ჭიაბრიშვილი: „დღევანდელი მარცხი ჩემი ბრალია“
„საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა „მიდტიულანდთან“ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე განვლილი შეხვედრა შეაფასა.
„პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში იმდენი მომენტი გვქონდა, რომ, მინიმუმ, არ უნდა წაგვეგი. ერთადერთი მიზანი დღეს შემდეგომ ეტაპზე გასვლა იყო, არასასურველი ანგარიშით მოგებითაც უკმაყოფილო ვიქნებოდი.
რაღაც პოზიციები დავთმეთ, დაცვაშიც პრობლემები გვქონდა, რის შემდეგაც გოლები გავუშვით.
სამწუხაროდ, ასეთი მატჩების ნაკლებობა გვაქვს, მსგავს დონეზე უფრო ხშუირდ უნდა ვთამაშბდეთ. კლასის ნაკლებობას არ განვიცდით, გუნდში მაღალი დონის ფეხბურთელები მყავს.
ვინც კი სათადარიგოთა სკამზე გვეჯდა, დუბლების შემადგენლობიდანაა. სასტარტო შემადგენლობაც დაბალანსირებული არ იყო. საქართველოში მატჩები, რომლებშიც ფეხბურთელებს ბოლომდე გარჯა უწევთ, ძალიან ცოტაა.
ყველაფერი ჩემი ბრალია, გუნდი იქამდე ვერ მივიყვანე, რომ ნაკლები ტრავმა ყოფილიყო და ფეხბურთელები თამაშისთვის უკეთესად მომზადებულები ყოფილიყვნენ. ამ მოთამაშეებს წინა კვირის ბოლოს უმაღლეს ლიგაში გამოსვლა მოუწიათ. ასე სწრაფად ერთი ტურნირიდან მეორეში გადასვლა რთულია. უმაღლესი ლიგის დებიუტანტები ვართ და ჩემპიონატში თამაში ჩვენთან ძალიან მნიშვნელოვანია.
ფეხბურთი უბრალო სპორტი არაა. ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ მომენტებს ქმნი და უპირატესობასაც ფლობ, მაგრამ გოლს ვერ იტან. დღეს ბევრი მომენტი შევქმენით, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. მეტოქემ კი, პირიქით, თავისი შანსები კარგად მოიყენა. მსგავსი რამ „არსენალსა“ და „ბაიერნს“ შორის გუშინდელ მატჩშიც მოხდა.
თავს არ ვიმართლებ. ბოდიშს ვიხდი, რომ დღეს თქვენი მოლოდინი ვერ გავამართლე“, – განაცხადა ჭიაბრიშვილმა.