ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი: “ჩვენი ბიჭები მაიკებს ჩაიცვამენ თუ არა, არავის საქმეა”
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელებულ ფოტოს გამოეხმაურა.
ფოტოზე მოჭიდავეები გენო პეტრიაშვილი, ზურაბ იაკობაშვილი და მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე რუსეთის დროშის ფერებში გაფორმებული მაისურებით ჩანან. მაისურზე რუსეთის ნაკრების მწვრთნელისა და დე ფაქტო ოსეთის პარლამენტის დეპუტატი, ძამბოლატ თედეევია გამოსახული.
“მთელ მსოფლიოს აცვია გენო პეტრიაშვილის, ლადო ხინჩაგაშვილის გამოსახულებიანი მაისური, რატომ არ იძახით, რატომ გაცვიათ, ბიჭებოო? მთელი მსოფლიო ჩვენს დროშას რომ აქვეყნებს. ფედერაცია რომ ასეთი წარმატებულია, ვინმეს უკითხავს? მოვიდნენ და ნახონ, რა პირობებში ვვარჯიშობთ, ჩვენი ბიჭები მაიკებს ჩაიცვამენ თუ არა, არავის საქმეა, უკაცრავად. საცოდავი ბიჭი – ტატუნაშვილი რომ გადმოასვენეს, ზუსტად ეგ კაცი ჩაერია, მაგან გადაწყვიტა, ეს კაცი რომ ოჯახშია დასაფლავებული, ვინმემ იცით? მტერი რომ გახდა, თურმე, ჩვენი მეგობარი რომ დაგვეხმარა, გაიგეთ ვინმემ?”, – განაცხადა გეგა გეგეშიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბარში.