველთვის პროდუქტიულია.

არ უნდა დაგვავიწყდეს დაცვის ბურჯი, პრიოდლი, რომელიც ნამდვილად საიმედო უკანახაზელია. ასევე, სუნიგა, რომელმაც გუშინ მატჩის მიწურულს გაიტანა, ბოლო ჭანჭიკი გამოაძრო მოურინიოს მანქანას და წერტილი დაუსვა ყველაფერს.

3. “მანჩესტერის” ეს ნახევარდაცვა არ მუშაობს!

შეხვედრის შემდეგ პოლ სქოულზმა პოლ პოგბა გააკრიტიკა და თქვა, რომ დავალებულ საქმეს იგი ნამდვილად ვერ უმკლავდება. ფრანგს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. მან 5 შეხვედრაში, რომელიც “წითელი ეშმაკების” რიგებში ჩაატარა, ვერცერთი გოლი გაიტანა და ვერცერთი ასისტი მიიწერა ანგარიშზე. იგი ძალიან გვაგონებს იმ ფელაინის, რომელიც “ევერტონში” გუნდის ლიდერი იყო, შემდეგ “მანჩესტერში” გადავიდა და პირველ სეზონში მოედნის ცენტრში ხესავით იდგა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაშინ ბელგიელი 32.4 მილიონ ევროდ იყიდეს ინგლისელებმა. პოგბაში კი 3-ჯერ (და კიდევ უფრო მეტი) თანხაა გადახდილი. მას დროზე ესაჭიროება გონს მოსვლა.

რუნი? გუნდის ლიდერი? არაფერი ეტყობა, საერთოდ! გუნდის ლიდერმა მაშინ უნდა ივარგოს, როცა კოლექტივს ძალიან უჭირს წარმატების მიღწევა. მან ინდივიდუალური ოსტატობოს ხარჯზე უნდა შექმნას რაღაც და ამით დაეხმაროს თანაგუდნელებს. მაგრამ, რუნი ამ ყველაფრისგან გუშინ ძალიან შორს იყო. მას ბევრჯერ ჰქონდა ბურთი, თუმცა განსაკუთრებული ვერაფერი შექმნა.

მოკლედ, ტრიო: რუნი, ფელაინი, პოგბა – არ მუშაობს!

4. ლუის ვან გაალის გავლენა ისევ იგრძნობა!

ერთი თვის წინ ჟოზე მოურინიომ “მანჩესტერის” ფეხბურთელებზე თქვა: “მათ ტვინებში არის ისეთი რაღაცებიც, რაც ავტომატურად მუშაობს და რისი შეცვლაც ძალიან რთულია.” მისი ნათქვამი წაგებულ შევხედრებში ახდა.

ბოლო სამ წარუმატებელ მატჩში ნამდვილად იგრძნობა, რომ ზოგი ფეხბურთელი ისევ ჰოლანდიელი მწვრთნელის გუნდის სტილში თამაშობს. ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს მთლიანად კოლექტივზე.

5. “მანჩესტერი” რასაც არ უნდა აკეთებდეს, რეშფორდს მუდამ სარგებელი მოაქვს

გუშინ მარკუსმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი. ესაა თავხედი, აგრესიული და სწრაფი ახალგაზრდა, რომელსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლია რაღაც საინტერესოს შექმნას. იგი არ ერიდება ავტორიტეტებს და ნებისმიერი გუნდის კარის აღებაზეა დაგეშილი.

რეშფორდის ერთ-ერთი კარგი თვისება ისაა, რომ, რაც არ უნდა ცუდად თამაშობდეს “მანჩესტერი”, ინგლისელი მაინც მოწოდების სიმაღლეზეა და ცდილობს ინდივიდუალურად გააკეთოს სასარგებლო რამ.

იგი ძალიან განსხვავდება ანტონი მარსიალისგან, რომელიც მარკუსზე გამოცდილი, თუმცა, უსარგებლოა.

იბრაჰიმოვიჩი: “მოურინიოს და მე გამარჯვებულის მენტალიტეტი გაგვაჩნია!”

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მის ახლანდელ მწვრთნელზე, ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა და თქვა, რომ მას, “ინტერის” დროიდან მოყოლებული, ძალიან კარგად იცნობს; ორივეს ერთად წარმატებების მიღწევა არ გაუჭირდებათ, რადგან გამარჯვებული მენტალიტეტი აქვთ.

“დიდი ხანია, ჟოზეს ვიცნობ. ვიცი, რა უნდა მას და რის ხარჯზე ცდილობს  კონკრეტული მიზნის მიღწევას.”

“მას და მე გამარჯვებულის მენტალიტეტი გაგვაჩნია. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მომენტსა და სიტუაციაში ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მაქსიმუმს – გამარჯვებას მივაღწიოთ.”

“წარსულში მეც ბევრ რამეს ვიგებდი და ისიც. ჩვენ ერთად 2009 წელს სერი ა-ს თასი აღვმართეთ.”

“ის უძლიერესი მწვრთნელია; ყველგან, რა დონის ფეხბურთელებიც არ უნდა ჰყავდეს, ყოველთვის წარმატება სურს. ამის დასტურია “პორტო”  – მან არც თუ ისე ძლიერი შემადგენლობით ჩემპიონთა ლიგა მოიგო.”

“ჟოზე ძალიან პირდაპირია. ის არასდროს საუბრობს ვინმეს ზურგს უკან. ამ თვისებას მასში ვაფასებ!” – განაცხადა იბრამ სეუ ჟოზეზე.

მოურინიო: “ბედნეირი ვარ, “ფერგის სტილში” რომ გავიმარჯვეთ”

გასვლაზე, “ჰალ სიტის” “ფერგის სტილში” დამარცხების შემდეგ, ჟოზე მოურინიომ პრესასთან ისაუბრა.

“სერ ალექს ფერგიუსონი ამ კლუბის უდიდესი ლეგენდაა. მე კი უბრალოდ ბედნიერი ვარ, რომ “ფერგის სტილში” მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება.

ვიცი, რომ ხალხი იმაზე დაიწყებს ლაპარაკს, რომ ჩვენ გაგვიმართლა და ამიტომაც გავიტანეთ ის გოლი. თუმცა, სიმართლე სხვანაირია, ჩვენ ეს დავიმსახურეთ, განსაკუთრებით კი მეორე ტაიმში.

ჩვენ ძალიან ვდომინირებდით, ინტენსიურად ვუტევდით, მაღალ ტემპს ვინარჩუნებდით და ყოველთვის მჯეროდა, რომ გოლს მაინც გავიტანდით.”

მოურინიო: “მჯერა, რომ პოგბა სეზონში 20 გოლის გატანასაც ვერ შეძლებს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს სჯერა, რომ პოლ პოგბა მსოფლიო საუკეთესო ნახევარმცველია თუმცა, მისგან ყოველ მატჩში გაბრწყინებას ნამდვილად არ ელის.

“შეუძლია პოლს გაიტანოს იმდენივე გოლი, რამდენიც მესის და რონალდუს? მჯერა, რომ ის იმის მეოთხედსაც ვერ გაიტანს. მჯერა, რომ ის სეზონში 20 გოლის გატანას ვერ შეძლებს.

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსის ტარება წარმოუდგენელი რაოდენობის გოლების გატანას არ მოითხოვს. ის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია, მეტიც ის საუკეთესო ნახევარმცველია.

ჩემი გადმოსახედიდან, ის განსაკუთრებული ტიპის ზეწოლას არ გრძნობს. პოგბა ძალიან მშვიდად და კომფორტულად გრძნობს თავს.”

პრემიერ ლიგა: ჟოზემ სადებიუტო მატჩში “ბორნმუთი” დაამარცხა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 2016/17 წლების სეზონის პირველი მატჩი ჩაატარა ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედმაც”. “წითელი ეშმაკები” გასვლაზე “ბორნმუთს” დაუპირისპირდნენ.

