იბრაჰიმოვიჩმა მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატი დაასახელა

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის ზლატან იბრაჰიმოვიჩის აზრით, იტალიის სერია ა მსოფლიოს საუკეთესო ლიგაა. აქამდე ფორვარდი „იუვენტუსის“, „ინტერისა“ და „მილანის“ შემადგენლბოაში გამოდიოდა, რის შემდეგ საფრანგეთში გადაბარგდა.

„სერია ა ის ადგილია, სადაც „იუვენტუსის“ დახმარებით ცნობილი გავხდი. „აიაქსში“ მსოფლიო დონის ვარსკვლავი არ ვყოფილვარ, თუმცა „იუვეში“ ყველაფერი შეიცვალა – ტურინში გადასვლის შემდემ მთელმა მსოფლიო გამიცნო. ბარსელონაში ერთ წელს თუ არ ჩავთვლით, იტალიაში 2004 წლიდან 2012 წლამდე ვცხოვრობდი. სამ დიდ კლუბთან ერთად ტიტულები მოვიგე და საუკეთესო მოთამაშე გავხდი. ჩემთვის სერია ა მსოფლიოს უძლიერეს ლიგად რჩება“, – ციტირებს შვედეთის ნაკრების ლიდერს „Gazzetta Dello Sport“-ი.

იბრაჰიმოვიჩი ჩემპიონთა ლიგაზე მატჩების რაოდენობით ტიერი ანრის გაუთანაბრდა

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელისთვის ზლატან იბრაჰიმოვიჩისთვის მადრიდის „რეალთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩი 113-ე გამოდგა.

ამ მაჩვენებლით შვედეთის ნაკრების ფორვარდი ლეგენდარულ ტიერი ანრის გაუთანაბრა. ამიერიდან ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით იბრა ფრანგთან მეათე ადგილს იყოფს.

ცნობისთვის, ამჟამად რეკორდული ამჩვენებელი იკერ კასილაისს ეკუთვნის, რომლის ანაგრიშზე ჩემპიონთა ლიგის 153 მატჩია.

„იბრაჰიმოვიჩი მესიზე და რონალდუზე უკეთესია“

ცნობილი საფეხბურთ აგენტი მინო რაიოლა თვლის, რომ მისი ერთ-ერთ კლიენტი, პსჟ-ს ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი თანამედროვეობის ორ გამორჩეულ ფეხბურთელზე ლიონელ მესიზე და კრიშტიანუ რონალდუზე უკეთესია.

„ჩემთვის ზლატანი მსოფლიოს ყველაზე მრავალფეროვან ფეხბურთელად რჩება. მისი დამატება ყველა კლუბს სურს.

ყოველი სატრანსფერო ფანჯრის დროს უამრავი კლუბისგან საინტერესო წინადადება მაქვს. იბრაჰიმოვიჩი მესისა და რონალდუს სჯობს“, – ციტირებს რაიოლას Goal.com-ი.

ცნობისთვის, აქამდე გავრცელებუყლი ცნობით, იბრაჰიმოვიჩი, შესაძლოა, სათამაშოდ აშშ-ში გადავიდეს.

იბრაჰიმოვიჩს ბავშები პსჟ-ს აკადემიაში ჩაირიცხნენ (ფოტოები)

„პარი სენ-ჟერმენის“ ისტორიაშის აუეკთესო თავდამსხმელის ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილები 9 წლის მაქსმილიანი და 7 წლის ვინსენტი პარიზული კლუბის აკადემიაში ჩაირიცხნენ. შეგახსენებთ, რომ საფრანეგთს დედაქალაქში შვედი მეოთხე სეზონს ატარებს, რაც ერთ კლუბში მისი დარჩენის რეკორდის განმეორებაა. ზუსტად ამდენი სეზონი მან აქამდე „აიაქსში“ ითამაშა.

