ტარიელ ხეჩიკაშვილი: “მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს რაგბიში უმაღლეს დონეზე ჩავატარებთ” (ვიდეო)

თარიღი: იანვარი 25, 2017

მსოფლიო რაგბის წარმომადგენელი ინგლისელი სპეციალისტები საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან. ჩამოსვლის მთავარი მიზანი კი 2017 წლის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისათვის მიმდინარე სამზადისის და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებული პროცესის გაცნობაა.

„მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე უნდა ჩავატაროთ. სპორტისა და რაგბის მოყვარულებს მართლად დიდი ზეიმი ელით. ჩვენ, საქართველოს რაგბის კავშირთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ზეიმი შედგეს და საქართველო კიდევ უფრო ღირსეულად წარმოჩინდეს მთელი მსოფლიოს თვალწინ.” – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მსოფლიო რაგბის ტურნირების ინპექტირების ჯგუფის წევრებთან შეხვედრისას.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი ლოდია, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე და დირექტორთა საბჭოს წევრი ლაშა ხურციძე ესწრებოდნენ.

20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი 2017 წლის 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით თბილისსა და ქუთაისში გაიმართება მსოფლიოს 12 უძლიერესი ნაკრების მონაწილეობით. ახალგაზრდა ქართველ ბორჯღალოსნებს C ჯგუფში არგენტინის, საფრანგეთისა და სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ მოუწევთ ბრძოლა, A ჯგუფში ითამაშებენ ავსტრალია, ინგლისი, სამოა და უელსი, ხოლო B ჯგუფში ირლანდია, იტალია, ახალი ზელანდია და შოტლანდია.

ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში ავჭალის სტადიონზე და ქუთაისში, აია არენაზე შედგება, ხოლო საპლეიოფო ეტაპი და ფინალები ავჭალასა და მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.

ტარიელ ხეჩიკაშვილი: „როგორც ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა აღნიშნეს, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისათვის მოსამზადებლად გაწეული სამუშაოთი კმაყოფილნი არიან. რაც უფრო მეტად გვიახლოვდება ეს უმნიშვნელოვანესი სპორტული ღონისძიება, მსგავსი შეხვედრები კიდევ უფრო ხშირად გაიმართება იმისათვის, რომ ყველანაირი დეტალი გავითვალისწინოთ და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ”.

გოჩა სვანიძე (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი): „მსოფლიო რაგბის ინსპექტირების ჯგუფის წევრები მორიგი ვიზით იმყოფებიან საქართველოში. დიდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, 20-წლამდელთა პირველობა მეორეა თავისი მნიშვნელობით და ამიტომაც მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ძალიან დიდ ინტერესს იწვევს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო პირველობა პირველად ტარდება ისეთ ქვეყანაში, რომელიც არ შედის ელიტარული სარაგბო ქვეყნების რიცხვში, თუმცა ეს გადაწყვეტილება თავის დროზე მსოფლიო რაგბმა იმ მიზეზით მიიღო, რომ საქართველოში რაგბი ძალზე პოპულარულია, ძალზე სწრაფი ნაბიჯებით ვითარდება და პროგრესირებს. გამორჩეულები ვართ ამ მხრივ და სამომავლოდ მსოფლიო რაგბმა მთავარ ამოცანად დაგვისახა კიდეც ელიტაში შესვლა უახლოესი 10 წლის განმავლობაში. მსოფლიო რაგბისთან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს, მათ კარგად ესმით პრობლემებიც და განვითარების პერსპექტივებიც”.

საიმონ ქიბლი (მსოფლიო რაგბის ტურნირების ტექნიკურ დირექტორი): „საქართველოში რამდენიმე დღიანი ვიზიტით ვიმყოფებით, მოვინახულეთ ქუთაისის სარაგბო ბაზა და შევამოწმეთ თუ როგორ მიმდინარეობს მოედნების კეთილმოწყობის სამზადისი. რაგბის კავშირის წარმომადგენლებთან ერთად გვქონდა შეხვედრა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან, სადაც ძირითადად საუბარი იყო სარაგბო ინფრასტრუქტურაზე, მოედნების რაოდენობაზე ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე უმაღლესი კლასის ნაკრებებისათის.

საქართველოს რაგბის კავშირი მართლაც განსაკუთრებული მონდომებით მუშაობს და ბრწყინვალედ ართმევს თავს დაკისრებულ ამოცანებს. რა თქმა უნდა, სამინისტროს მხარდაჭერა იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ ჩემპიონატი ძალზე წარმატებული იქნება და ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჩაივლის, დასახულ მიზნებს გეგმაზომიერად მივყვებით და გვჯერა, რომ საუკეთესო ჩემპიონატი გველის, რომელიც 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით გაიმართება”.

სამინისტროს პრესსამსახური



მსგავსი სიახლეები
რაგბი

სოსო ტყემალაძე: “იტალიელთა პრეზიდენტი არასპორტულად მოიქცა”

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივცრცეში” საინტერესო ისტორია მოჰყვა. “ჩვენ თამაშამდე ერთ-ე...
წაკითხვა
რაგბი

“ქართველებისთვის ექვსი ერის კარი კვლავ დახურულია”

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ტიერ ერთის ნაკრებს მოუგო. ბორჯღალოსნებმა იტალია 28-19 დაამარცხეს და ექვს ერში […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან გამარჯვების (49:15) […]...
წაკითხვა
რაგბი

დიმიტრი ბასილაია – ქართველი მორაგბე, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს ცხელი საჭმელით ამა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დიმიტრი ბასილაია კიევის სარაგბო გუნდს წვრთნის. გარდა ამისა, უკრაინაში მეგობრებთან ერთად […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის თამაში არ ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის […]...
წაკითხვა
რაგბი

ყაველაშვილი: “გარკვეული ორგანიზაციები რუსეთთან თამაშის ჩაშლას აპირებენ”

სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის რაგბის თამაშის შესახებ ისაუბრა. “ყველა […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსეთმა “რაგბი ევროპას” მიმართა – საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინული

27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში, თბილისში, “დინამო არენაზე” რუსეთს უმასპინძლებს. […]...
წაკითხვა
რაგბი

ნიკოლოზ ნარმანია: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია”

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ ნარმანიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს. ფრანგული […]...
წაკითხვა
რაგბი

“შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ჩომახაშვილმა ქართველი მორაგბეების რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირმა რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად ქუთაისში შეკრების გამართვაზე განცხადება გაავრცელა. “გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში […]...
წაკითხვა
რაგბი

“ოკუპანტს ხელგაშლილი ვხვდებით, ისე დავუმეგობრდით, ვეღარც მოვუგებთ”

საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრები 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე ქუთაისში შეკრებას რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად გაივლის. […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე: “ლაშა ყოველთვის წყნარად, თავჩაღუნული მიყვებოდა თავის საქმეს”

ლეგენდარული მორაგბემ მამუკა გორგოძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრა. “ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ბიჭ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე

საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის […]...
წაკითხვა
რაგბი

ჩილაჩავამ ავსტრალიელ ჰუკერს სახეში ხელი უთავაზა (ვიდეო)

საფრანგეთის ტოპ 14-ში “კასტრი ოლიმპიკის” ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ავსტრალიელი ჰუკერისგან ტოლუ ლატუსგან სახეში დარტყმა მიიღო, […]...
წაკითხვა