მართალია, მატჩის პირველი ნახევარი “მანჩესტერმა” ისე ვერ ჩაატარა, როგორც ჟოზეს უნდოდა, თუმცა, პორტუგალიელი სპეციალისტის გუნდმა ანგარიშის გახსნა მაინც მოახერხა – თავი ესპანელმა ხუან მატამ გამოიჩინა.

მეორე ნახევარში სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. მატჩის 59-ე წუთზე უეინ რუნიმ ანგარიშის სხვაობა ორამდე გაზარდა, ხუთიოდე წუთში კი ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც გამოიჩინა თავი. 69-ე წუთზე “ალუბლების” სმიტმა გოლის გატანა მოახერხა, თუმცა ედის გუნდმა ქამ-ბექი ვერ შემოგვთავაზე.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი “მანჩესტერელთა” ახალწვეული, ერიკ ბაილი დასახელდა.


81

“ბორნმუთი”: ბორუცი; ფრენსისი, სტივ კუკი, დენიელსი, ადამ სმიტი; აიბი, არტერი, სურმანი, ლიუის კუკი; კინგი, კალუმ უილსონი

მთავარი მწვრთნელი: ედი ჰაუ

“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; ვალენსია, ბაილი, ბლინდი, შოუ; ფელაინი, ანდერ ერერა; რუნი, მატა, მარსიალი; იბრაჰიმოვიჩი

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

მოურინიო: “პოგბას საკუთარი ადგილისთვის ბრძოლა მოუწევს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის თქმით, კლუბის სარეკორდო შენაძენს, პოლ პოგბას ბრძოლა მოუწევს იმისათვის, რომ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მოიპოვოს.

როდესაც პორტუგალიელს ჰკითხეს, პოგბას ტრანსფერის შესახებ, მან განაცხადა: “ვფიქრობ ყველაფერი დასრულდა, როგორც იქნა.

საოცარია, რომ ჩვენს გუნდს ასეთი კარგი ფეხბურთელი შემოუერთდება. როგორც იქნა, ჩვენ ის გავიფორმეთ. პოგბა ჩემპიონ გუნდში მოდის.

მაგრამ, მან ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს, რათა გუნდში ადგილი დაიმკვიდროს.” – განაცხადა მოუმ მას შემდეგ, რაც ინგლისის სუპერთასის მატჩში “ლესტერი” დაამარცხა (2-1).

მოურინიო: “მწვრთნელ რონალდუს” პორტუგალიის წარმატებაში არანაირი წვლილი არ შეუტანია”

ჟოზე მოურინიო თვლის, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალში კრიშტიანუ რონალდუს აქტიურობას პორტუგალიის ნაკრებზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია და რომ ეს უბრალოდ ზედმეტი ემოციურობა იყო.

“ფინალის ბოლო წუთებში მას აბსოლიტურად არაფერი არ გამოუმუშავებია. მოედანზე 11 ფეხბურთელი იყო გამოსული, რომლებიც საკუთარ საქმეს აკეთებდნენ, მათ სათავეში კი იყო მწვრთნელი.

მე ამას ზედმეტ ემოციურობად შევაფასებდი, ისეთი ვიღაცისაგან, რომელიც ხედავდა, რომ მის გუნდს სულ რამოდენიმე წუთი აშორებდა მთავარ მიზნამდე.

მან საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა. თუმცა არ ვამბობ, რომ ეს ცუდი რამ არის. ვფიქრობ, ის 11 ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე იყო, მთლიანად მატჩზე იყო კონცენტრირებული.

ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ასეთ მომენტებში, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებია მისაღები, ფეხბურთელების საკუთარ, პატარა სამყაროში იკარგებიან”.

