ჭიაბრიშვილი: “დავინახე, რომ ქართველებზე მაგრად ფეხბურთის თამაში დედამიწაზე ძალიან ცოტას შეუძლია”

თარიღი: ივლისი 24, 2019

“საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა, გია ჭიბრიშვილმა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების “დინამოსთან” გამართული პირველი მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

“პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშა და ასეთი ანგარიშით წაგებას არ ვიმსახურებთ. მსაჯის შეფასების კომპეტენცია არ მაქვს, მაგრამ იყო რაღაც დეტალები. ვფიქრობ, ჩემი მხრიდან მსაჯზე საუბარი არაკორექტულია. “დინამო” ბევრად გამოცდილი და ძლიერი გუნდია. მეტოქე თავის შანსს ელოდებოდა და ეს გამოიყენა. პირველ ტაიმში ვდომინირებდით, მაგრამ როგორც ვთქვი, მეტოქე შანსს ელოდებოდა.

რეალურად, კვირაში ერთი თამაში გვიწევს, მაგრამ გუნდს დასვენების დრო მაინც არ გვქონდა. გოლი რომ გაგვეტანა, იმხელა მუხტი გვექნებოდა, რომ დაღლას ვერც კი ვიგრძნობდით. იგივე იყო “შერიფთან” მატჩშიც. ბევრი ფეხბურთელი იყო, რომელსაც დაღლა დაეტყო და მათ შეცვლა მოითხოვეს. საქართველოს ჩემპიონატში ყველაფერი გვჭირდება – დეტალები, მაღალი დონის მწვრთნელები, მოთამაშეები და გამოცდილება.

ახალგაზრდული გუნდი გვყავს და გამოცდილება გვჭირდება. როცა ემოციური მუხტია, არ იღლები. დღეს რაღაც მომენტები ვერ გამოვიყენეთ, ამას დაემატა წვიმა. მეტოქეს დაღლა ვერ შევამჩნიე.

მე დავინახე, რომ ქართველებზე მაგრად ფეხბურთის თამაში დედამიწაზე ძალიან ცოტას შეუძლია. მეორეა, როგორ ვანვითარებთ და ჩვენ ნიჭს, რას ვუკეთებთ. დღეს ვნახე, რომ თანაბარი დონის გუნდები გვყავს. პირველი გოლი ჩვენ რომ გაგვეტანა, ამ თამაშს მოვიგებდით. დღეს რაღაც გვაკლია, მაგრამ ნელ-ნელა ვვითარდებით. მე ჩემ ფეხბურთელებზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის. ჯერ არაფერი მორჩენილა. ქვეცნობიერად, “შერიფთან” პირველი მატჩის შემდეგ ყველაფერი დასრულებული იყო, მაგრამ ვნახეთ, რაც მოხდა.

შინდაგორიძეს მცირედი ტრავმა აქვს და მას თამაში არ შეეძლო. კოხრეიძის შემცვლელზე ჯერ არ მიფიქრია. შეიძლება, ის მომდევნო მატჩში შინდაგორიძემ ჩაანაცვლოს ან სულაც გადავეწყოთ.

ჩვენ დღესაც გვინდოდა მოგება, მაგრამ დავმარცხდით. მცდელობა არ დაგვიკლია და არც ზაგრებში დავაკლებთ.

გამოცდილმა ევროპულმა გუნდებმა იციან ევროპელი მსაჯები გაფრთხილებას რა შემთხვევაში იძლევიან, ჩვენ საქართველოში განსხვავებულ მსაჯობას ვართ მიჩვეულები”, – განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “საბურთალო” – “დინამოს” განმეორებითი დაპირისპირება 30 ივლისს, ზაგრებში გაიმართება.

ფოტო: fcsaburtalo.ge



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“დინამო ბათუმი” “საბურთალოს” მარცხენა მცველს იმატებს?

