რას აპირებს იბრაჰიმოვიჩი კარიერის დასრულების შემდეგ?

პსჟ-სა და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარიერის დასრულების შემდეგ თავის გეგმებზე ისაუბრა.

„შვედეთში ცხოვრება მსურს. მინდა, რომ ჩემი ბავშები ამ ქვეყანაში გაიზარდონ. შესაძლოა, არა მალმეში, არამედ სტოკჰოლმში ვიცხოვრო. ეს ქალაქი უფრო დიდია და იქ უფრო მეტი შესაძლებლობა მექნება. ცხოვრებისაგან სიამოვნების მიღება მსურს. 15 წლის განმავლობაში ფეხბურთზე ვიყავი დამოკიდებული. ჩემი ბავშების გულისთვის ბევრი რამის გაკეთება შემიძლია“, – იბრაჰიმოვიჩს ამ კომენტარს „Dagens Nyheter“-ი აქვეყნებს.

ესპანური პრესა: “რეალი” იბრაჰიმოვიჩს აუცილებლად დაიმატებს

როგორც ჩანს, ფლორენტინო პერესი მართლაც აპირებს კარიმ ბენზემას გაშვებას და გუნდის ახალ ცხრიანად ზლატან იბრაჰიმოვიჩს განიხილავს.

შვედ ფორვარდს მომენტების საუკეთესოდ რეალიზებაში ასაკი ვერ უშლის ხელს, ამიტომ იცი ევროპული გიგანტებისთვის კვლავას სასურველი შემტევია.

ზლატანი ბოლო წლებია ჩემპიონთა ლიგის მოგებას ლამობს, თუმცა “პსჟ”-სთან ერთად ამას ვერ ახერხებს.

ესპანური პრესის ინფორმაციით, “რეალის” პრეზიდენტი საკმაოდ ხმაურიან წინადადებას ამზადებს შვედისთვის, რომელიც არ ხმაურდება.

გალიანიმ იბრაჰიმოვიჩის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა

„მილანის“ ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს მისი კლუბი ახალი ფეხბურთელების დამატებას არ აპირებს.

„ვფიქრობ, ჩვენთვის სატრანსფერო ფანჯარა უკვე დახურულია, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საინტერესო მოთამაშის გამოჩენა არ გამოირიცხება. მგონია, გუნდი ყველა პოზიციაზე დაკომპლექტებულია.

რაც შეეხება ზლატან იბრაჰიჩს, მისი ამჟამინდელი კლუბი მას, სავარაუდოდ, არ გაუშვებს. თუ ზლატანის ტრანსფერი შესაძლებელი იქნება, შევეცდებით, ის დავიბრუნოთ“, – განაცხადა გალიანიმ.

მიხაილოვიჩი: “იბრას გადმოსვლა “მილანს” სკუდეტოს სერიოზულ პრეტენდენტად აქცევს”

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა გუნდში “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

“არ ვიცი, რა გითხრათ იბრაჰიმოვიჩის შესახებ. ის განსაკუთრებული მოთამაშეა და მისი დამატება ნამდვილად ფენომენალური მოვლენა იქნება. იგი კიდევ უფრო გაგვაძლიერებს. თუ იბრაჰიმოვიჩი ჩვენთან გადმოვა, “მილანის” სკუდეტოს მოპოვების სერიოზული კანდიდატი იქნება”, – ციტირებს მიხაილოვიჩის სიტყვებს ESPN.

თავის მხრივ, “მილანის” მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ადრიანო გალიანი აცხადებს, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს “პარი სენ-ჟერმენთან” მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა “როსონერი” მოვლენების განვითარებას დაელოდება.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანში” 2010/12 წლებში თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში შვედმა თავდამსხმელმა “როსონერის” რიგებში ჩატარებულ 85 მატჩში 56 გოლი გაიტანა. მან გუნდთან ერთად იტალიის ჩემპიონატი და ქვეყნის სუპერთასი მოიგო.

 

ათი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი „ბარსელონას“ ისტორიაში

„ბარსელონას“ გულშემატკვირებს საყვარელი კლუბის არაერთი მნიშვნელოვანი ტრანსფერი ახსოვს. წარმოგიდგენთ მათ შორის ათ ყველაზე ძვირადღირებულ შენაძენს.

