ზიდანმა თავისი საუკეთესო გოლი დაასახელა

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ზინედინ ზიდანი თავის საუკეთესო გოლად ნორვეგიის ნაკრების კარში გატანილ ბურთს თვლის. ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ეს გოლი 1998 წლის 28 თებერვალს, მარსელში გამართულ ამხანაგურ მატჩში გაიტანა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა, ზიდანის გოლის შემდეგ კი ფრანგები ანგარიშით 2:1-ს იგებდნენ.

გთავაზობთ აღნიშნული გოლის ვიდეომასალას.

 

ზიდანი: ”ინგლისი მუნდიალზე უნდა გავიდეს”

ლეგენდარული ზინედინ ზიდანი დარწმუნებულია იმაში, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრები 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოახერხებს გასვლას.

”ინგლისმა ბრაზილიის საგზული უნდა მოიპოვოს, თუმცა ამის გაკეთება ადვილი არ იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე გავა, რადგან მას ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, რომელსაც საინტერესო თამაშის ჩვენება შეუძლია”, – თვლის ზიდანი.

”მოგების შანსი ყველა იმ გუნდს ექნება, რომელიც მუნდიალზე გავა. ინგლისი – ერთ-ერთი მათგანია”, – აღნიშნა ზიზუმ.

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე ინგლისელებს სამი მატჩის ჩატარება დარჩათ. როი ჰოჯსონის გუნდი უკრაინას, ჩერნოგორიას და პოლონეთს შეხვდება.

ალექსანდრე მატევოსოვი