ტაჰა აკგულმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლის შემდეგ პოსტი გამოაქვეყნა
3 ოქტომბერს, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე 125კგ წონით კატეგორიაში მედლები გათამაშდა. მსოფლიო ჩემპიონი ირანელი ამირ ზარე გახდა, ვერცხლის მედალს კი გენო პეტრიაშვილი დაეუფლა.
ტაჰა აკგული, რომელიც ტურნირის დაწყებამდე პეტრიაშვილის მთავარ კონკურენტად განიხილებოდა, მსოფლიო პირვლობაზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. შეჯიბრის დასრულების შემდეგ, თურქმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
“ოქროს მედალი 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე, მესამე ადგილი ოლიმპიურ თამაშებზე და ახლა მესამე… მესამე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე. ჩვენს გულებს ყოველთვის ოქროს მედალი სურთ, მაგრამ მადლობა უნდა გადავუხადოთ ღმერთს იმისათვის, რაც ხდება. მადლობა”, – წერს აკგული.
ტაჰას პოსტს გამოეხმაურა გაბლ სტივსონი. როგორც იცით, ამერიკელმა სპორტსმენმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში გენო პეტრიაშვილი დაამარცხა, რის შემდეგაც რესლინგში გადაინაცვლა.
“გილოცავ, ჩემო მეგობარო”, – წერს სტივსონი.