10. დიმიტრი ჩიგრინსკი (დონეცკის „შახტარიდან“ 2009 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 22,5 მილიონი

დონეცკის „შახტარის“ შემადგენლობაში თამაშის პერიოდში დიმიტრი უკრაინის ჩემპიონი ორჯერ გახდა. გარდა ამისა, კლუბთან ერთად მან ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო, ასევე უეფა-ს თასის გამარჯვებული გახდა. თავისი გამორჩეული თამაშით უკრაინელი „ბარსას“ ხელმძღვანელობის ყურადღების ცენტრში მოექცა. გვარდიოლას ესმოდა, რომ პუიოლი უკვე ასაკოვანი იყო და ხშირად ტრავმებს იღებდა. ცენტრალური მცველის დაკარგვა მორიგი საჩემპიონო ტიტულისთვის ბრძოლაზე ცუდად იმოქმედებდა. სამწუხაროდ, ჩიგრინსკი „ბარსას“ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ ვერ ჩამოყალიბდა, რის გამოც ერთ წელიწადში მშობლიურ კლუბში დაბრუნება მოუწია.

image_587054644404415776871496782094442258

9. ალექსის სანჩესი („უდინეზედან“ 2011 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 23 მილიონი

სანჩესი ჩილეს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გამოდა. გარდა ამისა, „ბარსაში“ აქამდე ამ ქვეყნის სხვა წარმომადგენელს არ უთამაშია. კატალონიაში ალექსისს არც თუ ისე ცუდი სამი სეზონი ჰქონდა, რომლის დროსაც ის ეპიზოდურად დამაჯერებელი თამაშითაც გამოირჩეოდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, „არსენალში“ გადასვლა მოუწია.

alexis-sanchez

8. დანი ალვესი („სევილიიდან“ 2008 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 23,5 მილიონი

2008 წელს ჯანლუკა ძამბროტა „ბარსელონადან“ სამშობლოში დაბრუნდა, სადაც „მილანში“ ჩაირიცხა, ამიტომაც კატალლოონიელთათვის განაპირა მცველის დამატება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხთი იყო. არჩევანი დანი ალვესის სასარგებლოდ მიიღეს. „ბლაუგრანასში“ ბრაზილიელმა შვილის ჩინებული სეზონი ჩაატარა და ყველაზე შესაძლო ტიტული მიიღო. 2014/15 წლების სეზონის ბოლო დანიმ კლუბთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა.

Daniel Alves

7. არდა თურანი („ატლეტიკოდან“ 2015 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 23,80 მილიონი

განვლილი სეზონის შემდეგ ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებებში ეჭვის შეტანა არ შეიძლებოდა. იმ შემთხვევაში, თუ მან არდა თურანის დონის ფეხბურთელის დამატება გადაწყვიტა, მაშინ ის მას ნამდვილად სჭირდება. „ატლეტიკოში“ ყოფნის პერიოდში თურქეთის ნაკრების გამორჩეულმა წევრმა არაერთი ტიტული მიითვალა და გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ARDA

6. მარკ ოვერმარსი („არსენალიდან“ 2000 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 25 მილიონი

ოვერმარსის კატალონიის დედაქალაქში ჩატარებული ყოველი სეზონი სხვა სეზონისგან განსხვავდებოდა. სადებიუტი წელს ჰოლანდიელი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე იყო და 8 გოლიდან 4 გადამწყვეტ შეხვედრებში გაიტანა. ამის შემდეგ ოვერმარსი შემადგენლობაში ტრავმკების გამო ვერ ხვდებოდა, რომელთა გამოც 2004 წელს კარიერის დასრულება მოუწია…

over960_1218417904

5. დავიდ ვილია („ვალენსიიდან“ 2010 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 25 მილიონი

„ბარსას“ ძვირადღირებული ტრანსფერების ხუთეულს დავიდ ვილია ხსნის. „ლურჯ-ბროწეულისფერთა“ შემადგენლობაში გადასვლამდე ხუთი წლის განმავლობაში ის „ვალენსიის“ ფერებს იცავდა და ასზე მეტი გოლი გაიტანა. გოლების გატანა მას არც „ბარსაში“ შეუწყვიტავს, თუმცა ნახევარწლიანმა ტრავმამ მის მომავალზე დიდი გავლენა იქონია. სამწუხაროდ, ამ მიზეზით მან ევროპის 2012 წლის ჩემპიონატიც გამოტოვა, რომელიც „ფურია როხას“ ტრიუმფით დასრულდა.

David-Villa-Set-to-Regain-his-First-team-Place-With-La-Roja

4. სესკ ფაბრეგასი („არსენალიდან“ 2011 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 35 მილიონი

„არსენალში“ ესპანელს აღმერთებდნენ და მისი წასვლა არ სურდათ. თუმცა, სესკმა „მეთოფეთა“ გულშემატკივრებს იმედი გაუცრუა, როდესაც განაცხადა, რომ მშობლიური „ბარსას“ შემადგენლობაში თამაშზე დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობს. 2011 წელს მან ეს ოცნება აისრულა, მაგრამ გუნდის სრულყოფილ მოთამაშედ ჩამოყალიბება ვერ შეძლო, რის გამო ლონდონში დაბრუნება მოუწია. „არსენალის“ მაისურის ნაცვლად მან ამჯერად „ჩელსის“ სათამაშო ფორმა მოირგო.

