<

ტარიელ ხეჩიკაშვილი აბაშასა და მარტვილს ესტუმრა

თარიღი: სექტემბერი 30, 2016

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი რეგიონებში ვიზიტს განაგრძობს. მინისტრმა ამ დღეებში აბაშის და მარტვილის სპორტული სკოლები მოინახულა და ბავშვებს საჩუქრები გადასცა.

აბაშის სპორტულ სკოლას, სადაც 150-მდე ბავშვი რამდენიმე სახეობაში ვარჯიშობს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსგან ძიუდოს და ჭიდაობის ფორმები, ფრენბურთის და წყალბურთის ბურთები, საფეხბურთო, სარაგბო და საკალათბურთო მაისურები და ბურთები, ასევე კალათბურთის ფარები, ფრენბურთის ბადეები, ბაგირები, სავარჯიშო ტომრები და სამინისტროს ეგიდით გამოცემული სპორტული ლიტერატურა გადასცა.

„მიხარია ამდენ სპორტსმენს რომ გხედავთ! დარწმუნებული ვარ, თქვენ შორის მომავალი ჩემპიონებიც არიან და მსურს წარმატება გისურვოთ! მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სამინისტრო ყოველთვის წაახალისებს და მხარს დაუჭერს ისეთ მონდომებულ ახალგაზრდებს, როგორებიც აქ, თქვენთან, აბაშაში არიან. დღეს სპორტულ ინვენტარს გადმოგცემთ და გარწმუნებთ, რომ ეს არ იქნება ბოლო საჩუქარი. ჩვენ სპორტული ფორმებით და ინვენტარით ყველა რაიონს ვეხმარებით და ეს ერთადერთ მიზანს ემსახურება – ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვას. თუ მომავალში სპორტული წარმატებითაც გაგვახარებთ, ამას არაფერი აჯობებს! კიდევ ერთხელ, წარმატებას გისურვებთ”! – განაცხადა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დელეგაცია აბაშაში ახალგაზრდების შორის ქუჩის საკალათბურთო ტურნირსაც დაესწრო, რომელიც ადგილობრივი სპორტსკოლის მესვეურებმა კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ჩაატარეს.

მარტვილში ვიზიტისას ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამი საფეხბურთო მოედანი მოინახულა, ასევე სალხინოს საშუალო სკოლა. მოსწავლეები და „მარტვილის” ასაკობრივი საფეხბურთო გუნდის წევრები მინისტრმა სპორტული ფორმებით და ბურთებით, ასევე სპორტული ლიტერატურით დაასაჩუქრა.

„საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეს არასდროს აკლდა წარმატებული სპორტსმენები, ხოლო სალხინოში დაბადებულმა მურთაზ ხურცილავამ საერთოდ ზღაპრულ სიმაღლეებს მიაღწია. ბატონი მურთაზის წარმატება ნათელი მაგალითია იმისა, რომ მონდომების და სათანადო ხელშეწყობის შემთხვევაში წარმატება სულაც არაა მიუღწეველი. გისურვებთ გამარჯვებებს და რაც მთავარია, ჯანმრთელობას”, – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სალხინოს სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრისას.

მინისტრმა სპორტული სკოლის მესვეურებს ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, სპორტული ინვენტარით მომარაგება და სპორტულ პროექტებში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ისტორიული დღე – გურამ თუშიშვილმა ტედი რინერი დაამარცხა!

დღეს, გორში მიმდინარე ძიუდოს ევროპის საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, თბილისის “მებრძოლი” ფრანგულ “პარი სენ-ჟერმენს” დაუპირ...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა ხდება ავთანდილ ხურციძის გარშემო? როდის გამოუშვებენ “ტაისონს”?

