ჭაბუკები პირველ ადგილზე
ჭაბუკთა ლიგაში მეთექვსმეტე ტურის შეხვედრები ჩატარდა. დინამოსა და ბოლნისის სიონის გუნდებს შორის მატჩები თბილისში, ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიის მოედანზე გაიმართა. მასპინძლებმა ორივე შეხვედრაში იმარჯვეს და ორივე გუნდი ცხრილში პირველ ადგილზეა.
15 წლამდე დინამოელებმა ლევან გვანცელაძის ხელმძღვანელობით 16 დაპირისპირებაში ზედიზედ მეთექვსმეტე გამარჯვება მოიპოვეს. ჭაბუკმა დინამოელებმა ბოლნისელ თანატოლებს 7 უპასუხო გოლი გაუტანეს. სამსონიამ ჰეთ თრიქი შეასრულა. დუბლი ჯიქიას ანგარიშზეა. თითო გოლი დინამოს მონაგარს თაგვაშვილმა და ბაბუნაძემ მიამატეს. დინამოელები პირველ ადგილზე ბურთების 100/1 ბალანსით არიან.
თბილისელი და ბოლნისელი 17 წლამდელების დაპირისპირებაც ასევე დინამოელთა სასარგებლოდ დასრულდა. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა მეტოქეს 5:0 მოუგო. ბუღრიძემ და ღვინიაშვილმა დუბლი შეასრულეს. ასევე ზუსტი დარტყმით ფირცხალავა გამოირჩა. ამ მოგებით დინამოელებმა 40 ქულა დააგროვეს და გათამაშების ცხრილში ბურთების ბალანსით 59/9, პირველ ადგილზე აინაცვლეს.
დინამო U-15 7:0 სიონი U-15
დინამო U-15: გუგეშაშვილი, კიკალიშვილი, ჭურღულაშვილი, ნინუა, ბადაშვილი, ლურსმანაშვილი, კოკაია, თაგვაშვილი, ჯიქია, კუცია, სამსონია
შეცვლაზე შევიდნენ: ცერცვაძე, სართანია, ბაბუნაძე, ხარაბაძე
დინამო U-17 5:0 სიონი U-17
დინამო U-17: გურგენიძე, ხატიაშვილი, ქაფიანიძე, ფიფია, ჭურაძე, ნ. ბაშალეიშვილი, ფირცხალავა, ყურაშვილი, გოგილაშვილი, მ. ბაშალეიშვილი, ბუღრიძე
შეცვლაზე შევიდნენ: ფოჩხუა, ჯამარაული, სეიდოვი, აღდგომელაშვილი, პაპაშვილი, სეიდოვი
FCDinamo.GE