შვედეთის ეროვნული ნაკრების ლიდერის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტმა პრესასთან მისი კლიენტის მომავალზე საუბრისას აღნიშნა, რომ ისინი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ. შეგახსენებთ, რომ 34 წლის ზლატანი თავისუფალი აგენტის სტატუსს ატარებს.
“არის თუ არა “იუნაიტედი” ის კლუბი, რომელშიც ზლატანი გადავა? გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, სიურპრიზი ბოლოს იქნება. ყველა “იუნაიტედზე” საუბრობს, ამიტომაც არ ვსაუბრობ ბევრს ჟურნალისტებთან.
მისით ინტერესდებიან კლუბები ინგლისიდან, ევროპიდან და ევროპის ფარგლებს გარედანაც, მაგრამ ყველა ლაპარაკობს იმაზე, რომ ის “იუნაიტედში” მიდის. ეს ასე არ არის.
არსად არ გვეჩქარება. მე მხოლოდ სარგებლის მიღებაზე ვზრუნავ. ერთადერთი, რისი დანამდვილებით თქმაც შემიძლია არის ის, რომ ის კარიერას არ დაასრულებს. ის მეფეა.”