43 წლის ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე კვლავ ამერიკის ციხეში იმყოფება. ხურციძისგან არაფერი არ ისმის. როგორც […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რომან დოლიძის გამანადგურებელი ნოკაუტი პირველივე რაუნდში (ვიდეო)

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ ფილ ჰოუსს ძალიან მარტივად, პირველივე რაუნდში ნოკაუტით მოუგო. Dolidze knocks […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ანა აბაშიძე: “ასეთი არაფერი მინახავს, სასამართლოს თანამშრომლები ბასილაშვილთან ფოტოებ

დღეს სასამართლო ბასილაშვილი-დოროყაშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოიტანს. დოროყაშვილის ადვოკატი და სახალხო დამცველობის კანდიდატი ანა აბაშიძე სოციალუ...
წაკითხვა
სხვადასხვა

გაოგნებული ბექაური – ქართველი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალიდან მოხსნეს (ვიდეო)

ლაშა ბექაური მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ძალიან მარტივად გავიდა, თუმცა ნახევარფინალიდან მსაჯებმა მოხსნეს და გამარჯვება უზბეკ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დავით წიკლაური: “სოსო გიორგაძემ გამოიწია ჩემკენ და საკადრისი პასუხი მიიღო”

კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი დავით წიკლაური თეა წულუკიანის ბრალდებას პასუხობს. წულუკიანმა წიკლაური მასზე დარტყმის მცდელობაში დაადანაშაულა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

წულუკიანი: “კრივის ფედერაციის ხელმძღვანელმა ჩემზე დასარტყმელად გამოიწვია” (ვიდ

სპორტის და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა “იმედი live-ს” ეთერში განცხადება გააკეთა. “ის ადამიანი, ვინც ჩემზე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ზურაბ კახაბრიშვილი: “ჩემი ექიმები საღამოობით ტაქსაობენ”

სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ კახაბრიშვილმა პარლამენტში სპორტის კომიტეტის სხდომაზე ექიმების ანაზღაურების შესახებ ისაუბრა. “ჩემ...
წაკითხვა
სხვადასხვა

თურქმა იაკობიშვილს ხელი არ გაუშვა და გათიშა (ვიდეო)

მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზურაბ იაკობიშვილი თურქ სერვეთ ჩოკუნს დაუპირისპირდა. შეხვედრას 2-0 […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

პედი პიმბლეტი 10 საზღვაო ქვეითს შეებრძოლა და 10-ვე მტკივნეულით დაამარცხა (ვიდეო)

UFC-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მებრძოლი პედი პიმბლეტი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელსაც 1 დღეში 2 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაშინ, როცა კვარაცხელია არნოლდს ამწარებდა, ანრი კვარადონათი აღფრთოვანებული იყო (ვიდეო)

მაშინ, როცა ხვიჩა კვარაცხელია “ლივერპულს” არბევდა, CBC-ზე ტიერი ანრი, კლინტ დემპსი და ჯეიმი კარგარერი კვარაზე […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

“რომელიმე ქვეყანაში ხდება ასეთი რამ?” – მოჭადრაკე ბათუმის მერიის ტურნირს

მოჭადრაძე თამუნა ესაძე ბათუმის მერიის ტურნირზე მომხდარ უსამართლობაზე წერს. “გამარჯობა მეგობრებო, მინდა მოგიყვეთ მორიგი უსამართლობის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქართველები მთელ მსოფლიოს აოცებენ! მერაბი, ლუკა, ხვიჩა და …

ბოლო 2 დღეა ქართველი სპორტსმენები საოცარ შედეგებს აჩვენებენ და მხოლოდ გამარჯვებას ახერხებენ. 31 წლის მებრძოლმა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა ანაზღაურება მიიღო დვალიშვილმა ალდოს დამარცხებით?

UFC 278-ზე მერაბ დვალიშვილმა ლეგენდარული ჟოზე ალდო დაამარცხა და კარიერაში ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა. ჯოზე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კონორ მაკგრეგორი: “ქართველებს საოცარი მოჭიდავეები ჰყავთ”

UFC-ის ლეგენდამ, კონორ მაკგრეგორმა ქართველი მოჭიდავეები შეაქო და მათ შესახებ სოციალურ ქსელ Twitter-ში პოსტი გამოაქვეყნა. […]...
წაკითხვა