ჭანტურია “ვერონაში” 4 წლით
გიორგი ჭანტურია იტალიურ “ვერონასთან” 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. გეცოდინებათ, რომ ქართველ შემტევს ტრავმა აწუხებდა, თუმცა რამდენიმე დღეში ჭანტურია ახალ გუნდს შეუერთდება და სრული დატვირთვით ივარჯიშებს.
ჭანტურიამ გასული სეზონის მეორე ნახევარი რუმინულ “კლუჟში” გაატარა, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა და იტალიას მიაშურა.
რაც შეეხება “ვერონას”, ამ გუნდმა გასული სეზონის სერია A-ში მე-10 ადგილი დაიკავა. ვერონული კლუბის ღირსებას ცნობილი შემტევი, 37 წლის ლუკა ტონი იცავს.