ტატო გრიგალაშვილი: “მინდა თითოეულ ჩემს გულშემატკივარს ბოდიში მოგიხადოთ”

თარიღი: ივლისი 31, 2021

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, -81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი განცხადება გამოაქვეყნა.

როგორც იცით, გრიგალაშვილი ამ წონით კატეგორიაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო. ტატო მეოთხედფინალში საეიდ მოლაეისთან დამარცხდა, ამის შემდეგ რეპეშაჟში ერთი შეხვედრა მოიგო, თუმცა ბრინჯაოსთვის შეხვედრაში მატიას კასესთან ორთაბრძოლა დათმო.


“გასულ დღეებთან დაკავშირებით რამდენიმე სიტყვა მეც მინდა გითხრათ.
როდესაც სპორტში კონკრეტულად კი ძიუდოში ხარ, შენი დარბაზში ფეხის შედგმიდან მხოლოდ ერთი ოცნება და ერთი მიზანი გიჩნდება, რასაც ოლიმპიური ჩემპიონობა ჰქვია. მინდა თითოეულ ჩემს გულშემატკივარს ბოდიში მოგიხადოთ. მაპატიეთ, რომ იმედი გაგიცრუეთ, მაპატიეთ, რომ ვერ ვიბრძოლე სათანადოდ ჩვენი ჭირნახული სამშობლოს ღირსების დასაცავად. მინდოდა თქვენი გულები გამეხარებინა. მინდოდა, რომ ერთმანეთს სიხარულის ცრემლებით შევხვედროდით. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი გადმოგცეთ, რას ნიშნავს ჩემთვის ოცნებაზე უარის თქმა. როგორ აგიხსნათ, რას ნიშნავს დამარცხების შემდეგ საყვარელი ადამიანებისთვის თვალებში ჩახედვა, რომლებსაც შენი იმედი აქვთ.

მტკივა თითოეული თქვენთაგანისთვის იმედის გაცრუება, მტკივა ის ფაქტი, რომ მთელი ჩემი შრომა, აქმდე მოსასვლელი არცისე მარტივი გზა სულ არაფერი გახდა. მადლობა თითოეულ ჩემს გულშმატკივარს, თქვენ მე მაძლიერებთ. თქვენს სიყვარულად და სითბოდ ღირს ყოველი ბრძოლა, ყოველი ვარჯიში. თქვენ ხართ ძალა, რომელიც ყოველი ჩემი ტკივილის დროს მხოლოდ წინ სვლისკენ მიბიძგებს, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ ბრძოლის მოსაგებად საუკეთესო მასწავლებელი შენი წარსული შეცდომებია.

ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მწარე და ყველაზე დიდი გაკვეთილი მივიღე. ეს იყო ყველაზე დიდი დარტყმა, რაც აქამდე განმიცდია. ვისწავლე, რომ რაც არ უნდა მოხდეს მეტი ვეცადო. ბრძოლას ხომ ყოველთვის აქვს აზრი. დღეს, ჩემი ტკივილის მიმართვას, ბრძოლის და წარმატებისკენ ჩემი საყვარელი ადამიანის, ჩემი მეუღლის წყალობით ვიწყებ. ის არის ადამიანი, რომელიც მასწავლის რომ ის ვინც ბრძოლას წყვეტს ვერასოდეს იმარჯვებს, გამარჯვებულები კი არასოდეს წყვეტენ ბრძოლას”, – აცხადებს გრიგალაშვილი.


 

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

გენო პეტრიაშვილი: “გულგატეხილი და ნაწყენი არ ჰქვია ამას, ეს სხვა ემოციაა”

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, 125კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ლაშა ბექაური: ‘რუსი ფრენბურთელები გავიცანი და ვუთხარი…’

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე გადაღებულ კადრებზე კომენტარი გააკეთა. ბექაურმა სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გაბლ სტივსონი: “ტაჰა აკგულის ფორმას ჩარჩოში ჩავსვამ”

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულმა გაბლ სტივსონმა სოციალურ ქსელში ტაჰა აკგულთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ედუარდ ტრიპელმა პოსტი გამოაქვეყნა – ლაშა ბექაურმა მას უპასუხა (ფოტო)

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალისტმა, ძიუდოისტმა ედუარტ ტრიპელმა 4 სექტემბერს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. როგორც იცით, […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

რა თანხა გამოიმუშავეს ქართველმა პარასპორტსმენებმა ტოკიოს პარალიმპიადაზე?

4 სექტემბერს ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ბოლო წევრმა – ლადო ჭინჭარაულმა იასპარეზა. ამით საქართველომ […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ვინ იქნება ხვალ – 1 სექტემბერი ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე

ხვალ, ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის სამი წარმომადგენელი იასპარეზებს. ქართველი პარასპორტსმენები სამ სახეობაში მოსინჯავენ ძალებს. ...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

უკრაინელმა პარალიმპიელმა რუსებთან ფოტოს გადაღებაზე უარი თქვა

უკრაინელმა პარასპორტსმენმა იგორ ცვეტოვმა ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე, 100 მეტრზე რბენაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. პირველი ადგილი […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ვინ იქნება ხვალ – 30 აგვისტო ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე

ხვალ, 30 აგვისტოს, ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ორი წევრი იასპარეზებს. ქართველი პარასპორტსმენები პარაწოლჭიმსა და […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ინა ქალდანმა მოქმედი პარალიმპიური ჩემპიონი “დაახრჩო”! (ვიდეო)

ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე, ძიუდოში, ქალთა -70კგ წონითი კატეგორიის მეოთხედფინალში ინა ქალდანი მექსიკელ ლენია რუვალკაბას დაუპირისპირდა. […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ვინ იქნება ხვალ – 29 აგვისტო ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე

ხვალ, ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ხუთი წევრი იასპარეზებს. პარაფარიკაობაში, გუნდურ შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას საქართველოს [&...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ვინ იქნება ხვალ – 28 აგვისტო ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე

ხვალ საქართველოს დელეგაციის წევრები ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის სამ სახეობაში იასპარეზებენ. ქართველი სპორტსმენები მედლების მოპოვებას [&hellip...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ვინ იქნება ხვალ – 27 აგვისტო ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე

ხვალ, ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ორი წევრი იასპარეზებს. წარმატების მისაღწევად ქართველი პარაძიუდოისტები იბრძოლებენ. 27 [&helli...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე აიცრა

ოლიმპიურმა ჩემპიონებმა ძალოსნობაში, ლაშა ტალახაძემ და გიორგი ასანიძემ საჩხერის სამედიცინო ცენტრში კოვიდვაქცინა გაიკეთეს. სამედიცინო ცენტრში […]...
წაკითხვა