“ჭორია, არ ყოფილა საერთოდ” – როდის დაინიშნება ნაკრების ახალი მწვრთნელი?
ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ნაკრების მომავალი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა.
“ჩვენ გუნდში გვყავს საფეხბურთო ანალიტიკოსები, რომლებიც ყველა შესაძლო მწვრთნელის კანდიდატურას სწავლობენ და თავიანთ დასკვნას დებენ. პირველ რიგში, ვუყურებთ თუ რა საფეხბურთო ფილოსოფიას უჭერს მხარს და რამდენად აქვს სანაკრებო გამოცდილება. თითოეულ დეტალს, მის ყველა თამაშს ვსწავლობთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას. საქართველოს ნაკრებს პირველ ნომრად თამაში სურს და შესაბამისად, ასეთი მწვრთნელიც გვჭირდება.”
“უკრაინელი მწვრთნელის, იური ვერნიდუბის შესახებ მსჯელობა არ ყოფილა, ეს ჭორია. პირველი მატჩი უკვე მარტში გვაქვს და გვსურს, ახალი მწვრთნელი იანვარში წარვადგინოთ”, – განაცხადა იაშვილმა.
ვლადიმერ ვაისი საქართველოს ნაკრებს 5 წლის განმავლობაში წვრთნიდა და გუნდი ჩრდ.მაკედონიასთან და სომხეთთან წაგებული მატჩების შემდეგ დატოვა.