ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი: ქართველი გოგონები მედლის გარეშე (ვიდეო)
თბილისში ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. გუშინ 16 სექტემბერს, ასპარეზობაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გოგონები ჩაერთვნენ. ჩვენი ქვეყნის ღირსება მარიამ კარელიძემ (40), თამუნა სამხარაძემ (46) და თამარ ხოჯაშვილმა (52) დაიცვეს.
კარელიძემ დასანანი შეხვედრა დათმო მეოთხედფინალში, სადაც რუს ანა აგუნდოვას 4-0-ს ამარცხებდა, თუმცა შეხვედრის ბოლო წამებზე გდება გაუშვა და დამარცხდა, რუსის ფინალში გასვლის შემთხვევაში მარიამი ბრინჯაოსთვის გააგრძელებდა ბრძოლას, თუმცა ასე არ მოხდა.
პირველივე შეხვედრებში დამარცხდნენ თამუნა სამხარაძე აზერბაიჯანელ ალინა ზოკოევასთან და თამარ ხოჯაშვილი ბელარუს ვესელა ბრამჩევასთან, უნდა ითქვას რომ ხოჯაშვილი საერთაშორისო ტურნირის ერთადერთი გამარჯვებული ქართველი გოგონა ხელის ტრამვით გამაყუჩებლებით გამოვიდა საასპარეზოდ და სრული დატვირთვით ვერ შეძლო შეჯიბრებაში ჩართულიყო.