1

ზლატანი: “წარმოუდგენელი იქნება ევრო-2016-ის ხილვა ჩემ გარეშე”

შვედეთის ნაკრების ლიდერმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება არ სურს. შეგახსენებთ, რომ მისმა გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური სტადიიდან ვერ მოიპოვა ფინალურ ტურნირზე თამაშის საგზური, თუმცა შვედეთის ნაკრებმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ახლა პლეი-ოფის გზით იბრძოლებს.

“ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება არ მინდა. ჩემთვის წარმოუდგენელია ამ ტურნირის ხილვა ჩემ გარეშე.
ჩვენ პირდაპირ ვერ მოხვდით, თუმცა სხვა გზით შევეცდებით საგზურის მოპოვებას. ვინც არ უნდა შეგვხვდეს პლეი-ოფში, რთული მატჩები იქნება.
ასეთ შეხვედრებში ყველა 200 პროცენტით იხარჯება, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ფინალურ ტურნირზე ჩვენ ვითამაშებთ”, – იბრაჰიმოვიჩის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში შემდეგი რვა გუნდი გავიდა: უნგრეთი, უკრაინა, ნორვეგია, დანია, შვედეთი, ირლანდია, ბოსნია/ჰერცეგოვინა, სლოვენია.

პლეი-ოფის წილისყრა კვირას ჩატარდება.

 

„იბრას მისამართით კრიტიკის მოსმენა სასაცილოა“

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა მაქსველმა თანაგუნდელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაიცვა, რომელსაც მიმდინარე სეზონში ცუდი თამაშის გამო აკრიტიკებენ.

„სასაცილოა იმის მოსმენა, რასაც იბრაჰიმოვიჩზე ამბობენ. ეს იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მან კარიერის განმავლობაში ან თუდნაც ამ სეზონში გააკეთა.

მას ტრავმა ჰქონდა და რითმში შესვლა ვერ მოასწრო, თუმცა უკვე თავდაჯერებულობა დაეუფლა და გოლების გატანაც დაიწყო. იბრას, უბრალოდ, ცოტა მეტი მატჩის ჩატარება სჭირდება. ზლატანის მსგავსი მოთამაშის კრიტიკა არასწორია“, – განაცხადა არგებტინელმა.

„მიხარია, რომ რონალდუ და იბრაჰიმოვიჩი ჩემს რეკორდებს აუმჯობესებენ“

„პარი სენ-ჟერმენისა“ და პორტუგალიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი პედრუ პაულეტა არ დარდობს, რომ მის რეკორდებს დღეს სხვა ფეხბურთელები ამყარებენ. ნაკრებში პაულეტეტას მიღწევა კრიშტიანუ რონალდუმ გაიმეორა, ხოლო პსჟ-ში ამასთან ახლოს ზლატან იბრაჰიმოვიჩია.

„რეკორდები იმისთვის გამოიგონეს, რომ ისინი ვინმემ დაამყაროს, მაგრამ მე ბედნიერი ვარ. ჩვენ უბრალო ფეხბურთელზე არ ვსაუბრობთ, ეს ზლატან იბრაჰიმოივიჩია, რომელსაც დიდებული შესაძლებლობები გააჩნია. გასულ წელს ნაკრებში საუკეთესო ბობმარდირის ადგილი რონალდუმ დაიკავა. როდესაც ასეთი ფეხბურთელები გჯობნიან, ამას მშვიდად უყურებ“, – განაცხადა პაულეტამ.

ამჯამად იბრაჰიმოვიჩის ანგარიშზე პსჟ-ში 107 გოლია, ხოლო პაულეტამ 109 ბურთი გაიტანა.

იბრაჰიმოვიჩი ნელ-ნელა ოპტიმალურ ფორმას უბრუნდება

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომლისთვისაც მიმდინარე სეზონი ტრავმებით დაიწყო, თავის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„თავს კარგად ვგრძნობ, ბოლო შეხვედრაში ყველაფერმა უკეთესად ჩაიარა, ვიდრე წინა მატჩებში. რამდენიმე კვირის განმავლობაში არაერთი მცირე ტრავმა მაწუხებდა, თუმცა ახლა ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ოპტიმალურ ფორმას ვუბრუნდები“, – განაცხადა ზლატანმა.

