ჭიდაობა: გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია (ვიდეო)

თარიღი: მარტი 12, 2016

საქართველოს ეროვნული ნაკრების მძიმეწონოსანი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 125 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა ფინალში პოლონეთის წარმომადგენელი რობერტ ბარანი 2:38 წუთში 11:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა.

ქართველმა მძიმეწონოსანმა ფინალამდე ყველა უმთავრესი ფავორიტი დაამარცხა. პირველსავე წრეში ევროპის 4-გზის და მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონს – თურქ ტაჰა აკგულს ბოლო ილეთის უპირატესობით სძლია (8:8). ევროპის 2-გზის პრიზიორი, უნგრელი დანიელ ლიგეტი ვადაზე ადრე დაამარცხა – 14:4. ნახევარფინალში კი უკრაინის ნაკრების წევრს, ევროპის და მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონატების ფინალისტ ალენ ზასეიევს 9:6 აჯობა.

11 მარტს ოქროს მედლის მოპოვების შანსი საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრ დავით ტლაშაძესაც (70 კგ) ჰქონდა, თუმცა მან ფინალური ორთაბრძოლა პოლონეთის ნაკრების წევრ მაგომედმურად გაჯიევთან დათმო და ვერცხლის მედალი აიღო, რაც ასევე დიდი წარმატებაა.

ამრიგად, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ტრიუმფალური შედეგით დაასრულა – 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო და გუნდური პირველი ადგილი.

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა აბუ-დაბის გრან სლემზე

24-26 ოქტომბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აბუ-დაბის გრან სლემი გაიმართება, სადაც საქართველოს ვაჟთა და გოგონათა ნაკრებები […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ეს უკვე ფიასკოა, ლოთო” – ხაბიბისა და კონორის მორიგი დაპირისპირება სოცია

19 ოქტომბერს, UFC-ის მებრძოლები – კონორ მაკგრეგორი და ხაბიბ ნურმაგომედოვი ერთმანეთს სოციალურ ქსელ Twitter-ში დაუპირისპირდნენ. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

საოცარი ილეთი! ახალკაცმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი დაამარცხა (ვიდ

მაროკოში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 18 ოქტომბერი ქართველებისათვის წარმატებული გამოდგა. 81 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

27 წლის ამერიკელი მოკრივე რინგზე მიღებული ნოკაუტის შემდეგ გარდაიცვალა (ვიდეო)

ცნობილი ამერიკელი მოკრივე პატრიკ დეი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, პატრიკი ჩარლზ კონველთან ბრძოლისას […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორ მიულოცეს ტოჩინოშინს დაბადების დღე თანაგუნდელებმა (ვიდეო)

13 ოქტომბერს ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი 32 წლის გახდა. ცხადია, მას დაბადების დღე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

პეტრ ჩეხის დებიუტი ჰოკეის კლუბში (ფოტო, ვიდეო)

ლონდონის “ჩელსისა” და “არსენალის” ყოფილ მეკარეს, პეტრ ჩეხს ჰოკეიში დებიუტი ჰქონდა. ჩეხმა სპორტსმენმა კონტრაქტი ინგლისის [&hell...
წაკითხვა
სხვადასხვა

‘ვერ დავუშვებთ გამონაკლისს’ – საგინაშვილს სპორტის მართვისა და განვითარებ

წარმატებული ქართველი მკლავჭიდელი, მსოფლიოს 7-გზის და ევროპის 6-გზის ჩემპიონი ლევან საგინაშვილი სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლაზე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კონორი ხაბიბს: “მოდი, მოსკოვში ვიცეკვოთ, პატარავ”

MMA-ს მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ერთი წლის წინ ხაბიბ ნურმაგომედოვთან გამართული […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა გააკეთა ქართველმა სუმოისტმა ფინალში რუსთან გამარჯვების შემდეგ (ვიდეო)

უნგრეთში მიმდინარე სუმოს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, 18-წლამდე სპორტსმენებს შორის, აბსოლუტური წონითი კატეგორიის ფინალში ზურა წიქორიძემ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

აწევს თუ არა ლაშა ტალახაძე ლარის კურსს? – მსოფლიო ჩემპიონის პასუხი (ვიდეო)

28 სექტემბერს საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ტაილანდში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. სპორტსმენებს აეროპორტში ბევრი [&hell...
წაკითხვა
სხვადასხვა

გიგა ჭიკაძე და ბრენდონ დევისი ერთმანეთის პირისპირ (ვიდეო)

28 სექტემბერს UFC-ში გიგა ჭიკაძის დებიუტი შედგება. ქართველი მებრძოლი კოპენჰაგენში ამერიკელ ბრენდონ დევისს დაუპირისპირდება. ორთაბრძოლამდე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორ გამოეხმაურა ბეჰდად სალიმი ლაშა ტალახაძის მსოფლიო ჩემპიონობას?

ცნობილი ირანელი ძალოსანი ბეჰდად სალიმი ლაშა ტალახაძის მიერ ტაილანდში მოპოვებულ მსოფლიო ჩემპიონობას გამოეხმაურა. როგორც იცით, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ატაცში მსოფლიო ჩემპიონი გახდა! (ვიდეო)

27 სექტემბერს, ტაილანდში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ ატაცში მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჩიქოვანის გუნდის პირველი მოგება

რუმინეთის ხელბურთის ჩემპიონატში 4 ტური გაიმართა და მხოლოდ მეოთხეში მოიგო პირველი მატჩი შარშანდელმა ვერცხლის პრიზიორმა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გენო პეტრიაშვილი: “ეს ჩემი მომდევნო დიდი მიზანია!”

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა […]...
წაკითხვა