ჭიაბრიშვილი: ” ევროტურნირებიდან გამოვარდნას არ ვაპირებთ”

თარიღი: ივლისი 31, 2019

“დინამოსა” და “საბურთალოს” მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

 “დინამოსთან” ორივე შეხვედრაში გუნდი 60 წუთი კარგად თამაშობდა, სირთულეები ამის მერე გაჩნდა. პრობლემა ფიზიკურ მომზადებაში ხომ არაა?

– ეს არ არის ფიზიკური კონდიციების ბრალი, უფრო მენტალური პრობლემაა. “შერიფთანაც” ვითამაშეთ მატჩები, მაგრამ ასე დაღლა არ დაგვტყობია. როდესაც გოლი გაგაქვს, დაღლილობა არ გემჩნევა. პირველი გოლი რომ გაგვეტანა, ვფიქრობ დაღლილობა ასე არ დაგვეტყობოდა. საბოლოო ჯამში, ორივე მატჩში გვაჯობა “დინამომ” და დამსახურებულად გავიდა შემდეგ ეტაპზე.

– ახლა გუნდი ევროპის ლიგაზე გადაინაცვლებს. “არარატთან” შანსებს როგორ შეაფასებთ?

– რთულია, როდესაც “დინამოს” ეთამაშები და პარალელურად “არარატზე” იფიქრო. არც ვაპირებდით ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდნას, ფიქრები აქეთკენ არ იყო. ახლა უკვე დავიწყებთ მომავალ მეტოქის შესწავლას. ვალდებულები ვართ, ევროპა ლიგის ფლეი-ოფში გავიდეთ.

 “საბურთალოს” მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ ბრძოლისთვის და თავდადებისთვის, რაც ამ მატჩებში აჩვენა. გუნდი პირველად ასპარეზობს ევრო ტურირებზე და რთულია, პირველივე წელს განსაკუთრებული მოთხოვო. თამაშს რომ დავუბრუნდეთ, რამდენად შეასრულეს ფეხბურთელებმა დავალებები?

– პირველ ტაიმში მითითებული დავალებები შეასრულეს, რასაც ვერ ვიტყვი მეორე ნახევარზე. “საბურთალოს” აქვს მომავალი. ჩვენ, ევროტურნირებიდან გამოვარდნას არ ვაპირებთ. მთავარი ამოცანა იყო, რომ ევროტურნირების დასკვნით ეტაპამდე მივსულიყავით. ამ შედეგისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.

 როგორი შთაბეჭდილება დატოვა ორი თამაშის ჯამში მეტოქემ?

-“დინამო” ძლიერი გუნდია, რომელსაც ჰყავს მაღალი დონის შემსრულებლები. გრანდებს არ მიეკუთვნება, თუმცა გამოცდილი კლუბია. ჩვენ, ასეთი დონის გუნდთან არასდროს გვითამაშია.

– ლუკა ლაკვეხელიანი 18 კაციან განაცხადში იყო, თუმცა თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია. ტრავმა ჰქონდა?
– ლაკვეხელიანს არანაირი ტრავმა არ აწუხებს. მას ორი ყვითელი ბარათი აქვს. გადავწყვიტე, რომ დღეს თავიდან არ ეთამაშა. თუმცა, მეორე ნახევარში რომ დამენახა მატჩის გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა, შემოვიყვანდი. ჩვენ პირველად ვთამაშობთ მსგავსი დონის მატჩებს, განსხვავებული მსაჯობაა. თითქმის ჩვენი ყველა ჯარიმა ყვითელი ბარათის ტოლფასია.

