“პენსიონერები” მზად არიან, ზაფხულში სატრანსფერო აფეთქება მოაწყონ.
33 წლის შვედ შემტევს გუნდთან კონტრაქტი 12 თვეში ეწურება და ფრანგები მისგან ფულის აღებას ეცდებიან. ამას გარდა, ედინსონ კავანის მთავარ შემტევად აქცევენ.
Metro-ს ინფორმაციით, იბრაჰიმოვიჩის გადაბირებით “მილანია” დაინტერესებული, ასევე MLS-ის კლუბები, მაგრამ ზლატანისთვის ბრძოლაში “ჩელსი” გაიჭრა წინ.
წყაროს ცნობით, ლონდონელები ზლატანს საკმაოდ კარგ პირობებს სთავაზობენ და ამავდროულად, ჟოზე მოურინიოსთან მუშაობას.