Cesc+Fabregas+Barcelona+v+Getafe+CF+bi6y982ieBzx

3. ნეიმარი („სანტოსიდან“ 2013 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 48,5 მილიონი

ბრაზილიელისთვის ბრძოლაში „ბარსამ“ ყველას აჯობდა. ამავდროულად კლუბი დიდი რისკის წინაშე იყო, რადგან ნეიმერის ათამაშების გარანტია არ არსებობდა. ცოტა ხანში ბრაზილიელმა დაამტკიცა, რომ კლუბი არ შემცდარა

Neymar

2. ზლატან იბრაჰიმოვიჩი („ინტერიდან“ 2009 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 40 მილიონი + სამუელ ეტო’ო

ზლატან იბრაჰიმოვიჩი „ბარსაში“ 2009 წელს „ინტერიდან“ გადავიდა. შვედმა, სამწუხაროდ, თავის გამოჩენა დიდად ვერ შეძლო, რის გამოც იტალიაში დაბრუნება მოუწია. რა გახდა ამის მიზეზი? სჯობს, მის შესახებ იბრას ავტობიოგრაფიულ წიგნში შეიტყოთ

Zlatan+Ibrahimovic+Barcelona+v+Sporting+Gijon+YWqHZtRssyJx

1. ლუის სუარესი („ლივერპულიდან“ 2014 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 75 მილიონი

„ლივერპულში“ ბოლო სეზონში ურუგვაელმა 33 მატჩი ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა. ამიტომაც, 2014 წელს „ბარსელონას“ მის სანაცვლოდ თავის ისტორიაში სარეკორდო თანხის გადახდა არ დაენანა. დისკვალიფიკაციის გამო ლუისი ოფიციალურ შეხვედრებში ოქტომბრამდე ვერ თამაშობდა, მაგრამ ამან მას გუნდის სეზონის შედეგების მიხედვით, გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირად ჩამოყალიბებაში ხელი არ შეუშალა. სუარესის, მესისა და ნეიმარის ტრიომ მთელი ევროპა გააოცა. დიდი ალბათობით, ამ ტრიოს 11 აგვისტოს თბილისში ვიხილავთ.

Messi and Suarez

იბრაჰიმოვიჩმა დი მარიას პსჟ-ში ტრანსფერის შესახებ ისაუბრა

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიოვიჩმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველის ანხელ დი მარიას პარიზულ კლუბში შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. სავარაუდოდ, არგენტინელი პარიზელებს უახლოეს დღეებში შეუერთდება.

„დი მარიას მივესალმები, ის კარგი მოთამაშეა, რომელიც ჩვენს გუნდს გააძლიერებს. მასთან ერთად პსჟ კიდევ უფრო დიდი ძალა გახდება.

რაც შეეხება ჩემს მომავალს, პარიზში შემდეგი სეზონისთვისაც ვრჩები, აქ ყველაფერი მომწონს“, – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

ვან გაალი: „არ ვიცი, თუ რატომ არ არის დი მარია ჩვენთან ერთად“

იბრაჰიმოვიჩი ძალებს MLS-შიც გამოცდის

შვედ თავდამსხმელს საკუთარი კვალის დატოვება ოკეანისპირა ლიგაში სურს.

33 წლის წინახაზელი მზადაა, უახლოეს მომავალში შეუერთდეს ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან სტივენ ჯერარდი, ფრენკ ლამპარდი, დავიდ ვილია, კაკა, რაული, რობი კინი და ანდრეა პირლო.

“ბუნებრივია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში თამაში მსურს. ეს დიდი გამოცდილება იქნება. ვიცი, რომ MLS დიდ პროგრესს განიცდის და ამერიკის კლუბის შემოთავაზება სასიხარულო იქნება. თუ ჩემპიონატმა ამ ტემპით განაგრძო ზრდა, ათ წელიწადში უდიდეს დონეს მიაღწევს,”-განუცხადა ზლატანმა Yahoo! Sports.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს საფრანგეთის ჩემპიონებთან კონტრაქტი 2016 წელს ეწურება.

იბრაჰიმოვიჩი აშშ-ში გადასვლაზე დაფიქრდა

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიოვიჩმა აღიარა, რომ მომავალში MLS-ში ითამაშებდა.