Fcsaburtalo.ge



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ანჩელოტიმ სამწვრთნელო კარიერის დასრულება დააანონსა

მადრიდის “რეალის” თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ “სამეფო კლუბი” მის სამწვრთნელო კარიერასი უკანასკნელი იქნება. “...
წაკითხვა
ფეხბურთი

მბაპე: “თუ კარიმი წელს “ოქროს ბურთს” ვერ მოიგებს, დაივიწყოს ეს ჯილდოR

“პარი სე-ჟერმენის” თავდამსხმელმა კილიან მბაპემ “ოქროს ბუცისთვის” ბრძოლაში მთავარი ფავორიტები დაასახელა. “მთავარი პრეტენდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონა” და ბერნარდუ სილვა შეთანხმდნენ

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, რომ “ბარსელონამ” “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველ ბერნარდუ სილვასთან შეთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამო” ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

ბათუმის “დინამო” ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. “ძვირფასო გულშემატკივრებო, გვინდა გაცნობოთ, რომ რამდენიმე ფეისბუქ გვერდი და ე.წ. [...
წაკითხვა
ფეხბურთი

კოენტრაუ დისკვალიფიკაციით დასაჯეს, ფეხბურთელს კარიერა უკვე დასრულებული აქვს

მადრიდის “რეალის” ყოფილი მცველი ფაბიუ კოენტრაუ პორტუგალიაში დისკვალიფიკაციით კარიერის დასრულების შემდეგ დასაჯეს. ფეხბურთელი 2020-2021 წლებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ენრიკო ფედელე: “კვარაცხელიას კონტრაქტში უწერია, თუ თამაშში 3 დრიბლინგი არ გააკეთა, ა

ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა, ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა და პრეზიდენტი დე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფლორენტინო პერესმა რონალდოს დასცინა (ვიდეო)

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა სასტუმროში შესვლის წინ ჟურნალისტების კითხვებს მოკლედ უპასუხა და რონალდოს დაბრუნებაზე [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვაისი: “ჩაკვეტაძემ დაძაბულობას ვერ გაუძლო” (ვიდეო)

“სლოვანი” ევროპა ლიგაზე კვიპროსულ “ოლიმპიაკოსთან” პენალტების სერიაში გამოვარდა. სამივე ქართველი (კანკავა, კაშია, ჩაკვეტაძე) ძი...
წაკითხვა
ფეხბურთი

კეილორ ნავასი ხვიჩას თანაგუნდელი ხდება

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ “პარი სენ-ჟერმენის” მეკარე კეილორ ნავასი ამ ზაფხულს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

3 ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ქართველი ფეხბურთელი

ბოლო დროს ქართველი ფეხბურთელები პროგრესის გზას ადგანან და საზღვარგარეთ საკმაო ძლიერ გუნდებში ახერხებენ გადასვლას. წლების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სუპერ ანაზღაურება დე იონგს – რატომ არ იკლებს ნიდერლანდელი ფულს?

კატალონიის “ბარსელონას” ნიდერლანდელი ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი ბოლო 1 თვეა გუნდის დატოვების ზღვარზეა და “მანჩესტერში” [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ხდება მამარდაშვილის თავს? – ყველაფერი რიგზეა!

გასულ სეზონში “ვალენსიამ” გიორგი მამარდაშვილი მე-2 გუნდისთვის დაიმატა და მამარდა რამდენიმე თვეში დაწინაურდა პირველ მეკარედ. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამუკა ჯუღელის გარეშე – ვინ გადაიყვანა ლოჩოშვილი იტალიაში?

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი იტალიურ “კრემონეზეში” ოფიციალურად ჩაირიცხა. ლოჩოშვილი სააგენტო Player agents-ში არის...
წაკითხვა
ფეხბურთი

სად არის საქართველო? – სომხეთი ევროპაზე, აზერბაიჯანი ჩემპიონთა ლიგაზე

ქართულმა გუნდებმა ევროტურნირებზე გამოსვლა სულ რაღაც 22 დღეში დაასრულეს. აზერბაიჯანულმა “ყარაბაღმა” ჯერ ბათუმის “დინამოს” 5-0 [...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ფეხბურთის ფედერაციამ უარი თქვა” – რატომ არ წავიდა აზაროვი ამერიკაში?

ბათუმის “დინამოს” პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ბესი ჩიბურდანიძემ “პოდკასტ ბათუმში” ირაკლი აზაროვის შესახებ ისაუბრა. “ის ...
წაკითხვა