ტარიელ ხეჩიკაშვილი ბაქოში აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა (ვიდეო)
14 სექტემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სპორტსმენთა სამედიცინო სარეაბილიტაცო ცენტრს ესტუმრა. მინისტრს მასპინძლობა გაუწია და ცენტის მუშაობის სპეციფიკა გააცნო კომპანია „მედი ქლაბ აზერბაიჯანის“ გენერალურმა დირექტორმა საბირ ადნაევმა. (იხილეთ თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოგალერეა)
მოგვიანებით, შეხვედრა გაიმართა აზერბაიჯანის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის სამინისტროში, აზერბაიჯანელ კოლეგა აზად რაჰიმოვთან. მხარეებმა ისაუბრეს ურთიერთთანამშორმლობის გაღრმავებაზე, დასახეს სამომავლო სამოქმედო გეგმები.
მინისტრების შეხვედრის დროს განიხილეს 2017 წელს საქართველოში და აზერბაიჯანში გასამართი ქალ ფრენბურთელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის საორგანიზაციო საკითხები. (იხილეთ თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოგალერეა)
მომავალ წელს ორი ქვეყანა ევროპირველობას ერთობლივად მიიღებს. თბილისში ერთი ჯგუფის მატჩები ჩატარდება, ტურნირის ძირითად ნაწილს და ფინალურ ეტაპს ბაქო უმასპინძლებს. აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ საჭადრაკო ოლიმპიადის დროშა ჩაიბარა – 2018 წელს საჭადრაკო ოლიმპიადას ბათუმი უმასპინძლებს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური