ჭანტურიამ ანანიძის ბედი გაიზიარა – ექვსი თვე ლაზარეთში მყესების დაზიანების გამო
გუშინ რუსეთის პრემიერ ლიგაში 24-ე ტურის მატჩები შედგა. ერთ-ერთ მათგანში “ურალი” ყაზანის “რუბინს” დაუპირისპირდა. თამაშის 74-ე წუთზე მოედანზე გიორგი ჭანტურია შევიდა. ქართველმა სპორტსმენმა ზუსტად ათ წუთში ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მუწია.
როგორც გამოკვლევიდან გაირკვა, 24 წლის შემტევს მარცხენა ფეხის ჯვარედინი მყესები აქვს დაზიანებული და დაახლოებით, ექვსი თვის მანძილზე მოუწევს უქმობა. მას უახლოეს მომავალში გერმანიაში ოპერაციას გაუკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გიორგი ჭანტურიამ 18 მატჩში სამი გოლის გატანა შეძლო.