ჭანტურია “ვერონაში” დაბრუნდა
“კლუჟში” დასრულებული იჯარის შემდეგ საქართველოს ნაკრების შემტევი, გიორგი ჭანტურია “ვერონას” დაუბრუნდა.
tuttomercatoweb.com-ის ცნობით, ქართველის მომავალი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. შესაძლოა, ის იტალიურ გუნდში დარჩეს კიდეც, თუმცა ვერონელები არც მის გასხვისებას გამორიცხავენ.
დასრულებულ სეზონში ჭანტურიამ რუმინეთის ჩემპიონატის 22 შეხვედრაში 4 გოლის გატანა შეძლო.