ინგლისური პრესა: შვაინშტაიგერს მეორე გუნდთან ერთად ვარჯიშს აიძულებენ

Daily Mail-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცი, ჟოზე მოურინიო, ბასტიან შვაინშტაიგერს “წითელი ეშმაკების” მეორე გუნდთან ერთად აიძულებს ვარჯიშს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 32 წლის გერმანელმა ფეხბურთელმა პირველი გუნდის გასახდელი უკვე დააცარიელა და საკუთარი ნივთები რეზერვების გასახდელში გადაიტანა.

როგორც იცით, “ბაიერნის” ყოფილი ფეხბურთელი ინგლისში გასულ წელს გადაბარგდა. მისი კონტრაქტი “მანჩესტერ იუნაიტედთან” ორი წლის შემდეგ იწურება.

უეინ რუნი: “მოურინიომ გუნდს თავისი ხელი უკვე დაატყო”

უენ რუნის თქმით, მოურინიოს მოსვლის შემდეგ, “მანჩესტერი” სწორ გზას დაადგა. ინგლისელი ფორვარდის აზრით, პორტუგალიელმა სპეციალისტმა უკვე დაატყო თავისი ხელი “წითელ ეშმაკებს”.

“ყოველთვის კარგია, როდესაც გუნდში ახალი მწვრთნელი მოდის. მოურინიომ გუნდში მებრძოლი სული გააღვიძა და ძველი მენტალიტეტიც დაგვიბრუნა.

ფეხბურთელებთან მას საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს. ვარჯიშები უფრო ძნელი, მაგრამ სასიამოვნოა. მზად ვართ, ძალიან ბევრს ვმუშაობთ.

ვიცით, რომ ამ სეზონს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემი გადმოსახედიდან, მან საკმაოდ კარგი ტრანსფერები განახორციელა.

ჩვენ, როგორც “მანჩესტერ იუნაიტედმა” უნდა მოვიგოთ და ეს მისთვის უნდა გავაკეთოთ. ფეხბურთელებზე ზეწოლა იგრძნობა, მაგრამ ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ. ვფიქრობ, რომ წინ დიდი გამოწვევა გველის.”

მოურინიო: “შეუძლებელია, “მანჩესტერი” ამაზე ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდეს”

ჟოზე მოურინიოს თქმით, შეუძლებელია მანჩესტერული კლუბი იმაზე ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდეს, რომელშიც ახლა არის. პორტუგალიელი სპეციალისტის აზრით, ევროპა ლიგაზე თამაში გუნდს პრემიერ ლიგაში დიდ პრობლემებს შეუქმნის.

“პრემიერლიგა გამონაკლისს არ დაუშვებს. არამგონია, ხუთშაბათს, ევროპა ლიგაზე თამაშის შემდეგ, მათ ორშაბათს თამაშის უფლება მოგვცენ. ჩვენ კვირას მოგვიწევს თამაში, პირველი სწორედ ჩვენი მატჩი იქნება.

ასე რომ, შეუძლებელია, “მანჩესტერი” ამაზე ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდეს. ეს ყველაზე ცუდი სიტუაციაა იმ გუნდისთვის, ვისაც პრემიერ ლიგის მოგება უნდა.

გაცილებით უფრო ადვილად არის ყველაფერი, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობ. გაცილებით უფრო ადვილია ისე თამაში, როგორც “ლივერპული” თამაშობდა ორი წლის წინ და როგორც “ჩელსი” ითამაშებს მომდევნო სეზონში.”

ჟოზემ “ჩელსის” გულშემატკივარი უყურადღებოდ დატოვა (ვიდეო)

“მანჩესტერ იუნაიტედი” პრე-სეზონის ფარგლებში ჩინეთში იმყოფება. აზიურ ტურზე ყოფნისას, ჟოზე მოურინიომ დრო გულშემატკივრებისთვისაც გამონახა – ის დიდი სიამოვნებით აწერდა ხელს მაისურებს მანამ, სანამ ლონდონის “ჩელსის” ლურჯ მაისურს დაინახავდა.