„რა თქმა უნდა, აშშ-ში ვითამაშებდი. არამგონია იმის თქმა შემეძლოს, თუ კონკრეტულად რომელი გუნდის მაისურს მოვირგებდი.

ვფიქრობ, დიდ გამოცდილებას მივიღებდი. აშშ-ში ფეხბურთი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ეს ქვეყანა 10 წლის წინ მოვინახულე და მაშინ ამ სპორტის სახეობის დონე გაცილებით დაბალი იყო. ვფიქრობ, აქ ბევრი ფეხბურთელი ითამაშებდა“, – განაცხადა ზლატანმა.

ცნობისთვის, ბოლო დროს იბრაჰიმოვიჩს „მილანში“ დაბრუნების შესახებ ხშირად საუბრობენ.

იბრაჰიმოვიჩი “მილანის” გამო პრემიერ ლიგაზე უარს ამბობს

ზლატანს თავის კარიერაში პირველად პრემიერ ლიგაში თამაშის შანსი ჰქონდა.

Sport Mediaset-ის ინფორმაციით, იბრაჰიმოვიჩის “სან-სიროზე” დაბრუნება გადაწყვეტილია. შვედმა იტალიური გრანდის გამო უარი “მანჩესტერს” და “გალათასარაის” უთხრა, რომლებიც 33 წლის წინახაზელს წელიწადში 10 მილიონს სთავაზობდნენ.

მოსალოდნელია, რომ ტრანსფერი აგვისტოს დასაწყისში განხორციელდება. მას შემდეგ, რაც “პსჟ” ოფიციალურად ალექსანდრ ლაკაზეტისა და ანხელ დი მარიას გაფორმებას დაადასტურებს.

ტრანსფერის ღირებულება 5.5 მილიონი ევროა. ზლატან იბრაჰიმოვიჩი “მილანთან” სამწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

იბრაჰიმოვიჩი: “ჩემი მომავალი რაიოლას ხელშია”

“პსჟ”-ს ვარსკვლავი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი საკუთარ მომავალზე საუბრობს.

“მე ახლა პარიზში ვარ. ჩემი მომავალი მინო რაიოლას ხელშია. მეტს ვერაფერს ვიტყვი,-განუცხადა შვედმა La Gazzetta dello Sport-ს.

ცოტა ხნის წინ იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზლატანი “მილანს” 5.5 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდება და წელიწადში 7.5 მილიონს მიიღებს.

გარდა “მილანისა”, 33 წლის წინახაზელით “მანჩესტერი”, “ბაიერნი” და “რეალი” დაინტერესდა.

მოულოდნელი გადაწყვეტილება: იბრაჰიმოვიჩი ვან პერსის შეცვლის?

რობინ ვან პერსისა და რადამელ ფალკაოს გაშვების შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედი” აქტიურად ეძებს ცენტრ-ფორვარდს.

Mirror-ის გავრცელებული ინფორმაციით, “წითელი ეშმაკები” კოლუმბიელ-ჰოლანდიელის შემცვლელად სწორედ შვედ შემტევს მოიაზრებენ.

ვან გაალს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ნაყოფიერი მუშაობა მისდის, მან უკვე იყიდა მატეო დარმიანი, ბასტიან შვაინშტაიგერი და მორგან შნეიდერლინი, მაგრამ განაცხადა, რომ გულშემატკივარს უმზადებს საოცარ სიურპრიზს და იქნებ, ეს საჩუქარი სწორედ ზლატან იბრაჰიმოვიჩის დამატება იყოს.

ამას გარდა, უცხოური ტაბლოიტები ამტკიცებენ, რომ 33 წლის წინახაზელს გადაწყვეტილება მიღებული აქვს. იგი შეთანხმებულია “მილანთან” და საფრანგეთის სუპერთასის მატჩის შემდეგ იტალიურ გრანდს შეუერთდება.

ზლატანი: “ჩემი მომავალი რაიოლას ხელშია”

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “ფიორენტინას” წინააღმდეგ გამართული ამხანაგური მატჩის (4:2) შემდეგ არც უარყო და არც დაადასტურა ინფორმაცია მისი კლუბიდან შესაძლო წასვლის შესახებ.

“ჩემი მომავალი ჩემი აგენტის, მინო რაიოლას ხელშია”, – იტალიურ ენაზე უთხრა ჟურნალისტებს შვედმა თავდამსხმელმა.

ამ განცხადების შემდეგ სპეკულაციები ზლატან იბრაჰიმოვიჩის პარიზიდან აბარგების შესახებ კიდევ უფრო გახშირდა.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფრანგეთის სუპერთასის შემდეგ შვედი ფორვარდი “მილანში” დასრუნდება, რომლის ღირსებასაც 2010/12 წლებში იცავდა.