იბრაჰიმოვიჩმა “რეიმსთან” გამართული მატჩი შეაფასა

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში “რეიმსსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ პარიზელთა ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი რამდენიმე დღის წინათ თავს შეუძლოდ გრძნობდა, იგი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ჩაამთავრა. შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში შვედ ფეხბურთელს გოლის გატანის კარგი შანსი მიეცა, თუმცა ახლო მანძილიდან თავური დარტყმის შემდეგ ბურთი მიზანს ასცდა. იბრაჰიმოვიჩმა მოედანი ამჯერადაც გატანილი გოლის გარეშე დატოვა, უგოლო სერია კი უკვე 419 წუთამდე გაიზარდა.

“კარგად ვარ, დღეს თავს უკეთ ვგრძნობ, სათამაშო დროც მომეცა. ამ კვირაში ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა, თუმცა ვგრძნობ, რომ უწინდელ დონეზე ვბრუნდები.

დღეს გატანა შემეძლო, თუმცა რაღაც არ გამომივიდა. ეს “რაღაც” უნდა გამოვასწორო. ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ასე რომ, მეტს არ ვიმსახურებდით. ყოველ სამ დღეში თამაში ადვილი არ არის, თუმცა წინ ხანგრძლივი სეზონია და ყველა ფრონტზე ვიბრძვით”, – იბრაჰიმოვიჩის კომენტარი L’Equipe-მა გამოაქვეყნა.

 

დი მარია: „იბრაჰიმოვიჩი მესისა და რონალდუს დონის მოთამაშეა“

„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველი ანხელ დი მარია თანაგუნდელ ზლატან იბრაჰიმოვიჩის თამაშით აღფთხოვანებულია.

„იბრაჰიმოვიჩის თამაშით გაოგნებული ვარ. მას ხარისხიანი ტექნიკა და მოედანზე მოძმრაობის კარგი უნარი გააჩნია. ვფიქრობ, იბრა ლეო მესისთან და რონალდუსთან ერთ დონეზეა“, – განაცხადა არგენტინელმა.

იბრაჰიმოვიჩის კომენტარი ავსტრიასთან გამანადგურებელი მარცხის შემდეგ

შვედეთის ნაკრების თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ავსტრიასთან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 1:4 წააგო.

„მხოლოდ წამლების გაკეთების წყალობით ვითამაშე, თუმცა ამაში არავის ვადანაშაულებ. ავსტრიელებმა გვაჯობეს და ჩვენზე უკეთესად ითამაშეს. პირველ ტაიმში გაშებული გოლების შემდეგ რთულ მდგომარეობაში ვიყავით. ამ დროს თამაში დაბალანსირებული არაა.

წინ ორი მატჩი გველის პლეიოფში გავალთ, გამართლების შემთხვევაში კი, მეორე ადგილს დავიკავებთ“, – განაცხადა ზლატანმა.

იბრაჰიმოვიჩი თამაშს სასტარტოში დაიწყებს

როგორც შვედეთს ფეხბურთს კავშირის ოფიციალური საიტი წერს, ნაკრების მთავარმა მწვრთNელმა ერიკ ჰამრენმა ავსტრიასთან დღევანდელი მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობა უკვე აირჩია.

სათქმელია, რომ შვედებს პირველი წუთებიდან ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაეხმარება, რომელმაც რუსეთთან შეხვედრის ბოლომდე დასრულება ვერ შეძლო.

შვედების სრული სასტარტო შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება: ისაკსონი, ლარსონი, ანტონსონი, გრანკვისტი, ოლსონი, ზენგინი, ჩელსტრემი, ეკდალი, ფორსბერგი, ბერგი, იბრაჰიმოვიჩი