ტაისონის ახალი მწვრთნელი: “პირველი ვარჯიშისას ცხოვრებამ თვალწინ ჩამიარა”
მაიკ ტაისონის ახალი მწვრთნელი პრესასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ვეტერან მოკრივეს ძველი მრისხანება კვლავაც თან დასდევს. შეგახსენებთ, რომ ტაისონმა ვარჯიში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ არც თუ ისე დიდი ხნის წინ განაახლა.
ბრუკლინში დაბადებული მაიკ ტაისონი ერთ-ერთი საუკეთესო მძიმეწონიანი მებრძოლია და დღესაც კი შესამჩნევია ის თვისებები, რის ხარჯზეც 20-წლიანი კარიერის მანძილზე 44 მეტოქე ჩააგდო ნოკ-აუტში.
“დანამდვილებით შემიძლია იმის თქმა, რომ თუ მას რაიმე სამომავლო გეგმები აქვს, ის აუცილებლად მიაღწევს საწადელს. მიეცით მას ექვსი თვე და ნებისმიერ მოკრივეს დაუპირისპირდება. არ ვხუმრობ, სიტყვას გაძლევთ.
ვარჯიშის დაწყებისთანავე ვთქვი – “ღმერთო ჩემო!”. არ ვიცოდი, რა მელოდა წინ. ალბათ 10 წელია, რაც სრულფასოვნად არ უვარჯიშია. მე ისეთივე ძალისა და სისწრაფის მქონე ადამიანი დამხვდა, როგორიც 21 და 22 წლის ბიჭებს აქვთ.
მაიკთან ბრძოლას თუ გაბედავთ, ძალიან კარგად უნდა მოემზადოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნოკ-აუტი გელით. მის მარჯვენა ხელს ადამიანის მოკვლაც შეუძლია. პირველ ვარჯიშისას მთელმა ცხოვრებამ თვალწინ ჩამიარა,” – აცხადებს რაფაელ კორდეირო.