“დინამო ბათუმს” ირაკლი აზაროვის წასვლის შემდეგ 36 წლის გიორგი ნავალოვსკის გარდა სხვა მარცხენა მცველი აღარ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფაბიო კანავარო: “კვარაცხელია დიდი სიუპრიზი იქნება”

ლეგენდარულმა იტალიელმა მცველმა ფაბიო კანავარომ იტალიური გუნდების სატრანსფერო პოლიტიკა შეაფასა და მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიაზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩელსი” და ობამეიანგი პირად კონტრაქტზე შეთანხმდნენ

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ “ბარსელონას” თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი და ლონდონის “ჩელსი...
წაკითხვა
ფეხბურთი

რომან ფიფია: “უმადურობა არის ყველაზე ცუდი რამ!”

რომან ფიფიამ თბილისის “დინამოს” გახსვისებასთან და სხვა თემებთან დაკავშირებით ოფიციალურ გვერდს ინტერვიუ მისცა. “მიმდინარეობს მხოლოდ [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ავტოგრაფების დარიგებისას ლევანდოვსკის საათი გასტაცეს

“ბარსელონას” თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი გაძარცვეს. sport.es-ის ცნობით, 33 წლის პოლონელი ფეხბურთელი საკუთარი ავტომობილიდან ავტოგრაფებს...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვინ გავიდა მიუნხენის “ბაიერნთან” კონტაქტზე? – საინტერესო აგენტები ევროპუ

თბილისის “დინამომ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ აკადემიის აღზრდილი, 17 წლის ლუკა პარკაძე კარიერას მიუნხენის “ბაიერნში” გააგრძელ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამოს” აკადემიის აღზრდილი კარიერას “ბაიერნში” გააგრძელებს

დინამო აკადემიის აღზრდილი ლუკა პარკაძე კარიერას მიუნხენის “ბაიერნში” გააგრძელებს. კლუბებს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, მხარეებს...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბელგია – ქართველი ტალანტების სასაკლაო

5 გამორჩეული ახალგაზრდა ქართველი ტალანტი კარიერული ტრამპლინისთვის საფეხბურთო აგენტების ხელშეწყობით ბელგიის უმაღლეს ლიგაში წავიდნენ და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარაცხელია – 25 მილიონი, მამარდაშვილი – 20, მიქაუტაძე – 5

ბოლო დროს ქართველი ფეხბურთელები ევროპულ ბაზარზე განსაკუთრებულად მოთხოვნადები არიან. ლუკა ლოჩოშვილი ავსტრიული “ვოლფსბერგერიდან” სერია A-ს [...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამუკა ჯუღელი: “საერთოდ უნდა ჩამოართვა კომპიუტერი, ვინც ასეთ ტყუილებს ავრცელებს̶

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი, მამუკა ჯუღელი სოც.მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და “იმედთან” კომენტარი გააკეთა. „ტყუილია ეს [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაფიოზი რამოსი – ნეიმარსა და მბაპეს შორის კონფლიქტი რამოსმა მოაგვარა

“პსჟ”-ს ფეხბურთელებს, ნეიმარსა და მბაპეს შორის დაძაბული სიტუაცია სერხიო რამოსის ჩარევით მოგვარდა. ფრანგული პრესის ინფორმაციით, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როდის გადაუხდის „დინამო ბათუმი“ სტიუარდებს ხელფასს – ზოგიერთს 3 წელია თანხა არ მიუღი

სააგენტო „ბათუმელების“ ინფორმაციით, სტიუარდები, რომლებიც ბათუმის ახალ სტადიონზე გამართული საფეხბურთო მატჩების დროს წესრიგსა და უსაფრთხოებას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“კვარაცხელია უკვე 25 მილიონი ფუნტი ღირს! “ზღარბი კვარა” – ქართველი

ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიში” დებიუტს ეხმაურება. “ნაპოლი” ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარი ნევილი: “მანჩესტერ იუნაიტედი” ფეხბურთელთა სასაფლაოდ იქცა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა გარი ნევილმა, რომელიც დღესდღეობით საფეხბურთო ტელეექსპერტად მუშაობს, “წითელი ეშმაკების” ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“კარაბინერებმა უკვე გამოიძიეს ეს დანაშაული? ეს ქურდობაა!” – ცნობილი იტალ

გუშინდელი მატჩის შემდეგ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ. “რა შედევრმა უბიძგა […]...
წაკითხვა