ტარიელ ხეჩიკაშვილმა ჩოგბურთელებს დევისის თასზე წარმატება უსურვა (ვიდეო)
“დევისის თასის” გათამაშების ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის შეხვედრები საქართველოსა და ფინეთის ნაკრებებს შორის 3-5 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. მატჩის ოფიციალური პრესკონფერენცია 31 იანვარს ოლიმპიურ სასახლეში 17;30 წუთზე ჩატარდება, კენჭისყრა კი 2 თებერვალს 12:00 საათზე თბილისის საკრებულოს დარბაზშია დაგეგმილი.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ნაკრების ვარჯიშს საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტ აკა მეტრეველთან ერთად დაესწრო და ეროვნულ ნაკრებს ფინეთთან მოახლოებული “დევისის თასის” გათამაშების ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის მატჩების წინ წარმატება უსურვა.
ტარიელ ხეჩიკაშვილი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი): „მსურს ყველა გულშემატკივარს მოვუწოდო მობრძანდნენ დევის თასის გათამაშების მატჩებზე და უგულშემატკივრონ ჩვენს ჩოგბურთელებს. არაერთხელ ვნახეთ, წარმატებისათვის რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს აქტიურ მხარდაჭერას მაყურებელთა მხრიდან და ქომაგების დიდი თანადგომით ამ სასახლეში სპორტის სხადასხვა სახეობაში არაერთი გამარჯვებაც გვაქვს მოპოვებულია. იმედია, ჩვენ ყველანი დამატებით მუხტს მივცემთ ჩოგბურთელებს და გულშემატკივრებთან ერთად ხელს შევუწყობთ მათ კიდევ ერთ წარმატებაში.”
აკა მეტრეველი (საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): „სახლში ვთამაშობთ და მაყურებლის დიდი იმედი გვაქვს. გუნდი სრულ მზადყოფნაშია, კარგ ფიზიკურ ფორმაშია ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი, ასევე კარგ კონდიციაშია გიორგი ცივაძეც, ხოლო გუნდის კაპიტანი დავით კვერნაძე მასქიმალურად იხარჯება იმისათვის, რომ ყველაფერი რიგზე იყოს. ასევე აღსანიშნავია, რომ შემოგვიერთდა ირაკლი ლაბაძე, რომელიც გუნდის ხელმძღვანელი იქნება. ასე რომ, საერთო ჯაში ყველანი მაქსიმალურად ვმუშაობთ და იმედიანად ვართ განწყობილნი”
ნიკოლოზ ბასილაშვილი (საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრების ლიდრი): „საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ვთამაშობთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველანი მოტივირებულები ვართ. ყველას მოვუწოდებ, რომ მხარი დაგვიჭირონ და გვიგულშემატკივრონ, ჩვენის მხირვ კი გპირდებით, ყველაფერს გაკაკეთებთ იმისათვის, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ.”
საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: ნიკოლოზ ბასილაშვილი (89-ე ATP მსოფლიო რეიტინგში) გიორგი ცივაძე (819-ე), ზურა ტყემალაძე (17 წლის, ურეიტინგო), ვაჟა შუბლაძე (18 წლის, ურეიტინგო), კაპიტანი დავით კვერნაძე. ფინეთთან გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები პირველ ზონაში გადასასვლელად ლიტვა-მადაგასკარს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ოლიმპიურ სასახლეში მატჩების განრიგი
3 თებერვალი – 12:45 საათი
4 თებერვალი – 15:00 საათი
5 თებერვალი – 13:00 საათი
მაყურებელთა დასწრება თავისუფალია.
სამინისტროს პრესსამსახური