ლაშა ტალახაძე ზედიზედ მესამედ ევროპის ჩემპიონი გახდა! (ვიდეო)
1 აპრილს, ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს, +105 კგ წონით კატეგორიაში ორმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა. ლაშა ტალახაძე ზედიზედ მესამედ ევროპის ჩემპიონი გახდა, ირაკლი თურმანიძემ კი მე-4 ადგილი დაიკავა.
ატაცში ტახაძემ სამიდან ორი ცდა გამოიყენა და ოქროს მედალი მოიპოვა. პირველ მისვლაზე 200 კგ ასწია, მომდევნოზე – 210, ხოლო მესამე ცდაზე 221 კგ ვერ დაიმორჩილა. ამავე დისციპლინაში ვერცხლის მედალს დაეუფლა ირაკლი თურმანიძე, რომელმაც სამივე ცდა (185, 190, 192) წარმატებით გამოიყენა.
ტალახაძე აკვრაშიც ოქროს დაეუფლა – პირველ მისვლაზე 235 კგ ასწია, მეორეზე – 247, ბოლო მისვლა კი საერთოდ გააუქმა. თურმანიძე აკვრაში მეხუთე ადგილს დასჯერდა.
საერთო ჯამში, ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე 457 კილოგრამით პირველი ადგილი დაიკავა, ირაკლი თურმანიძემ (417) კი – მეოთხე.
იხილეთ ტალახაძის გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე